ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ შპს "ბორანგ მოანინგის" ყოფილი მუშები აქციას მართავენ სახელწოდებით - "არა, მონობას ვითხოვთ შრომას! დაგვიბრუნეთ კუთვნილი ანაზღაურება!"
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ავტობანზე, დასაქმებული 70-მდე მუშა სამსახურიდან იმ მოტივით დაითხოვეს, რომ დაგვიანებული ხელფასების დარიგება მოითხოვეს.
აქციაში მონაწილე მანუჩარ ქარსელაძის განცხადებით, მარტის თვის ხელფასი აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოითხოვეს, თუმცა პასუხად პროექტის მენეჯერისგან სამსახურიდან გათავისუფლება მიიღეს.
"ხელფასის მოთხოვნის გამო გამოგვიშვეს სამსახურიდან. ვითხოვთ ხელფასების დარიგებას. ყოველ თვეში აგვიანებდნენ მოცემას და ახლა მგონი საერთოდ არ გვაძლევენ. დაგვიბრუნეთ ჩვენი კუთვნილი ანაზღაურება", - ამბობს შპს "ბორანგ მოანინიგის" ყოფილი თნამშრომელი მანუჩარ ქარსელაძე.
აქციაში მონაწილეთა განცხადებით, თუ კომპანია არ დააკმაყოფილებს მუშების მოთხოვნას და ხელფასებს დროულად არ დაარიგებს, აქციებს გააგრძელებენ. მათივე თქმით, ისინი გააჩერებენ ობიექტის მუშაობას, თუნდაც ამისთვის გზების გადაკეტვა დასჭირდეთ.
http://www.ivote.ge/siakhleebi/akhali-ambe...html?lang=ka-GE
ქრისტე რომ დაბრუნდეს ესენი იმის ქადაგების მოსასმენად ბილეთებს გაყიდიან © cannabis
პატრიარქს არ აგინოთ, თორემ დანა მუცელში © vtbgeorgia2