/// კვირას! 12 მაისს! 12 საათზე! რუსთავის ავტოდრომზე!
BMW Club Georgia აწყობს 3 ეტაპიანი დრაგის პირველ ღონისძიებას!(შეიძლება 2 ღონისძიება ჩატარდეს 1/4 მილი და 1 ღონისძიება 1/2 მილი - მხოლოდ მთავრობაზეა დამოკიდებული)
საქართველოს და ჩვენი მეზობლების უსწრაფესი ავტომობილები ერთ ადგილას!
დრაგის გვერდი საქართველოში:
Georgian Drag Racing Seriesღონისძიების FB ბმული:
EVENT LINKბილეთის ღირებულება კაცზე – 5 ლარი. (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პრო-ფოტოგრაფების და ტელევიზიის აკრედიტაცია ადგილზე: 598 33 88 77 ნიკა.
დუელები იქნება ქრონომეტრაჟის (დროის ათვლის) სისტემით.
პირველად საქართველოში დროები გვექნება ტაბლოზე!
დროებთან ერთად მონიტორზე იქნება LIVE კამერა სტარტიდან!
4 საათიდან შესვენებებზე შევეცდებით ჩავრთოთ Formula 1 ესპანეთიდან!
დრაგი გადაღებული და დამონტაჟებული იქნება კლასებად, ანუ ყველა დადგომის ვიდეო დაიდება!
კლასები იყოფა შემდეგნაირად:A) 0 - 2500cc (RWD+FWD)
B) 2501cc - 3500cc (RWD+FWD)
C) 3501cc - 4400cc (RWD+FWD)
D) RWD+FWD Absolut
E) AWD Absolut
კოეფიციენტები:
VTEC, ///M (გარდა ამერიკული E36-ისა), Compressor, Rotary - 1.3 / Turbo - 1.8
RWD - უკანა ამძრავი ავტომობილი / FWD – წინაამძრავი ავტომობილი / AWD - 4x4
აქვე მონაწილეებისთვის დავწერთ სეზონის გამარჯვებულთათვის პრიზებს, რაც გვაქვს და რაც დაემატა!
▪ ყველა მონაწილედან 20 ლარი გადადის კლასის საპრიზო ფონდში.
▪ აბსოლუტ კლასის გამარჯვებულებს - მედალი, დიპლომი, (1500 ლარის ღირებულების) Samsung Galaxy S4-ები. (ან სურვილისამებრ 1000 - 1000 ლარი).
▪ 1ლ ადგილზე გასულებს - (B და C კლასებში) მედალი, დიპლომი, 500-500 ლარი + საპრიზო ფონდის 30%.
▪ მე2 ადგილზე გასულებს - (B, C, D და E კლასებში) მედალი, დიპლომი, ENEOS SUSTINA 0w50 - სპორტული ზეთის 1 წლიანი უფასო შეცვლის ვაუჩერი (მაქს 4-ჯერ) + საპრიზო ფონდის 20%.
▪ მე3 ადგილზე გასულებს - (B, C, D და E კლასებში) მედალი, დიპლომი, 250 ლარიანი ვაუჩერები (PremiX-ში) + საპრიზო ფონდი.
▪ A კლასის პრიზიორები მიიღებენ დიპლომებს, მედლებს და საპრიზო ფონდს პროპორციით 50% /30% /20%
▪ ნებისმიერი BMW E36 (Siemens-ის კომპით), რომელიც გავა საპრიზო ადგილზე კომპ-ტუნინგის ფირმა MMT-სგან მიიღებს უფასო "ნასტროიკის" მომსახურებას.
▪ A, B, C და D კლასების გამარჯვებულთათვის - უფასო დინო-ტესტი! გურიჩასგან და ფირმა EME-სგან!
▪▪▪ პრიზები ნელნელა ემატება და საბოლოო ჯამში ძალიან შთამბეჭდავი და თქვენთვის დიდი სტიმული იქნება!განლაგება ავტოდრომზე:

[b]სპონსორობით ან პრიზების დაწესებით დაინტერესებული ფირმებისთვის:ღონისძიების სარეკლამო სივრცე:
▪ GDS-ზე 1 კვირის განმავლობაში იტრიალებს ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
▪ ექსკლუზიურად GDS და სხვა ტელევიზიები გააშუქებენ ამ ღონისძიებას.
