დედა, რომელიც შვილებისთვის სისხლისგან იცლება
30-03-2013
ბოლო დროს ბლოგის წერას მაშინ ვიწყებ, როდესაც ხასიათი წამიხდება ხოლმე. ცოტა ხნის წინ თბილისელი მრავალშვილიანი დედის თამუნა ბიძინაშვილის ამბავმა შემძრა და ვერ მოვისვენე რომ არ ამომეგმინა სათქმელი. თამუნამ ნაბოლარა ტყუპები ორიოდე თვის წინ გაააჩინა, ბავშვები ლუკა და ნინი უდღეურები დაიბადნენ და გარკვეული დროით მოუწიათ საავადმყოფიოში დარჩენა. როდესაც შინ წამოყვანის დრო დადგა, დედა სასაწორაკვეთაში ჩავარდა, რადგან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ძუძუში რძე არ აქვს, რომ შვილები გამოკვებოს. არც ფული აქვს, რომ საჭმელი იყიდოს. ნაბოლარა ტყუპების გარდა ექვსი შვილი ჰყავს სარჩენი და მათგან ორი ასევე ტყუპები ჯერ სულ რაღაც ორი წლისანი არიან. ბავშვებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, თამუნას ქმარი ავტოავარიაში მოხვედრის შემდეგ უმუშევარია და ოჯახს სიღარიბის დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. მოკლედ, ფული რომ არ ჰქონდათ ჩვილებისთვის საჭმლის საყიდლად, ისევ დედამ მოძებნა გამოსავალი, წავიდა სისხლის გადასხმის სადგურში და ისედაც გემაგლობინდავარდნილმა, ახალმა ნამშობიარევმა სისხლი ჩააბარა, 30 ლარი აიღო და ჩვილებს საკვები უყიდა. ისიც რა, რამდენ ხანს ეყოფათ?
სახლი, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, პირობითად სახლია. სახელდახელოდ შეკრული, ორ ოთახიანი ფიცრული, სადაც საოცარი პეწით არის მილაგებული მცირე ავაჯი და ყველაფერს დიასახლისის გამრჯე ხელი ეტყობა.
შემძრა ამ ქალმა, მისმა მოთმინების უნარმა და საოცარმა სიმშვიდემ. ახალგაზრდაა, მაგრამ ეტყობა ჯანი შერყეული აქვს, გაფუჭებული კბილები, დახეთქილი ტუჩის კუთხეები, ფერმკრთალი სახე ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დედას, რომელიც მზად არის შვილებისთვის სისხლისგან დაიცალოს, ძალიან უჭირს და მიშველება სჭირდება. დიახ, გვერდში დგომა სჭირდება დედას, რომელიც სიყვარულით ამბობს შვილების სახელებს და გული ტკივა, რომ ერთი დედასთან ჰყავს მიბარებული, ორიც ბავშვთა სახლმა ვიღაც ოჯახებს წაუყვანა მოსავლელადო... იმ უცხო ოჯახებს რომ არ უხადონ 900 ლარი, მე მომცენ ამ თანხის ნახევარი და თვითონ მივხედავ შვილებსო, _ წუხს თამუნა. მართლაც, რა სიმახინჯეა, ვინ მოგიონა ეს? თუ დედას შეუძლია შვილების მოვლა, თუ მის მზრუნველობას წუნს ვერ აუღებ და თუ მათ ოჯახურ იდილიას მხოლოდ ფული აკლია, მიეცი სახელმწიფოვ ფული დედას და მიხედოს შვილებს, რომლისთვისაც სისხლისგან იცლება. არ დაიღალე სახელმწიფოვ ამდენი მახინჯი კანონით? არ დაიღალე ამდენი უსულგულო გადაწყვეტილებით, ამდენი უთავბოლო, ხელოვნურად გამოწვეული პრობლემით? ან თუ ამ ყველაფრის მოგვარება არ შეგიძლია, რაღად გქვია სახელმწიფო? დავირქვათ ერთი დიდი სოფელი და ისე, როგორც ოდესღაც, თემური წყობილებიდან მოყოლებული სოფლებში ხდებოდა, გვეცოდინებ,ა რომ ადამიანები ერთმანეთის დახმარების იმედზე უნდა ვიყოთ, რომ აზრი არ აქვს, სახელმწიფოს სამართავად ჯგუფის, გუნდის, თუ რაზმეულის დაქირავებას. თუ ეს გუნდი, რაზმეული და ჯგუფი ვერაფერს აკეთებს და მაინც ჩვენი საფიქრალია ვის როგორ დავეხმაროთ, რა გამოდის? ორმაგად უაზროდ ვიხარჯებით? რატომღა უნდა გადავყაროთ ფული სახელმწიფოს სამართავად დაქირავებულ გუნდში, ჯგუფში თუ რაზმეულში? ხომ სჯობს ამ ფულით შევქმნათ რაღაც ფონდი სოფლურად და ვისაც გაუჭირდება, ვუშველოთ.
