#36296184 · 5 May 2013, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან გთხოვთ ეს ტრაფიკი (bandwidth) მარტივად განმიმარტეთ რა არის. ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ ვიცი, რომ ტრაფიკი არის დროის გარკვეულ ინტერვალში ატვირთვებისა და ჩამოტვირთვების ოდენობა (საერთო ზომა). გასაგებია, რომ ზოგ საიტზე ტრაფიკი მოცემულია ყოველთვიურად, მაგრამ ახლა მე საქმე მაქვს ამ ღრუბლოვანი მეხსიერების საიტთან: mega.co.nz
ამ საიტზე უფასო მომხმარებლებისთვის არის გარკვეული მეხსიერება გამოყოფილი და კიდევ 1TB ტრაფიკი (bandwidth). რომ ვიკითხე ამ საიტის support-ში, მითხრეს ეს ეს 1TB ტრაფიკი თვიური არააო, და ვკითხე როცა ამოვწურავ მთელ ჩემს ტრაფიკს, მაშინ რა მოხდება მეთქი, რაღაც დროით ვიქნები შეზღუდული მეთქი? და ეს რაღაც დრო რამდენია მეთქი. და ამ ბოლო ორ კითხვაზე არ მპასუხობენ, ასეთ რაღაცას მიწერენ სულ და დავიტანჯე, იქნებ თქვენ გაუგოთ მათ მოწერილს რამე და ამით მაინც გამცეთ პასუხი:
Bandwidth restrictions: Our policy is not to impose any artificial restrictions on our users unless necessitated by infrastructure bottlenecks. We therefore reserve the right to cap user bandwidth utilization for operational reasons at any time on a per-IP basis. Your transfer queue will resume automatically once the congestion eases. No manual intervention is required.
So with our PRO I account and 1TB package - you get 1TB of bandwidth channel capacity at any given time you performing a file transfer (upload or download). That doesn't get used up or expire - it is your transfer capacity any time you are uploading or downloading.
ანუ, ვერ გავიგე, რომ წერია: "Our policy is not to impose any artificial restrictions", ანუ ხელოვნურად ჩვენ არ ვზღუდავთ მომხმარებლებსო, მაშინ 1TB ტრაფიკი ხელოვნური არ არის? აი ეს ვერ გავიგე და კიდე ის, რა მოხდება მას მერე რაც სულ ამოვწურავ ტრაფიკს, რამდენი ხანი ვიქნები შეზღუდული?
დიდი მადლობა...
|