2011 წლის მარტიდან მოყოლებული სირიაში გრძელდება სისხლისმღვრელი სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც დაიწყო როგორც ქუჩის დემონსტრაციები "არაბული გაზაფხულის" გაგრძელება. ერთ მხარეს ბაშარ ასადის სეკულარული ბაასისტური მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს ოპოზიცია და არმიიდან გაქცეული ოფიცრები. დროთა განმავლობაში სირიის კონფლიქტმა მიიღო უსასტიკესი, დაუნდობელი და საშინელი ფორმები ... სიტუაცია გამწვავდა 2012 წელს ქვეყანაში უცხოელი მებრძოლების შედინებით რომელთა რიცხვი დღეს აშშ-ს სადაზვერვო მონაცემებით 7500-ს აღწევს 50-ზე მეტი ნაციონალობის წარმომადგენლებით. ისრაელის ანტიტერორისტული სამსახურების უახლესი მონაცემებით სირიაში იბრძვის ევროპული ქვეყნების 1800-მდე მოქალაქე, აგრეთვე ამერიკის, ავსტრალიის, და სხვა ქვეყნებიდან ჩასული ჯიჰადისტები...
ომის მსხვერპლია უკვე 150 000-მდე ადამიანი და ყველაზე მძიმე ფასს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის: 5 მილიონამდე სირიელი იძულებით გადაადგილებული პირია ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ.
მხარეები:
სირიის მთავრობა
სირიის შეიარაღებული ძალები 100 000 - 178 000
გენერალური უსაფრთხოების ძალები: 8 000
ნაციონალური თავდაცვის ძალები: 60 000 -80 000
ბაასის ბრიგადები: 7 000
ალ-აბბასის ბრიგადა: 10 000
ჰეზბოლა: 5000 -15 000
ირანი: ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის ინსტრუქტორები 150-1500
სხვადასხვა შიიტი მოხალისეების დაჯგუფებები
ოპოზიცია, ძირითადი ძალებია:
სირიის თავისუფალი არმია (FSA): 40 000-50 000
ისლამური ფრონტი (IF) 40 000 - 60 000
მოჯაჰედთა არმია 12 000
აჰფად ალ-რასულის ბრიგადა: 7 000
და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციები: "ალ-ნუსრას ფრონტი" 7000-8000; "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო" ISIS 6-7 ათასი კაცი.
მუჯაჰიდები შამში რეჟიმის არმიის და გასამხედროებული ბანდების (შაბბიჰა, ლიჯანი) გარდა, ებრძვიან:
ა) ერაყიდან:
1. მაჰდის არმიას,
2. ერაყის ჰიზბულლათს,
3. ერაყის არმიის ცალკეული დივიზიებიდან გამოგზავნილ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, ალ–მალიქის რაფიდი რეჟიმის ნებართვით,
4. რაფიდა მოხალისეებს და პატარ–პატარა დაჯგუფებებს;
ბ) ირანიდან:
1. ირანის ფასდარანის და ბასიჯის 12 ათასიან კონტინგენტს,
2. რაფიდა მოხალისეებს;
გ) ლიბანიდან:
1. ჰიზბულლათის 10 ათასამდე კონტინგენტს,
2. ამალის ლაშქარს,
3. ლიბანის ბა'ასის პარტიის ლაშქარს,
4. რაფიდა მოხალისეებს;
დ) პალესტინიდან:
1. პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის აჰმად ჯიბრილის დაჯგუფებას,
2. რაფიდა მოხალისეებს;
ე)იემენიდან:
1. რაფიდა და ზაიდი მოხალისეებს;
ვ) თურქეთიდან:
1.'ალავი და რაფიდა მოხალისეებს;
ზ) ეგვიპტიდან:
1. მურაბიტუნებს (ნასერისტები),
2. რაფიდა მოხალისეებს;
და იარაღის მომმარაგებლებს, სამხედრო მრჩევლებსა და ინსტრუქტორებს რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩრდილო კორეიდან, ჩინეთიდან...
ქურთი მოხალისე მებრძოლები YPG ---40 000-ის ფარგლებში.
