კრუბერის მღვიმე  ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმეა მსოფლიოში. ის მდებარეობს   საქართველოში  ( აფხაზეთში )  გაგრის რაიონში  არაბიკის მასივზე  ბერჭილის ქედზე (  გაგრის  ქედის ერთერთი  შემადგენელი ნაწილი )    . 
მღვიმე   პირველად   ქართველმა მკვლევარებმა 1960 წელს მიაკვლიეს პროფ. ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით  და  თითქმის -150 მ სიღრმემდე ჩავიდნენ . 
უღრმესი მღვიმის წოდება კრუბერმა 2001 წელს შეიძინა, როდესაც უკრაინელმა  სპელეოლოგებმა  შეძლეს მიეღწიათ -1710 მ. სიღრმისთვის. მღვიმის ძირითადი განშტოება დაახლოებით -2097 მეტრს აღწევს. 
2004 წელს უსა-მ გააკეთა კიდევ ერთი ექსპედიცია. 19 ოქტომბერს პირველად მსოფლიო ისტორიაში სპალეოლოგები -2000 მეტრს აცდნენ და - 2080 მეტრს მიაღწიეს. 
მსოფლიოში პირველი  სპელეოლოგი  ქალი რომელმაც - 2140 მეტრს მიაღწია იყო  ლიტველი საულე პენკენე 

-2191 მეტრი მიღწეულ გენადი სამოხინის მიერ 2007 წელს.
 უკანასკნელი რეკორდი მიღწეულ იქნა 2012 წლის აგვისტოში და იგი -2197 მ-ს შეადგენს.  უკრაინელი  გენადი სამოხინი გამოქვაბულის ფსკერამდე, -2197 მეტრამდე დაეშვა, რითაც გააუჯობესა 2007 წელს დამყარებული მისივე მსოფლიო რეკორდი.
კრუბერის  მღვიმეში  აღმოჩენილია ფაუნის არაერთი ენდემური სახეობა (ობობები, მორიელები, ხოჭოები, კიბოსნაირები).
მღვიმეში  - 1980 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს მიწის ქვეშეთში მობინადრე  ცოცხალი  ცხოველი რომელიც აქამდე   ამ სახეობაზე  არაფერი სმენიათ , მეცნიერებმა დაარქვეს Plutomurus Ortobalaganensis








 * * *