საია: არ შეიძლება ნაცვლიშვილმა აღნიშნული საქმის ძიებას უხელმძღვანელოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, არ შეიძლება მთავარი პროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა იმ გამოძიებას უხელმძღვანელოს, რომელთანაც კავშირი შესაძლოა თავადაც ჰქონდეს.
კოჟორიძე მიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული გამოძიების მიმართ საზოგადოებაში არაობიექტურობის განცდა გაჩნდება.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტების და უფლებადამცველების პრეტენზია ამ საქმესთან დაკავშიებით ეხებოდა არა მხოლოდ ხვედელიძეს, არამედ ნაცვლიშვილსა, არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს, რომ ნაცვლიშვილმა უხელმძღვანელოს იმ გამოძიებას, რომელთანაც კავშირი შესაძლოა თავადაც ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას დარჩება კითხვის ნიშნები, თუ ნაცვლიშვილი რაღაცაც კუთხით მონაწილეობდა ამ საქმეში, ის ვერ იქნება ობიექტური მსაჯული საკუთარი თავის წინაარმდეგ არსებულ ბრალდებაში", განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესაშვილისა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას სსაქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
თავად ფარესაშვილი გავრცელებულ კადრებს ფაბრიკაციას უწოდებს და მათ გავრცელებას პრემიერის მრჩეველ გია ხუხაშვილს, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს უკავშირებს.
http://politico.ge/index.php/news/view/3605საინტერესოა ფორუმელთა აზრი
ნაცვლიშვილი-მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე
ხუხაშვილი-პრემიერ მინისტრის მრჩეველი
როგორ შეიძლება ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდეს გამოძიებას,მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე?
This post has been edited by DIDGORI-GEO on 16 May 2013, 00:24