მეგობრებო, სხვას ვის უნდა გავაგებინო ეს ამბავი,თუ არა თქვენ

გიწვევთ 1 ივნისს,ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ქალაქ რუსთავში,მერიის წინ მოედანზე.
გიწვევთ ყველას: მოხალისე მუსიკოსებს,მხატვრებს,პოეტებს,ფოტოგრაფებს,მსახიობებს,ანიმატორებს.
მხატვრებო, შეგიძლიათ მოხატოთ მაისურები,ბავშვების სახეები,პლაკატები, მოედანი(თუმცა ამ ბოლო პუნქტზე ჯერ მერიას უნდა შევუთანხმდე

) შემოსული თანხა უნდა გადავრიცხოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფონდში.
პოეტებო,დღის განმავლობაში სცენა დაგეთმობათ თქვენ და თქვენს შემოქმედებას.
ფოტოგრაფებო, თუ გაქვთ თემატური ნამუშევრები, შეგიძლიათ თქვენი სურათები გამოფინოთ მოედანზე.ასევე ვისაც სურვილი ექნება დამეხმაროს დღის განმავლობაში ფოტოების გადაღებაში და შემდეგ კოლაჟის აწყობაში.
მსახიობებო და ანიმატორებო, ბავშვების გართობაში თუ დაგვეხმარებით კარგი იქნებოდა! თუ გაქვთ მულტფილმის გმირების ფორმები,ან შეგიძლიათ მოიხატოთ სახეები,იგიჟოთ,გაერთოთ და გაართოთ ბავშვებიც.
და ბოლოს, მუსიკოსებო, გთხოვთ,თქვენი ნამუშევრების ლინკებითურთ მომმართოთ პმ-ში

სპონსორობის და მხარდაჭერის მსურველებსაც გელით გაშლილი ხელით!

დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი ღონისძიებები,ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,ფოტოგამოფენა,ფლეშ-მობი,მხიარული სტარტები,კარნავალი და სხვა უამრავი მხიარული რამ!
საღამოს გელით ლაივ-კონცერტი ქართული მუსიკალური ბენდების მონაწილეობით,
საღამოს დაასრულებს DJ.
ასევე დაგვჭირდება ბევრი-ბევრი ბავშვი,ბევრი მოხალისე და ბევრი მონაწილე

დამეხმარეთ და ნუ მაფიქრებინებთ, რომ რუსთავში ყველა ნორმალურ იდეას ჩაკვდომა ემუქრება!
This post has been edited by ქეთუზა on 14 May 2013, 11:51