
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი
by Jemal Kiknadze — last modified 2009-12-11 04:25
group: საქართველო(GEORGIA)
ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტაზე გავიდა 1999 წლის 23 ივლისს. წარმატებული გამოცდის შემდეგ, 28 ივლისს ქართული კოსმოსური ობიექტი, სახელწოდებით “რეფლექტორი”, ჩამოსცილდა სადგურ “მირ”-ს და გადავიდა დამოუკიდებელ, წრიულ თანამგზავრულ ორბიტაზე.ქართული კოსმოსური ობიექტის – “რეფლექტორის” შექმნას საფუძვლად დაედო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონება, რომელიც დღეს აღიარებულია მსოფლიოში.ქართველი მეცნიერის გამოგონების მიხედვით (გამოგონების რეგისტრაციის N WO 03/003517 A1) ევროპული კოსმოსური სააგენტო ქმნის დიდი ზომის გასაშლელ კოსმოსურ პარაბოლურ ანტენას, რომელიც უმთავრესი ინსტრუმენტია არა მარტო ახალი თაობის საკომუნიკაციო თანამგზავრებისა, არამედ სამხედრო ორბიტალური სისტემის შესაქმნელად.სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონებების მიხედვით მრავალი სამხედრო-სტრატეგიული პროგრამები სრულდებოდა, რომელიც გამიზნული იყო, როგორც ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული და წყალქვეშა ნავების გადაადგილების აღმოჩენის თანამგზავრების, ასევე მიწისზედა სამხედრო-საინჟინრო რადიოტექნიკური კომპლექსების ასაგებად.ელგუჯა მეძმარიაშვილის ათეულობით გამოგონებებიდან, ასევე საინტერესოა სრულიად ახლებური მიდგომა სამხედრო სწრაფადასაგები ხიდების შექმნისა, რომელსაც ბიონიკის პრინციპები უდევს საფუძვლად (გამოგონების რეგისტრაციის N WO 98/41692)
ელგუჯა მეძმარიაშვილი

გენერალ ლეიტენატი ელგუჯა მეძმარიაშვილი დაიბადა 17 აგვისტო 1946 წელს. გამოიგონა კოსმოსური რეფლექტური ანტენა რომელიც გაგზავნილი იქნა კოსმოში და გასაშლელი მრვალაჯერადი გამოყენების საიერიშო ხიდი, მალით-48 მეტრი.
კოსმოსური რეფლექტური ანტენა
გასაშლელი მრვალაჯერადი გამოყენების საიერიშო ხიდი, მალით-48 მეტრი.

ამ ლინკზე არის გასაშლელი ანტენის ხედები - ბევრი სურათია
http://www.gtu.ge/nsssui/ge/3b.html