ამ თემის გახსნა ალბათ აუცილებელია. ცხოველის დაკარგვის ან პოვნის შემთხვევაში იხსნება დამოუკიდებელი თემა კონკრეტულ ცხოველზე - ძაღლზე, კატაზე, ბაჭიაზე და ა.შ. როგორც წესი მოდერატორს სთხოვენ, რომ თემა აიპინოს მნიშვნელოვან თემებში, რათა ყურადღების ცენტრში იყოს და მოიძიონ თავისი ცხოველები. რა თქმა უნდა მოდერატორიც ეთანხმება და თემა აიპინება. მაგრამ გავა რამოდენიმე თვე და მოდერატორები იძულებულნი არიან თემა კონკრეტულ ცხოველზე ჩამოპინონ. შემდეგ ეს თემა იძირება და პრაქტიკულად უქმდება. არადა არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი რამოდენიმე თვის შემდეგაც უპოვნიათ ან თავშესაფარში, ან ვინმე პიროვნებასთან.
ასე, რომ მიმაჩნია ეს თემა იყოს, თანაც მნიშვნელოვან თემებში, ვისაც დაეკარგება ან ვინც იპოვნის ცხოველებს განათავსოს ინფორმაცია ამ თემაში, პრაქტიკულად ინფორმაციები აღარ დაიკარგება და ჩვენთვისაც ადვილი იქნება დაკარგული ცხოველის მოძიება.
გარდა ამისა, ამ თემაში საუბარი იქნება, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ, რომ დაკარგვის შემთხვევაში ადვილად მოიძებნოს ცხოველი და სად. აგრეთვე კანონებზე, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.
პატივცემული მოდერატორებო!
თუ მეთანხმებით ამ საკითხში, გთხოვთ თემა აპინოთ მნიშვნელოვან თემებში და ყველა თემა, კონკრეტული დაკარგული და ნაპოვნი ცხოველის შესახებ შეუერთოთ ამ თემას.
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"
http://www.gspsa.org.ge/ * * *
ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში:
მიაკითხეთ თბილისში არსებულ ძაღლების თავშესაფრებს:
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"
ცხოველთა თავშესაფარი -
http://www.gspsa.org.ge/info@gspsa.org.ge
თამაზ ელიზბარიშვილის ძაღლების თავშესაფარი
http://www.doghome.ge/ * * *
ასევე, დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია ვეტერინარულ კლინიკებსა და საპატრულო პოლიციას.
* * *
ცხოველის მოპარვის შემთხვევაში დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას.
* * *
ნაპოვნია:
გერმანული ნაგაზი, ხვადი, შეფერილობა - შავი, ასაკი - დაახლოებით 4 წლის, ხასიათი - თვინიერი, დამჯერე.
პირობითი სახელი "სიმბა"
ნაპოვნია 2009 წლის შემოდგომაზე დიღმის რაიონში.
ადგილსამყოფელი - GSPSA -ს თავშესაფარი info@gspsa.org.ge
* * *
ნაპოვნია:
კოკერსპანიელი, ძუ, ასაკი - დაახლოებით 7 წლის, ხასიათი თვინიერი, მარჯვენა ყურის კიდე აქვს ჩამოხეული, თვალებზე ჰქონდა ხორცმეტები და გავუკეთეთ ოპერაცია.
პირობითი სახელი "ლულუ"
ნაპოვნია 2009 წლის ზაფხულში დიღმის რაიონში.
ადგილსამყოფელი - GSPSA -ს თავშესაფარი info@gspsa.org.ge
This post has been edited by Ralf on 2 Feb 2010, 23:08