#37210496 · 12 Jul 2013, 03:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასჯადია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის და სამართალდამრღვევს ჯარიმის სახით გადასახდელად ეკისრება 250 ლარი.
ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ავტომობილის მესაკუთრე (მფლობელი) მოქმედებდეს წინასწარი შეცნობით და იცოდეს, რომ ავტომობილს გადასცემს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს.
ამიტომ თქვენც და იმ პირმაც, ვის ავტომობილსაც მართავდით, როდესაც პატრული ჩამოგართმევთ ახსნა-განმარტებას, უნდა დააფიქსიროთ, რომ ავტომობილის გადმოცემის მომენტში მესაკუთრემ არ იცოდა, რომ იყავით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომაროებაში, ან ავტომობილის გადმოცემის შემდეგ დალიეთ სასმელი.
This post has been edited by leqso0077 on 12 Jul 2013, 03:20
|