რუსულ ბლოგ-პლატფორმა livejournal.com-ზე lifeingeo-ს სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი ბანკომატისთვის გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - ბანკომატის ეკრანზე ქვეყნების ჩამონათვალში იტალიის, შვედეთის, კვიპროსის, რუსეთისა და ესპანეთის გვერდით აფხაზეთი ცალკე ქვეყნად არის მითითებული. ფოტოს მიხედვით ბანკომატი "საქართველოს ბანკს" ეკუთვნის.
"ცოტა ხნის წინ ფულადი გზავნილი მივიღე
და ბანკომატმა შემომთავაზა ამომერჩია ქვეყანა, საიდანაც ფული გამომიგზავნეს. გაკვირებული დავრჩი, როდესაც ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი აღმოვაჩინე. უკვე აფხაზეთიდანაც იგზავნება ფული საქართველოში?
შესაძლოა, ამ გაუგებრობაში დამნაშავე ფულადი გადარიცხვების სისტემა "ანელიკია", რომელიც სხვათა შორის სომხურია. ვფიქრობ, ასეთი კაზუსები არ უნდა ხდებოდეს.
ადრე ვიცოდი, ვისთვისაც უნდა მიმემართა შესაბამისი რეაგირებისთვის, ახლა კი დარწმუნებული არ ვარ", - წერს ბლოგერი.

წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/mozaika/76649-qsaqart...l#ixzz2SX8Nwa3m This post has been edited by გიგლა on 6 May 2013, 10:11