#36255753 · 1 May 2013, 23:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ე.ი. 1994 წელს მ. და რ. განქორწინდნენ. 1995 წელს რ. გარდაიცვალა და მ.-მ მიმართა სასამართლოს რათა რ.-ს ბინის ნახევარი მიეკუთვნათ მისთვის, რაც დაკმაყოფილდა. მათ მემკვიდრეები არ ჰყავდათ. ამ გადაწყვეტილებაში ბინა #5-ს მაგივრად ეწერა #10. ანუ ფაქტიურად მიეკუთვნა #10-ის ბინის ნახევარი. რ.-ს უახლოესი მემკვიდრე არის ძმისშვილი გ., რომელმაც ეს ბინა 2012 წელს დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში თავის სახელზე. ეს რომ გაიგო მ.-მ მიმართა სასამართლოს რათა ის ეცნოთ #5 ბინის ნახევრის მესაკუთრედ 1995 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე(სადაც არასწორად ეწერა ბინა #10). სასამართლოზე მოპასუხე გ. არ გამოცხადდა და მიიღეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რამდენად შეეძლო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოტანა 1995 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე? შემდეგ გ.–მ ეს გაასაჩივრა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა. რა შეუძლია გააკეთოს გ.–მ? შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით გადაწვეტილების ბათილად ცნობის შესახებ თუ სხვა რამ? ასევე აღსანიშნავია, რომ 1995 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თითქოს გ. თანახმაა და სასამათლოზეც მონაწილეობდა(რაც არ შეესაბამება სინამდვილეს).
This post has been edited by david1990 on 1 May 2013, 23:22
--------------------
CPU: Intel i7-8700K 3.7GHz GPU: Asus Rog Strix GTX 1080 Ti MB: Gigabyte Z370 HD3 RAM: Corsair Dominator Platinum 32 GB 3000MHz SSD: KingSpec M.2 SSD 240GB HDD: WD Blue 1TB PSU: Seasonic 650w Focus Plus Gold CASE: Fractal Design Define C TG KB: Havit HV-KB395L MOUSE: Logitech G102 Prodigy
|