▪ ინტერნეტ სივრცეში Facebook-ზე 500 000 ადამიანის კედელზე დაიდება ღონისძიების ინფო თუ მედია მასალა.
▪ მთელს თბილისში BCG-ს კოლონით და ლამაზი გოგონებით დარიგდება 20 000-მდე ფლაერი ღონისძიების ინფოთი.
▪ დრაგის დროს შესაძლებლობა გექნებათ შეფუთოთ ღონისძიება თქვენი სტილისტიკით ან მოაწყოთ სარეკლამო აქციები.
▪ MyVideo.ge-ს მთავარ გვერდზე პრომოში (დიდად) დაიდება ჩვენი ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
▪ ყველა კინოთეატრში, ყველა სეანსის წინ 1 კვირის განმავლობაში იტრიალებს ჩვენი ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
მონაწილეთათვის აუცილებელი საკითხავი!რეგისტრაციის ადგილი, ღირებულება და პირობები: რეგისტრაცია შაბათს: 19:00-20:00 რესპუბლიკურის პარკინგზე - 70 ლარი,
კვირას (უკვე დაგვიანებული) ავტოდრომზე 11:00-მდე - 100 ლარი.
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა, ხოლო 1 კაცს 2 მანქანით მხოლოდ სხვადასხვა კლასში შეუძლია!
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არაა ადგილზე თითოეულის მოსვლა - ანუ რეგიონებიდან გამომსვლელებმა (და ქალაქელებმაც) შეგიძლიათ გამოატანოთ თანხა და ჩააწერინოთ მართვის მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, მანქანის მოდელი, სახ. ნომერი და კუბატურა. სპეციალურადაა გაზრდილი თანხა და გაიოლებული რეგისტრაცია, რომ შაბათს დავაწყოთ სია და მოვამზადოთ ტაბლოსთვის.
აკრძალულია:
1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა. (გარდა არდატევისა)
2) შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
3) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
დანარჩენ დეტალურ ტექნიკურ რეგლამენტს ადგილზე რეგისტრაციისას მიიღებთ...
შესასვლელი და მანქანების სტარტის მიმდებარე ტერიტორიის განლაგება: სქემა #1
რეგისტრაციისას იღებთ სასტარტო ნომერს (მაგ.: C15, რაც ნიშნავს C კლასში მე15 ნომერს), რომელსაც
აკრავთ მარცხენა მხარეს – უკანა შუშაზე, ანუ მძღოლის შუშის უკან.
ასევე იღებთ მწვანე და ყვითელი ფერის სამაჯურებს – მწვანეს იკეთებთ თქვენ, ყვითელს კი – მექანიკი.
(სარეგისტრაციო ნომრის ან სამაჯურების დაკარგვისას აცხადებთ სარეგისტრაციო ოთახში, ჯარიმდებით 20 ლარით და იღებთ ახალს)
11:00–მდე – (დაგვიანებული) რეგისტრაცია.
11:30–მდე – ავტომობილების დაწყობა კლასების მიხედვით და მომზადება შეჯიბრისთვის.
12:00–მდე – ტექ.კომისია და მოკლე ბრიფინგი, რის შემდეგაც იწყება მზადება სარბოლო მონაკვეთზე გასასვლელად.მძღოლისთვის დაწესებული მოთხოვნების სანახავად იხილეთ სპოილერი!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უსაფრთხოების ზოგადი წესები1. რბოლის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა სასტიკად აკრძალულია, თუ ეს უკანასკნელი უსაფრთხოების მიზნით აუცილებლობას არ მოთხოვს.
2. რბოლისა და ვარჯიშის დროს ავტომობილებმა უნდა იმოძრაონ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სარბოლო ზოლზე, სტარტიდან ფინიში მიმართულებით.
3. თუ შეჯიბრის დროს, ავტომობილი რიგი მიზეზების გამო გაჩერდა და მძღოლს არ შეუძლია მისი გაყვანა საფრთხის ზონიდან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს ავტომობილი და გავიდეს ჯებირს მიღმა.
4. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ავტომობილზე შესაძლებელია მხოლოდ, ასეთი სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. კონკრეტულ შემთხვევაში – პადოკში.
