ყირგიზეთის პარლამენტმა ჟირინოვსკი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადაყირგიზეთის პარლამენტმა ЛДПР-ის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ტერიტორიული პრეტენზიებისთვის პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია წინადადებამ, რომელიც ჟირინოვსკიმ სახელმწიფო სათათბიროში განაცხადა ყირგიზეთის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ყირგიზეთის დავალიანება რუსეთისადმი 500 მლნ. დოლარია.
ჟირინოვსკიმ შეთავაზა, რომ ვალების სანაცვლოდ რუსეთს გადასცენ ისიკ-ყულის ტბა. პოლიტიკოსის სიტყვებით, ყირგიზეთში მიეჩვიენ იმას, რომ "საბჭოთა ხელისუფლების დროს მოსკოვი ყველაფერს იძლეოდა".
საუბარია კრედიტებზე, რომელიც გაცემული იყო 2005 წელს.
http://news.ge/ge/news/story/54799-yirgize...ad-gamoatskhada