I love chris 
სალათებს დაგიწერ,ყველაზე მარტივად მოსამზადებლებს და თან სუფრას გაგილამაზ-გაგიგემრიელებს.
1.კრაბის სალათი: იყიდე გაყინული კრაბის ჩხირები,დაჭერი კუბიკებად,დაუმატე მოხარშული სიმინდი (სიმინდის კონსერვი),კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი,ნახევარი ჭიქა მოხარშული ბრინჯი,მაიონეზი და მარილი.
2. ოლივიე: მოხარშე კარტოფილი,კვერცხი,სტაფილო,დაჭერი კუბიკებად,დაუმატე ასევე კუბიკებად დაჭრილი კიტრის მწნილი,გაროხი,მწვანე ხახვი,მაიონეზი და მარილი.
3.ქათმის სალათი: იყიდე ქათმის ფილე,მოხარშე(ხარშვის დროს ჩანგლით შეამოწმე,ძალიანაც არ ჩახარშო,მერე დაწეწე ხელით (ან ბლენდერში 1 წუთი უნდა) დაუმატე დაჭრილი წითელი და მწვანე ბ
ბულგარული,პატარა კუბიკებად დაჭრილი ცოცხალი(ახალი) კიტრი,გაუკეთე მაიონეზი და მარილი.
4.მაკარონის სალათი:მოხარშე მაკარონი მდუღარე მარილიან წყალში,გადაწურე,გააცივე,დაუმატე ხახვთან ერთად მოშუშული სოკოს კონსერვილი (ან თუ სოკო არ გიყვარს შეგიძლია სიმინდის კონსერვი გაუკეთო პირდაპირ) დაუმატე დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული (2 წითელი და 2 მწვანე) დაუმატე მაიონეზი და მარილი.
სამივე სალათი ძალიან მარტივად მოსამზადებელი და გემრიელია.
ასევე შეგიძლია გააკეთო ბადრიჯანი ნიგვზით ან მაიონეზით (რომელიც უფრო გიყვარს).იყიდე ბადრიჯანი დაჭერი მთელს სიგრძეზე,ფენებად,უუკანა მთლიანი სიშავეები აათალე,მოაყარე მარილი და
გააჩერე 10-15 წუთი,მერე გადაავლე წყალი და შეწვი ბევრ ზეთში.თუ ნიგვზით გინდა გაატარე ნიგოზი (ან უფრო მატივია დააბლენდერე) დაუმატე მარილი,ხმელი ქინძი (1 ჩაის კოვზი),წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით,1-2 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი),და ძმარი (1 სუფრის კოვზი).ეს მასა წაუსვი ბადრიჯანს და გადაკეცე.
ფარშად ნიგვზის მაგივრად შეგიძლია წაუსვა ნივრიანი მაიონეზი (მაიონეზში გაურიე 2-3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი) ეს მაიონეზიანი ვერსია უფრო ადვილია.
კიდევ სოკოს კუჭმაჭიც ადვილი მოსამზადებელია,იყიდე სოკოს კონსერვი,მოთუშე ხახვთან ერთად.კარგად რომ მოშუშავ მერე დაუმატე 3-4 სუფრის კოვზი გატარებული ან დაბლენდერებული ნიგოზი (უნიგვზოდაც შეიძლება) დაუმატე ქონდარი (აუცილებლად),ხმელი ქინძი,შავი პილპილი და მარილი. (ოღონდ იცოდე რომ ძალიან ცოტა გამოდის და უცებ იჭმევა ძალიან

)
კიდევ თუ გამახსენდა რამე მარტივად მოსამზადებელი დაგიწერ.ხო კიდევ,კიტრი-პომიდვრის სალათი გააკეთე.ასევე მოხარშული კვერცხი მაიონეზის სოუსში,საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და ბაჟესავითაა

დაგიწერ ამის რეცეპტსაც: მოხარშე კვერცხები კარგად,გაფცქვნის მერე გაჭერი შუაზე (ჯობია თუ სიგრძეზე გაჭრი) და ამოაცალე გულები.ეს გულები დაყარე ტაფაზე და მოშუშე ცოტა ზეთში მარილთან,უცხო სუნელთან,ძალიან წვრილად (დაქუცმაცებულ) ხახვთან და შავ პილპილთან ერთად (დიდხანს არ უნდა შუშვა ჯერ ხახვი მოშუშე და მერე დააყარე ეს მასა,მერე უკვე 5-10 წუთიც ეყოფა) მოშუშული მასა ჩაუდე მოხარშულ კვერცხის ცილებს გულის მაგივრად და ცალკე გააკეთე მაიონეზის სოუსი: მაიონეზს დაუმატე წყალი (1 მაიონეზს-1 ჭიქა დაახლოებით),დაუმატე უცხო სუნელი,შავი წიწაკა და სულ ცოტა წითელი წიწაკა თუ გაქვს ყვითელი ყვავილიც შეიძლება (ეგეც ცოტა) და სულ ცოტა მარილი.ჩააწყე დატენილი კვერცხის ცილები მაიონეზის სოუსში.
ხორცს რაც შეეხება ყველაზე მარტივად მოსამზადებელია იყიდე ქათმის ბარკლები,წაუსვი მარილი და ცოტა წითელი წიწაკა და ცხიმში შეწვი ტაფაზე,ისე რომ კარგად დაიბრაწოს ორივე მხრიდან.
კიდევ შეგიძლია ჩვეულებრივი ხბოს ან ღორის ხორცი (რომელიც უფრო მეტად გიყვართ) დაჭერი,მოხარშე,ქაფი მოხადე,გადაავლე წყალი და ხახვთან ერთად მოშუშე ზეთში,ასევე ცალკე შეწვი კარტოფილი და მერე გადაიტანე ერთად ერთ ტაფაზე,მოაყარე მარილი,წვრილად დაჭრილი მწვანილი,შავი წიწაკა და ხახვი რგოლებად დაჭრილი.
თუ რამე გაინტერესებს მკითხე

ხაჭაპური შეუკვეთეთ კარგ საცხობში და ასე თუ ისე შეავსებ სუფრას

თუ კიდევ რამე გამახსენდა დაგიწერ
This post has been edited by narkozeli on 14 May 2013, 21:27