5. აკრძალულია კუზაოს ელემენტების მოხსნა დამსუბუქების მიზნით (გარდა შემთხვევებისა როდესაც ფიზიკურად არ ეტევა კუთვნილ ადგილზე).
6. აუცილებელია რბოლის დროს ღვედის შეკვრა და გვერდითა მინების აწევა. აკუმულატორი უნდა იყოს დამაგრებული.
7. აკრძალულია მინების მაგივრად სკოჩის გამოყენება. მინის ჩანაცვლება შეიძლება გამჭვირვალე პლასტიკატებით.
8. არავის არ აქვს უფლება მიეკაროს სარბოლო ბილიკზე გაჩერებულ ავტომობილს გარდა იმ სამსახურებისა რომელთაც ევალებათ ექსტრემალური ევაკუაცია.
9. რბოლის მიმდინარეობის დროს ავტომობილის ძრავის დაქოქვა შეიძლება მხოლოდ იმ საშუალებებით რომელიც განთავსებულია ავტომობილში, გამონაკლისი დასაშვებია ავტომობილის პადოკში ყოფნის დროს სადაც დასაშვებია გარე დაქოქვის მოწყობილობების გამოყენება.
10. როდესაც ავტომობილი იმყოფება წინასასტარტო ზონაში და მძღოლი ვერ ქოქავს ავტომობილს 2 წუთის განმავლობაში, მას კონკრეტული (მოცემული) გარბენი ჩაეთვლება წაგებად.
11. დაფინიშების შემდეგ მონაწილე რომელიც ბრუნდება პადოკში, მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ.სთ–ს, ამ პირობის დარღვევისას, მძღოლის შედეგი ანულირებული იქნება და განმეორების შემთხვევაში მოხდება დისკვალიფიკაცია.
12. თუ მონაწილის ავტომობილს ვარჯიშის ან/და რბოლის დროს წარმოექმნა რაიმე ტექნიკური პრობლემა და ვერ აგრძელებს გარბენს, მაგრამ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სარბოლო ბილიკი ყველაზე უსაფრთხო გზით.
13. თუ მძღოლი გახდა ავტოკატასტროფის მონაწილე, მას არ აქვს უფლება დატოვოს ავტოდრომი ორგანიზატორის თანხმობის გარეშე.
14. ორგანიზატორი ვალდებულია შეაჩეროს შეჯიბრი (პრაქტიკა, მოთელვა, კვალიფიკაცია და ა.შ.) ნებისმიერი ექსტრემალური შემთხვევის დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს, ამ დროს შუქნიშნებზე ინთება წითელი შუქი ასევე ყველა მსაჯი რომელიც მხედველობის არეში იმყოფება წევს წითელ ალამს რაც იმისი მანიშნებელია რომ მძღოლებმა უნდა დააგდონ სიჩქარე მაქს 50 კმ. სთ–მდე და მზად უნდა იყვნენ დაუყოვნებელი გაჩერებისათვის.
15. გარბენის დროს ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის დროს მძღოლი ვალდებუილა გადავიდეს დრაგ–ზოლიდან რათა აიცილოს თავიდან ზეთის ან სხვადასხვა სითხის დაღვრა სარბოლო ზონაში.
16. აუცილებლად უნდა გეხუროთ ჩაფხუტი, რომელიც უფასოდ მოგეცემათ ან შეგიძლიათ იქონიოთ თქვენი.
წინასასტარტო ზონა . სტარტის პროცედურა. (სქემა #1 & 2)
1. მსაჯების ნიშანზე, მონაწილე ვალდებულია 2 წუთის განმავლობაში შეიყვანოს ავტომობილი წაინასასტარტო ზონაში.
2. მსაჯების ნებართვის გარეშე მონაწილეს ეკრძალება სტარტის ზონაში შესვლა. მანამდე ავტომობილი უნდა იყოს უძრავად. წინასასტარტო ზონაში მექანიკოსებს ეკრძალებათ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება ავტომობილზე.
3. მსაჯების ნიშანზე წინასასტარტო ზონაში მყოფი მონაწილეები (ავტომობილები) მიდიან სტარტის ზონაში სადაც დაიშვება საბურავების გაცხელება, ავტომობილის მომზადების და საბურავების გაცხელების პროცედურა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ამ დროს სტარტის ხაზის გადაკვეთა დასაშვებია.
