იყოს ეს თემა საერთო და ვისაც რა გამოცდილება ან ინფორმაცია აქვს დადებს,... მეც ისე უბრალოდ დავდებ რაც ვიცი.
ისე, უბრალო მუზაზე მოსაყვანი ნახატებიც საინტერესო იქნებოდა, ახალი ტექნიკები და იდეები...
პირველ რიგში წიგნს დავდებ "ხატვის საფუძვლები"
http://allshares.ge/download.php?id=B2AC6B1860 წიგნის გადმოსაწერი ლინკი

ისე დამწყებისათვის უფრო იოლია გადახატვა ჟურნალიდან ან ფოტოდან ვიდრე ნატურიდან,

ეს მარტივია და მაგიტომ დავდე
მაგალითად გვინდა ამ დათვის გადახატვა ვავლებთ საკოორდინატო ხაზებს, შემდეგ ფურცელზეც იგივე ხაზებს ვავლებთ და ასე პროპორციები არ დაირღვევა, ნებისმიერი რამ რისი გადახატვაც გვინდა პრინციპი ერთია, უნდა შევეცადოთ, რომ პროპორციები არ დაგვენგრიოს...
ფიგურების აგებისატვის მოგვიწევს ბევრი ხაზების გავლება ამიტიმ ფანქარს ძალიან არ უნდა დავაწვეთ, ხაზები მკრთალად და მსუბუქად უნდა ვავლოთ, ბოლოს ყველაფერს თავის ადგილას რო დავაჯენთ ზედმეტ ხაზებს წავშლით,
1. შევეცადოთ ნახატი არ გავდეს გადაშუშულს, ანუ ძალიან არ დავაკონტუროდ პრიმიტიულ ნახატს რომ არ დაემგვანოს
2. ფანქარი უნდა იყოს ხარისხიანი არ უდა კაწრავდეს რბილად უნდა მიყვებოდეს ფურცელს, ნახატის აგებისათვის გამოდგება 2B, თუ დაშტრიხვა გვინდა 6B
* * *
ფანქრითაც ასეთი ხაზებით ვიწყებთ ხატვას, აქ პროპორციები კარგად ჩანს როგორ და რამდენ ნაწილად გაყო თავი
ისე შესაძლებელია საკუთარი პროპორციების შემუშავებაც ოღონდ მას შემდეგ როცა რეალური ზომები და პროპორციები კარგად გვეცოდინება, შუქჩრდილები, განათებები, ბლიკები, და ა.შ.