http://www.kvirispalitra.ge/politic/16992-...tsmendinaq.htmlკირვალიძე სათავეში ჩაუდგა იმ მიმართულებას, რომელიც მოშლილი და განადგურებული იყო. ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა გამოაცხადა პრიორიტეტულ დარგად. ამიტომაც კირვალიძისადმი მოთხოვნის თამასა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ზოგი სხვა მინისტრისა. ნოემბრიდან თებერვლამდე კირვალიძეს უნდა აღეწერა ყველა სახელმწიფო მიწა, რომლის დიდი ნაწილი დამალული იყო და რეესტრში არ ჩანდა. უნდა მოეწესრიგებინა და გაეგო, ვინ იყო ადგილებზე მიწის მფლობელი და საქართველოს მასშტაბით ზუსტი ნუსხა შეედგინა იმ პირებისა, ვისი მიწებიც უნდა მოხნულიყო. ტიტანური შრომა იყო გასაწევი ადგილობრივი რწმუნებულებისა და გამგებლების საბოტაჟის და არაპროფესიონალიზმის ფონზე. ამიტომაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში საორგანიზაციო ქაოსი შეიქმნა. იმ ფაქტმა, რომ სამინისტროს სხვადასხვა ტიპის დიდი დაფინანსება ჰქონდა, იქ კორუფციის გაჩენის ალბათობა გაზარდა. ყველაფერი ეს ერთ პაკეტში ჩაიდო და შესაბამისი ინფორმაციაც გავრცელდა.
არეშიძე იძახის თან, რო კირვალიძეზე, ცოტათი წულუკიანზე, და აკრგად ღარიბაშვილი-კბილაშვილზე მიდის ზეწოლა. რკალს ურკავენ გარშემო რო გაჭედონდა გაუჩალიჩონო, ნაცები ჩალიჩობენო
პალიტრაში იყო კიდე ინტერვიუ დაჭერილების ადვოკატთან, რომელიც ამბობს, სპეციალურად ბერავენ ამ საქმესო
ხან ვაუჩერები ახსენეს, ხან რა და ახნ კდე რა
ამდ როს დაჭერილები არიან ესენი ყველა იმიტო, რო იაფიანი და უხარისხოს მაგიერ ხარისხიანიდა ძვირი ტრაქტორები იყიდეს
ოქმებში, რომლებიც დგებოდა თათბირებზე, დაფიქსირებულია, რატომ ამობდნენ უარს იაფიან ტრაქტორებზეო დათავს უდანაშაულოდ ცნობენ
ისევ მიშას დროინდელი პროკურორები იძიებენდ ა ზეწოლას ახდენენ დაჭერილებზე, რომ ყველამ ერთ კაცს (სახელ-გვარიდ ამავიწყდა, ექსპერტია მგონი) შეაწმინდოს ხელი და გამOშვებას პირდებიანო
საქმიდან რაღაცეები ამოგლეჯილია და ბრალდება შეთითხნილიო
http://www.kvirispalitra.ge/politic/16992-...tsmendinaq.htmlესეც საინტერესო რამეებს ბაზრობდა
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრემიერთან მინისტრს ჰქონდა კითხვა - რატომ ახლა?! - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ განაცხადა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ დავით კირვალიძეს გამოძიების შეჩერების სურვილი ჰქონდა.
"რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, როგორც კი გამოძიება დაიწყო მინისტრის და სამინისტროს მენეჯმენტის მხრიდან კითხვები გამოძიების დაწყების დროსთან დაკავშირებით გაჩნდა. ორ კვირაში პრაქტიკულად ვასრულებთ ხვნის პროცესს, რაშიც ის ხალხია ჩართული, რომლებიც დღეს ძიების ქვეშ არიან.