მოკლედ, ”ჯიპას” სტუდენტების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ვნახე თამუნა ბიძინაშვილის ოჯახის შესახებ და გული დამეწვა. ჯერ პირადადაც არ შევხვედრივარ, მაგრამ მგონია, რომ ზუსტად ვიცი რა სევდაც აქვს თვალებში.
ცოტა ხნის წინ პატარა გოგიტა აბაშიძის სიკვდილის გამო ლამის ფეხზე დადგა სრულიად საქართველ, ეს რა დაგვემართა, ბავშვი შიმშილით მოგვიკვდა, თითოეული ქართველის სირცხვილია ეს ამბავიო. აგერ ბატონებო და ქალბატონებო ბიძინაშვილების 8 სულიანი ოჯახი, კეთილი და ალალი ხალხით, რომელთაც ბედნიერებას შვილების ყოლა ანიჭებთ. რა ქნან, ფული არ აქვთ, მაგრამ შვილები ახარებთ და ესეც არ ჰყავდეთ? მოვიფიქროთ რამე, დავუდგეთ გვერდით მათ. თითო ბავშვზე ათ-ათმა კაცმა რომ ავიღოთ მეურვეობის პასუხისმგებლობა, თვეში თითოეულმა 5 ლარიც რომ გავიღოთ მათ სახელზე, ბიძინაშვილების შვილები უმტკივნეულოდ დაიზრდებიან და რაც ყველაზე მთავარია ეცოდინებათ, რომ მხოლოდ საკუთარი ოჯახის კი არა, თითოეული გამზრდელის მიმართ იქნებიან პასუხისმგებელნი რომ კარგები დაიზარდნონ და მომავალში სხვისი ბედნიერებისთვის იზრუნონ.
ვიმედოვნებ, რაღაცას შეუძლებელს და წარმოუდგენელს არ ვამბობ და თუ მოვინდომებთ, მართლა შევცვლით სამყაროს თუ არა, ჩვენს გაუკუღმართებულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, რომელმაც დღემდე ბევრი შეცდომა დაუშვა და ტყუილად არაფრისთვის კვება სახელმწიფოს მმართველების სახელით დაქირავებული სხვადასხვა ან წლების განმავლობაში მობოგინე ერთი და იგივე ჯგუფი, გუნდი თუ რაზმეული. დავეხმაროთ თამუნას, დედას, რომელსაც ძუძუ გაუშრა უსახსრობისგან და იძულებულია შვილების გამოსაკვებად სისხლი გაიღოს, ნუ მივცემთ თავს უფლებას, რომ 8 შვილი დაობლდეს.
სტუდენტმა კოლეგებმა შემატყობინეს, რომ ბიძინაშვილების ოჯახი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: დელისის 3 ქუჩა, 24-ე კორპუსის (დევნილთა საერთო საცხოვრებლის უკან) . გათენებამდე ვერ მოვითმინე, რომ არ მეთქვა, სანამ პირადად ვნახავდი, ვერ შევიკავე თავი, რომ არ მეთქვა, იქნებ ყველამ ერთად გადავარჩინოთ და აქედანვე დავიწყოთ ზრუნვა.
http://www.kvirispalitra.ge/hekates-blogi/...leba.html?add=1არა, არც ამატ ვხედავ გაჭირვებული კაცის დამხმარედ მაინცდამაინც
ვგონებ გადავშენდებიტ ასე ტუ ვიმატეთ და მომატებულები კიდევ ტუ შიმშილით დავხოცეტ, სად არის შველა, საად?
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა