”ნაციონალური” მმართველობაც მშვენივრად ირგებდა არადამოუკიდებელ სასამართლოს და ეს ხელისუფლებაც. ის რეალობა, რაც პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში იყო, ახალმა ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა. აშკარაა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური დაკვეთის მსხვერპლია.
- ის, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო წვერებიანი და ანაფორიანი მღვდლების ძალადობის აღკვეთა. შეგახსნებთ, რომ 17 მაისს ეკლესიას შეფარებული კრიმინალები დარბოდნენ, იგინებოდნენ და ხალხს ჩაქოლვისკენ მოუწოდებდნენ. ხელისუფლება ამ ადამიანების სათანადოდ დასჯას ვერ ახერხებს, რადგან ეკლესიის ეშინია. ამიტომ ადგა და საქმის ჩასაფარცხავად ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიჭირა. საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანებზე აქამდე გამოძიება მიმდინარეობდა არასერიოზულია.
http://www.kvirispalitra.ge/politic/17240-...-daitcires.html