ვიცი რომ სხვანაირი და რთული ვარ.... დამუღამება მჭირდება და ვერ მიმუღამებენ...
მეე სხვასავით ადამიანი ვარ... ერთი ცალი ... მეც შემიძლია სიყვარული... ზიზღიც შემიძლია.... მეც ვსუნთქავ ..
როცა ვიღლები ვცდილობ ღრმად ვისუნთქო და სიგარეტის კვამლს გავატანო დარდი... რა ვქნა ცრემლები დიდი ხანია აღარ მომდის....
როცა მინდა რომ მომდიოდეს და არ მოდიან.. გავდივარ ხოლმე ქუჩაში და იქ სიგარეტის ბოლს ხარბად ვაწვდი ფილტვებს...
მეც მიჭირს ემოციების გაკონტროლება.. მიჭირს შეცდომების დაშვებისაგან თავის არიდება... მითქვამს ძლიერი ვარ თქო მაგრამ..
მაგრამ სიყვარულთან სიძლიერე ნულია...
ის კი ამას არ მპატიობს....ნუთუ ასე რთული ვარ.... ასე ცუდი... მას მობეზრდა... მივხვდი ამას როგორც იქნა და ვიგრძენი ანას შეგრძნების შემდეგ...
ვიცი... მყიდულობენ.. მყიდიან..
პროდუქტი მგონია საკუთარი თავი რომელიც შესაჭმელადაა გადადებული.... ალბათ ჯერ სხვებს შემაჭმევენ და რომ დავუძლურდები მერე მეც შემჭამენ.... მაგრამ.... იყო დრო როდესაც მქონდა იმედი....
რომ მასთან ერთად ვიქნებოდი და არ მივცემდი უფლებას არავის შევეჭამეთ.... მე მისით ვიქნებოდი ის კი ჩემით...
ასე გაგრძელდებოდა სანამ დავუძლურდებოდით ...
და გული კი.. გული მაინც ახალგაზრდა და სიყვარულით სავსე დაგვრჩებოდა..... მე მე ცუდი რაღაცეების გაკეთებასაც მთხოვენ.
. და მეც ვაკეთებ... იმედი მაქვს მომავლის და იმის რომ ღმერთი მაპატიებს... ყველაფერს... კიდევ. .. კიდევ იმის იმედიც მქონდა ..
რომ ანას ნაცვლადაც მე შევუშვერდი მკერდს მისთვის გამზადებულ ტანჯვას.. და მის წამებასაც სიხარულით და სიყვარულით განვიცდიდი...... ვიცი რაღაც უაზროდ მოგეჩვენებათ მაგრამ...
მაგრამ წარმოდგენილი მყავდა უკვე ის ჩემს ნაწილად ... მე კი ჩემს ნაწილს... არასდროს არავის არ დავუთმობდი გასაფუჭებლად... და მიუხედავად მისი წარსულისა ან აწმყოსი.... იმ იმედით რომ მეც მისი ნაწილი ვიქნებოდი... ჩემ თავს გავაფუჭებდი და მივუგდებდი საძიძგნად მჭამელებს... ოღონდ მას ეგრძნო თავი კარგად... კიდევ .. კიდევ ის რომ.... ზედმეტი ადამიანს ყველაფერი წყენს... ძნელია ასე ძალიან გიყვარდეს და ცივი გონებით მოიქცე... მოიქცე ისე რომ... დაგეგმო და გეგმის შესრულებას ნელა მიჰყვე... მე სხვა ადამიანებს ვეღარ ვუძლებ.. აღარ მყავს გვერდში ის ადამიანი რომლითაც მათ ვუძლებდი... უფრო მეტად დამძიმდა სული და... არ მყავს ანა რომ მომეხმაროს მის ტარებაში... მისგან მოყენებული ტკივილიც კი სასიამოვნოდ მახსენდება... მისი ფაქიზი სული... რაღაც უჩვეულო და სხვანაირი..არა ყველასნაირი... სრულიად განსხვავებული... ხან მომღიმარი.. ხან დამწუხრებული.... ბავშვიის პირველი ნაბიჯებივით სასიხარულო და ახალ გაღვიძებული ანგელოზივით სათუთი.... როგორ მენატრება და მანადგურებს ამვადროულად.... უიმისობა... გავს იმ გრძნობას.. როდესაც უსახლკაროს სახლში ყოფნა გინდება... ყველაზე ბედნიერი 2 რამ ვიგრძენი... ის რომ დავიბადე და ცოცხალი ვარ... და ისიც რომ მივხვდი რისთვის ვიყავი დაბადებული.... მე ისიც ვიცი... ზურგს მაქცევს... იმ იმედის ნაპერწკალსაც მომიკლავს... მაგრამ მე... მე მას... იმ მომენტში გავიხსენებ ყველაზე ტკბილად...
როცა მომიწევს ჩემი ცხოვრების მიზნის შესრულება.... იმ ბოლო მომენტში... როცა შემომეხვევიან თავისი შავი ფრთებით... ან თეთრით... ამიყვანენ მაღლა და მომთხოვენ პასუხს ყველაფრისთვის...
ყველაფერს მოვინანიებ ... ყველა ცოდვას გარდა ერთისა... და მზად ვიქნები ვაგო პასუხი იმ ერთი ცოდვის გამო... რამდენჯერ ამიკანკალდა თითი სასხლეტზე ... რამდენჯერ ანერვიულებულს...
მომინდა ამის გაკეთება... მაგრამ მიყვარს როდესაც ქუჩაში დავდივარ და სხვა ადამიანებს ვამსგავსებ ანას...
მოულოდნელად რომ მახსენდება მისი ღიმილი და სიყვარულით სავსე თვალები.... მისი ბავშვური ღიმილი და დარტყმები ხან მარჯვნიდან.. ხან მარცხნიდან... წამიერად ვგრძნობ ბედნიერებას...
რომელიც ასე ახლოს არის ჩემთან.. და დროდა დრო ისე შორს მიდის.. ისე შორს რომ... იმის გააზრება ცოცხალ მკვდარს მამსგავსებს,
ის უფრო შორს წავა და .. აღარასდროს იქნება ასე ახლოს ჩემთან... ხან ტრაგედიას ვგრძნობ.. და ძალით ვხდები ამ დიდი კომედიის მონაწილე... რომ შევძლო არსებობა მომავალში.... მაღიზიანებენ.. მეც ვაღიზიანებ,,, მყიდულობენ და მყიდიან.... საბოლოოდ მეც მოკლული ვიქნები... ჩემგანაც... მაგრამ... ამ ყველა გრძნობების მიუხედავად.. ჩემში ის გრძნობა იქნება რომელსაც ანა ქვია... მე მოკლული ვიქნები.. მოკლული.. ჩემზე მეტად უფრო ღირსეულის მიერ! სხვაც იქნება მოკლული ჩემს მიერ.. და იმ მომენტში რაზეც ვინაღვლებ ის იქნება.... რომ შეიძლება იმ სხვასაც ყავდა თავისი ანა.. ისიც იგივეს გრძნობს... და მასაც იგივე ამოძრავებს... მწყინს როდესაც ვაანალიზებ მის ცხოვრებას... არ შემიძლია დაველაპარაკო და ჩემს ანაზე მოვუყვე.. მას კი მისაზე... ვიჯდეთ ასე უბრალოდ ძმებივით.. არა მტრებივით... და მოვუყვეთ წარსული ბედნიერება... ის თუ როგორ არ მინდა უკვალოდ გაქრეს ანა... თუ როგორ მინდა ყველამ გაიგოს... მე ანა მიყავდა... და ერთ დროს მასაც ვყავდიიი... იცოდნენ რა ბედნიერი ვიყავიიი მე ანასთან ერთად... და შეეცადონ რომ მათაც იპოვონ ასეთი გრძნობ... მერე იმის თქმა შეეძლებათ.. "ჩვენც გვიცხოვრია" ადმიანებად... და არა უბრალო არსებად! მე ღისი ვარ იმის რაც ვარ... გისურვებთ რომ თქვენც იყოთ ღირსეულები... აი უკვე... კიდევ შემახსენა თავი.. ამ ტექსტის წერის მანძილზე უკვე ვერ ვითვლი მერამდენედ.... ახლა ახლოს არ მაქვს მაგრამ... ვიცი მივალ და... ამიკანკალდება ისევ სასხლეტზე თითი... სიგიჟის დონე მაკლია... სიგიჟის დონე.... მომიყვანეთ აქ... ჩემში.... უნდა შევისისხლხორცო... ჩემი უნდა გავხადო..... დავიღალე უაზრო ბოდიალით ... ცივი თვალების აქეთ იქით ცეცებით ...
უგრძნობლობით... არავის არ აქვს ჩემი ატანის სურვილი...
ანასაც აღარ აქვს... ისე.. ვიყვი.. არც მჭირდება სხვისგან ჩემი ატანა...
მხოლოდ ერთი მინდა... ის ერთი... და მისგან...(
ცოტას კიდევ ვიცოცხლებ... ლომივით... და მკაცრად ვატარებ ამ გრძნობას... ვიცი.. თუ შევატყე ჩემს თავს რომ ცხვარს მხდის ცხოვრება....
ვარჩევ ლომად სიკვდილს... ვიდრე ცხვრად არსებობას....
უსასრულობიდან უსასრულობამდე... მე ის ვიპოვე... და ისევ დავკარგე.... არ მყავს ის ვინც მიყვარს.. მაგრამ მიყვარს ის რაც მისგან დამჩა....
ვიცი.. ვერ გადმოვცემ ნორმალურად.. ვეღარც ლექსებს ვწერ..
რითმებიც გამირბის... აზრებიც... ახლაც ვცოდვლილობ რაღაცას...
მის შემდეგ სულ ასე ვარ... ვერ ვხედავ... ვერ ვგრძნობ მას...
არც მისი ხმა აღარ მესმის... მის სიახლოვესაც ვეღარ ვგრძნობ..
ვეღარც მის სურნელს... ვეღარც ვტირი... ხანდახან ვეღარც ვიხსენებ...
მაგრამ ის ხომ არსებობს... მასთან ყოფნაზე მეტი... უიმისობამ თქვა...
დატოვა კვალი... ძალიან მაგრად დავიღალე... თანაც მომბეზრდა....
სხვა თუ არავინ.. ღმერთო შენ მაინც ხომ ჩემთან ხარ... რაღაც დონეზე... მიყურებ და.. გეცინება.... ვიცი რომ შენ მაჩუქე... მაგრამ დიდი ბოდიში...
აღარ მინდა... წაიღე... დამღალა... არ ვთვლი მე ამას ცოდვად და....
ნურც შენ ჩამითვლი... ღმერთო... შენთან ახლოს მდგომი ჯარისკაცი...
ომში დაგაკლდა... აი უკვე დაიწყო... თავისით კანკალებს მე არ ვატან ძალას.... მეზიზღები... სხვებიც...
https://www.facebook.com/pages/ჯარი...266741976796057 და აი აქ დამერხა.. გრძნობებმა განმსაზღვრეს....
This post has been edited by GuGsOn on 4 May 2013, 13:20