მე მგონი, მე ტაბექსით გადავაგდე
ბოლოს რამდენიმე წელია უკვე 2 კოლოფს თუ მეტს ვეწეოდი დღეში
ეხლა ორი თვეა ტაბექსი ვსვი დღეში 5 აბი, როგორც ანოტაციაშია. მანამდეც მიცდია, მაგრამ მავიწყდებოდა ამდენის დალევა
ეს ტაბექსი ვსვი იმ ჩემს ორ კოლოფ სიგარეტთან ერთად
ხოდა ერთი კვირის წინ მიმივიდა ეგეთი აზრები, რომ მეზარება სიგარეტის წევა
ესეთი აზრები არასდროს მომსვლია თავში, 16 თუ 17 წლიდან ვეწევი, ანუ 35 წელი თუ მეტი
ბოლომდე მოვწიე ეს ჩემი სიგარეტები და ეხლა აღარ ვეწევი ორი დღეა
ეგეთი რამე კაცობრიობას არ ახსოვს
პრობლემა ისაა, რომ პირიქით უარესად ვარ ფიზიკურადაც და სულიერადაც
სუფთა ჰაერს და ტანსაცმელს ვიყნოსავ მეთქი და ცხვირშიც გაჭედილი ვარ