#37941774 · 9 Sep 2013, 15:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
theodous მცირე აზიის ბერძნული კოლონიზაცია იწყება ძალიან შორეულ დროში,ფაქტიურად იმ პერიოდიდან როდესაც თავად ბალკანეთის ნ.კ.იც არ ჰქონდათ ელინურ ტომებს ათვისებული.ძვ.წ.16-13 სს-ში მცირე აზიაში არსებობდა ხეთების უძლიერესი იმპერია,რომლის არქივებშიც ვხვდებით პირველ ცნობებს ბერძენ აქაველებზე ("ახაივაშუ").ახეელთა სახელმწიფოს ხეთებთან ცვალებადი ურთიერთობა ჰქონდა,იყო დრო როდესაც ახეელთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს ხეთ მეფეებთან პირადი მეგობრობაც აკავშირებდათ,მაგრამ ხეთების დასუსტებასთან ერთად ახეელთა ექსპანსია მცირე აზიის ნ.კ.ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ინტენსიურ ხასიათს ატარებდა.წყაროებიდან ვიცით,რომ განს.გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა ქ.მილავანდას დაუფლებისთვის.ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ ბერძნებმა საბოლოოდ მოახერხეს ამ რეგიონის ხელში ჩაგდება,ქ.მილავანდა იქცა სახელგანთქმულ ბერძნულ ქალაქ მილეტად ხოლო მთელ რეგიონს იონია ეწოდა (იონიელთა ბერძნული ტომის მიხედვით). ახეელები ასევე აქტიურობდნენ ნ.კ-ის ჩრდ.დას.ნაწილში სადაც მდებარეობდა ხეთების ვასალური სახელმწიფო-ვილუსა, ცენტრით ქალაქ ტარუისაში,როგორც მიხვდი საუბარი მიდის ლეგენდარულ ილიონ-ტროაზე.ხეთურმა წყაროებმა ფაქტიურად დაადასტურეს ტროას ომისა და ზოგიერთი პერსონაჟის რელურობაც კი,მაგლითად ხეთი მეფის მუვათალის დროს ვილუსაში მეფედ იჯდა-ალაკსანდუ (ბერძნული გადმოცემით ალექსანდრე პარისი). მოკლედ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ამ თემაზე
|