ბევრი არასწორი ინფორმაცია მოვისმინე, თითქოს ის ხალხი ბარათებზე ან საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით არის დაკავებული, რაც არაა სწორი. ეს საქმე ერთ კონკრეტულ შესყიდვას უკავშირდება. დაკავებულია ორი მეცნიერი, რომლებიც სამეცნიერო ინსტიტუტებში მუშაობენ, ერთი მათგანი დირექტორია, სამი - შპს "მექანიზატორის" თანამშრომელი, რომელიც არის სახელმწიფო შპს და ერთი სამინისტროს სამმართველოს უფროსი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრემიერთან მინისტრს ჰქონდა კითხვა - რატომ ახლა?! მას შეკითხვა ჰქონდა მხოლოდ დროზე, რომ პროგრამის განხორციელება არ შეფერხებულიყო, მუშაობას არ შექმნოდა პრობლემა და ხალხს ის დახმარება სრულყოფილად მიეღო, რასაც მთავრობა აკეთებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფიფიამ. მისივე თქმით, პირიქით, დავით კირვალიძე პირველ რიგში თვითონაა დაინტერესებული, ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამშაოების დროს, რა თქმა უნდა იყო ხარვეზები, რის შესახებაც სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია.
"მაგრამ
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეუძლებელი გავაკეთეთ იმ ვადების გათვალისწინებით, როცა 800 ათას მიწის მესაკუთრეს ეხმარები; სიები რწმუნებულებიდან მოდიოდა და დაგვხვდა აღრიცხვიანობის კუთხით კატასტროფული მდგომარეობა - ჩვენ 2 თვეში შევძელით პროგრამის დაწყება. ჩვენ ადგილებზე 3 - ჯერ მივეცით შესაძლებლობა დაეზუსტებინათ სიები. იმ რაიონებში, სადაც რწმუნებულები და მაჟორიტარები ეფექტურად გვეთანამშრომლებოდნენ ხარვეზები მაშინვე სწორდებოდა. თუმცა იყო ადგილები, სადაც პირიქით, ხელოვნურად გვიშლიდნენ ხელს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით უამრავ ხალხს დავხმარებოდით, შედეგი თვალნათელია, საქართველოში 3-ჯერ მეტი მიწის ფართობი მოიხნა. ერთი კია, პრობლემა ყოველთვის უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე კმაყოფილი ხალხი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე შეფასებით, შედეგი სახეზეა და საქართველოში მიწა თითქმის სრულადაა დამუშავებული. "ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს რაიონებში მიმდინარეობს სამუშაოები შექმნილი პრობლემების მიუხედავად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შედეგიანად და ეფექტურად დავასრულოთ დაწყებული საქმე", - დასძინა მან.
პრემიერის ინფორმაციით კი, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს გამოძიების შეჩერების სურვილი ჰქონდა. "თვითონ გუნდმაც იცოდა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და ცდილობდნენ ამაზე გადაეტანათ ყურადღება და მარწმუნებდნენ, რომ უნდა შემეჩერებინა, მე რა თქმა უნდა, არ ჩავერიე გამოძიებაში და არც ჩავერეოდი, ცოტა დამძიმებული ვარ, მართალი გითხრათ. თვითონ არ უნდოდა სამინისტროს და მინისტრს სურვილი ჰქონდა, რომ აი, ჩვენ შეგვეშლება ხელი ამ პროცესებში და ასე შემდგომ, აქ ხელს მიშლიან, ეს გამონათქვამები ჰქონდა, ამის მსგავსი. მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს ნორმალურია, ეს პროცესები, თუ კითხვები არსხებობს გამოძიებიდან, მას პასუხები უნდა გაეცეს. არაუშავს ზოგადად საწყისი ასეთია", - აღნიშნა პრემიერმა.
PFU ეგ ვიღაცაა შარკი?
ვააა
რეებს აღარ გაიგებ ფორუმზე

ისე, საინტერესოა
სამუშაომ შთანთქა ამრთლა, თუ ლევანი მუსავით გაორმაგებული ენერგიით ეკვეთა ფორუმს, ოღონდ ალტერნიკით
This post has been edited by MasterJC on 6 May 2013, 21:20