4. კონკრეტული გარბენის შეყოვნების ან გადადების შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს ნებისმიერი მოძრაობა და დაელოდოს მსაჯების შემდგომ მითითებებს.
5. შეჯიბრის ფინალური ეტაპების დროს, იმ მონაწილეს რომელსაც კვალიფიკაციის შედეგებით უმჯობესი შედეგი აქვს უფლება ეძლევა აირჩიოს სარბოლო ზოლი.
6. ორივე ავტომობილის გაფუჭებისას, შემდეგ ეტაპზე გადადის წინა ეტაპზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
ჩემპიონატის სისტემა.პირველ ეტაპზე მრბოლელები ანხორციელებთ 2 სტარტს კონკურენტთან ერთად, სადაც
არანაირი აზრი არ აქვს გაასწრებთ თუ არა დუელში მყოფ ავტომობილს...
პირველი ეტაპის დასრულებისას საუკეთესო დროის მქონე მრბოლელები გადავლენ მეორე, დუელების ეტაპზე შემდეგი რაოდენობის მიხედვით:
4 ავტომობილი (5–დან 10–ის ჩათვლით ოდენობისას)
8 ავტომობილი (11–დან 20–ის ჩათვლით ოდენობისას)
16 ავტომობილი (21–დან 40–ის ჩათვლით ოდენობისას)
ეს სისტემა გამორიცხავს არგამართლების გამო ძლიერთან შეხვედრას და ისე ლაგდება სქემა, რომ ფინალებისკენ უფრო და უფრო ძლიერი ავტომობილები ხვდებიან ერთმანეთს! რაც ასევე გამორიცხავს 2 უძლიერესი ავტომობილიდან ერთერთის დასაწყისშივე გამოვარდნას!
ასე რომ ყველაფერი თქვენზე და თქვენი მხეცის გამართულობაზეა!
ფალსტარტი.1. კვალიფიკაციის დროს როდესაც ერთი მონაწილე აკეთებს ფალსტარტს, მეორე მონაწილე ვალდებულია განაგრძოს მოძრაობა და დაასრულოს (დააფინიშოს) იგი, მისთვის ამ გარბენის რეზულტატი ჩაითვლება.
2. მონაწილე რომელმაც გააკეთა ფალსტარტი, ანელებს მოძრაობას და დადგენილი წესით და მარშრუტით (მე2 წაგების შემთხვევაში) ბრუნდება რიგის ბოლოში ან სასტარტო ზოლთან (1ლი გარბენის შემთხვევაში).
3. გარბენის დროს როდესაც ორივე მძღოლი აკეთებს ფალსტარტს ასეთ შემთხვევაში მათ (ორივეს) ეთვლებათ წაგებად. 2:2–ის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადადის – წინა ეტაპზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
4. როდესაც ფალსტარტი კეთდება ფინალებში ორივე მძღოლისგან – ინიშნება განმეორებითი გარბენი სტარტის ყველა პროცედურის დაცვით.
ტრასაზე მოძრაობა. სქემა #3[/b]

1. სტარტის ბრძანების შემდეგ ავტომობილები იწყებენ მოძრაობას აჩქარებით სწორხაზოვან ურთიერთ პარალელური მიმართულებით ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე.
2. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდგომ, ავტომობილები ანელებენ მოძრაობას და ბრუნდებიან პადოკში ამ დროს მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ–სთ.
3. ქრონომეტრაჟის უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია სარბოლო მონაკვეთზე საპირისპირო მხარეს გადასვლა, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს დროის ათვლის სისტემა, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება წესების დამრღვევს. გარდა ამისა სარბოლო ზოლის გადაკვეთა ჯარიმდება 1/2 სასტარტო შენატანით.
4. ქრონომეტრაჟის სისტემის დაზიანების შემთხვევაში დრაგი გრძელდება ფინიშის პირველი გადამკვეთის პრინციპით.
5. მრბოლელი, რომელიც უარს იტყვის ქრონომეტრაჟის სისტემის გარეშე რბოლაზე – (სასტარტო შენატანის გადახდის ჩეკის წარდგენისას) დაუბრუნდება თანხა.
M3_CSL