საქართველოს უნივერსიტეტის MIX კლუბი წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს "UG Film Fest 2013".
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტს (გარდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა) და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს.
ფესტივალს ეყოლება მოწვეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კინემატოგრაფიაში კომპეტენტური ადამიანებით და გამოავლენენ გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
გრან-პრი
წლის რეჟისორი
წლის მსახიობი ქალი
წლის მსახიობი მამაკაცი
წლის მეორეხარისხოვანი როლი
წლის მუსიკალური გაფორმება
წლის ოპერატორი
წლის საუკეთესო სცენარი
წლის მონტაჟი
წლის დოკუმენტური ფილმი
წლის ანიმაციური ფილმი
წლის სასკოლო ნამუშევარი.
ფესტივალის ვადები:
მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 22 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.
24-25 მაისს გაიმართება საკონკურსო ფილმების ჩვენება, ვორქშოპები და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება.
26 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში შედგება ფესტივალის დახურვა და დაჯილდოვების ცერემონიალი.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
598438809
557298039
www.facebook.com/UGMIXCLUB
აპლიკაციის გადმოსაწერად გადადით ლინკზე:
http://www.filehosting.org/file/details/43...
* * *
განაცხადის ფორმა: http://allshares.ge/download.php?id=9BC58CF442