ომი ომის შიგნით
სირიის კონფლიქტი უკვე აღარ არის მხოლოდ მთავრობისა და აჯანყებულების დაპირისპირება. მას შემდეგ რაც 2013 წლის მარტიდან ქვეყანაში სწრაფად მოიკიდა ფეხი ISIS-მა, ისარგებლა რა ქვეყნის არასტაბილურობით და შეუდგა ხალიფატის დაარსებას სირიის მიწაზე, ნელ-ნელა მწვავდებოდა კონფლიქტი ძირითად აჯანყებულ ჯგუფებთან. ISIS არის პასუხისმგებელი უამრავ უსაზიზღრეს დანაშაულზე: მოსახლეობის მასობრივი დატერორება და განურჩეველი მკვლელობები, ათასობით დაპატიმრებული, აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრებული და ნაწამები ხალხი, მტრებზე თავდასხმა რელიგიური ნიშნით და ა.შ ... მას შემდეგ რაც ცნობილი ექიმი და "აჰრარ ალ-შამის" ბრიგადის სარდალი ჰუსეინ სულეიმანი "ერაყელებმა" წამებით მოკლეს, დაიწყო ნამდვილი ომი. ომი რომელიც სირიის მთელ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში გრძელდება.
იანვრის მდგომარეობით დაღუპულია 2000-ზე მეტი მებრძოლი ორივე მხრიდან. ომის პირველ რვა დღეში ISIS-მა 16 სუიციდური ოპერაცია განახორციელა მეამბოხეების წინააღმდეგ...
ქურთები VS ისლამისტები
მას შემდეგ რაც ქურთებმა საკუთარი ტერიტორიები თითქმის უბრძოლველად გაანთავისუფლეს, ისინი ზრუნავენ თავისი მიწების უსაფრთხოებაზე. აქ მათ მხარეს იბრძვის ასირიელი ქრისტიანების დაჯგუფება "სუტოროც". 17 ივლისს ქურთებმა გაანთავისუფლეს სასაზღვრო ქალაქი რას ალ-აინი და გაწმინდეს ჯიჰადისტებისგან, შემდგომში კი ჰასაკას პროვინციის უმეტესობა (თუმცა დიდ ქალაქებში - ჰასაკასა და კამიშლიში სამთავრობო ნაწილები დღემდე რჩებიან). ქურთების წინააღმდეგ იბრძვიან ექსტრემისტები ISIS-დან, ალ-ნუსრადან, აჰრარ ალ-შამიდან და აჯანყებულთა სხვა ბრიგადებიდან.
ქურთებმა უკვე გამოაცხადეს შეზღუდული ავტონომია გათავისუფლებულ მიწებზე, თუმცა ჯიჰადისტებთან ბრძოლა ისევ მთავარ საკითხად რჩება.
ქურთების განცხადებით ისინი არაძალადობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.
..............
22 იანვარს ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ სირიის დაპირისპირებული მხარეების - მტავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებებზე. ქიმიური იარაღის განადგურების გეგმამ ასადის საფრონტო მდგომარეობა გაამყარა, თუმცა სამხედრო გზით გამარჯვების პერსპექტივა არ ჩანს. თუმცაღა, არის იმედები რომ ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის გეგმების მიხედვით რაც განხორციელდა ფრონტის სხვადასხვა ხაზზე, შესაძლებელია სიტუაციის სისხლისღვრის შეჩერება. ჟენევიდან მხარეები პრაქტიკულად უშედეგოდ წამოვიდნენ, გაეროს ელჩის თქმით კი პირველი შეხვედრა მომავალი მშვიდობის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
არსებობს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა სირიის მომავალ გარდამავალ მთავრობაში პრეზიდენტ ასადის როლის და ჟენევა1-ის კომუნიკეს განხორციელებაზე. მხარეები ერთმანეთს 10 იანვარს ისევ შეხვდებიან.
საფრონტო სიტუაცია
http://en.wikipedia.org/wiki/Template:Syri...ar_detailed_mapწინა თემის ტოპ10 მპოსტავი
ლივერმენ 280
პროგრესიუსი 133
Dead District 120
DIDGORI-GEO 88
dc120mm 73
Khidr 68
Fruit Cocktail 67
Q 7 50
hellsurvivor 48
ELguja90 45
წინა თემა
სირიის სამოქალქო ომი This post has been edited by ლივერმენ on 18 Feb 2014, 22:48