მეგობრებო რჩევა მჭირდება, როგორ მოვიქცე, ჩემს ახლობლებს სახლი დაეწვათ, რომ იტყვიან რაც ზედ ემოსათ ის გადაურჩათ. შეიძლება ასეთი შემთხვევა ხშირადაა და სამწუხაროა, მაგრამ ამ ოჯახის ამბავი მგონია მართლაც გამორჩეული უნდა იყოს: ოჯახში 9 ადამიანი ცხოვრობდა, ქმარი, ცოლი, მათი ექვსი არასრულწლოვანი (უფროსი 13 წლის და ყველაზე უმცროსი 4 თვის) შვილი და ნინო ბებო, სოფელი მდებარეობს დუშეთის რაიონში, ხადის ხეობის ყველაზე ზემოთ მდებარე სოფელია, წკერე ქვია, აი უკვე მეორე დღეა ასეთ დღეში არიან, ვცდილობ მივაწოდო რაც შემიძლია, მაგრამ ბევრ რამეზე უძლური ვარ, მირჩიეთ რაიმე როგორ გავაპიარო, იქნება გამოჩნდეს ვინმე ხვთისნიერი და დაეხმაროთ.
მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ამ ოჯახზე 2012 წელს სტატიაც გამოაქვეყნა,
რეპორტაჟი ხადას ხეობიდან ამ ექვსი შვილიდან ბოლო სამი ერეკლე, დავითი და ქეთევანი პატრიარქის მონათლულები არიან
მირჩიეთ რაიმე, გთხოვთ