შე კაცო ვერ ნახე გვერდზე თემაში რო დავდე?
აგერ ბოკერიას ცოლის კომენტარი:
http://topnews.mediamall.ge/?id=30205 10
:
41
ჩერგოლეიშვილი: ტვინი წაიღეს მარგველაშვილის ცოლის საცურაო კოსტუმით
დღეს - 08:40
ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ინტერნეტში "ნახევრადშიშველი მომავალი პირველი ლედის" ფოტოს გარშემო ატეხილ ხმაურს "ფეისბუქით" ეხმაურება.
"კოლექტიური ნანა ლეჟავაა ეს ქვეყანა. ტვინი წაიღეს მარგველაშვილის ცოლის საცურაო კოსტუმით. ისევე როგორც ტვინი წაიღეს ჩემი და ბარამიძის ცეკვით, ვერა ქობალიას მოკლე კაბით და ა. შ.
საზიზღრები ხართ!
ნანა ლეჟავას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "მაესტროს" ეთერში გადიოდა, სწორედ ჩემი და ბარამიძის ცეკვით მიჰქონდა ტვინი.
"მაესტროს" ეთერში გავიდა ვერა ქობალიას ცეკვის ამსახველი ფოტოები. თავი რომ დავანებოთ ჩემი ციტატების დამახინჯებას.
"მაესტრომ" გაუშვა გადაუმოწმებელი კადრები, სადაც ვითომ "ლა ტრუფში" გამართული ჩხუბი იყო ასახული.
ამ არხებთან თანამშრომლობენ ნანა ლეჟავა და ნათია მიქიაშვილი. "სი-ენ-ენ"-თან არა…
მომეწონა არ მომეწონა რა შუაშია, შეიძლება ძალიანაც არ მომწონს და ბრიყვად მიმაჩნია, მაგრამ საცურაო კოსტუმი რატომაა კომპრომატი - იგივეა, მაესტრო რომ მიშას ველოსიპედზე აჩვენებდა და ლანძღავდა.
ახლა ტან-ფეხიო - რამდენ არაადეკვატურ კომენტარს დაწერთ, უნდა დავთვალო. ცუდი ტან-ფეხი რომ გქონდეს, საცურაო კოსტუმი არ უნდა ჩაიცვა? პრობლემა იმაშია, რომ საცურაო კოსტუმის ჩაცმას, როგორც კომპრომატს ისე
ავრცელებენ", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ერთ-ერთმა ინტერნეტ-საიტმა ქართული მხატვრული ფილმის "ქიფ სმაილინგი, ანუ გაიღიმეთ" გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცნობილ მსახიობებს შორის მაკა ჩიჩუაც არის გამოსახული. მაკა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან რომანი აქვს, ფილმში ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებს. ფოტოზე, რომელიც მოგვიანებით ფილმის პოსტერადაც გამოიყენეს, მაკა ჩიჩუა საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ხმაური გამოიწვია.
This post has been edited by qutaiseli teroristi on 15 May 2013, 10:41