გეთანხმებით, მე ავღნიშნე კიდევაც, რომ ჩვენთან არ არის ეს კულტურა საუბედუროდ. ევროპელობას ძალით ვიბრალებთ. აბა, გადავხედოთ რას ვამსგავსებთ დილით დასუფთავებულ ქუჩებს? რას გავს ჩვენი სახლების წინ მოწყობილი პარკები? ჩვენ ჯერ ბოთლებით , მზესუმზირის ნარჩენებით ავავსებთ ირგვლივ ყველაფერს და მშვიდად ვასეირნებთ ბავშვებს
საუბედუროდ ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს. კიდე მეტად მაოცებს , როდესაც პარკებში ძროხები სეირნობენ ირგვლივ ნორჩ ნარგავებს ანადგურებენ და ყველაფერს ამას მშვიდად შესცქერიან ... "ნუ რა ჩემი საქმეა"-ს პოზიციიდან.
ხოლო რაც შეეხება ძველ გადმონაშთს, ცუდი რა იქნება იმაში, თუ თუნდაც წელიწადში ერთხელ ჩვენივე ეზოს ,სადაც ჩვენივე ბავშვები დარბიან , დავასუფთავებთ ჩვენივე დაყრილი ნაგავისაგან.
არ თქვას ახლა ვინმემ, რომ ვისაც ევალება იმან გააკეთოსო.
ჩვენ სანამ კულტურას ვერ ვისწავლთ, მხოლოდ ძახილი "ევროპელები" ვართ არ გაგვხდის ევროპელებად.