kardinali100
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36688
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
|
#39928116 · 21 Feb 2014, 13:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი ტექსტს გააჩნია მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა და არ წარმოადგენს შეთანხმების საბოლოო ვერსიას. პარაფირებული ტექსტი ხელმოწერამდე ექვემდებარება სამართლებრივ და ლინგვისტურ ექსპერტიზას. აღნიშნული ტექსტი არ წარმოშობს საერთაშორისო საჯარო სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს.
ასოცირების შესახებ შეთანხმების გზამკვლევი
პრეამბულა კარი I - ზოგადი პრინციპები კარი II - პოლიტიკური დიალოგი კარი III - თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება კარი IV - ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები კარი V - ეკონომიკური თანამშრომლობა კარი VI - თანამშრომლობის სხვა სფეროები კარი VII - ფინანსური დახმარება კარი VIII - ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ გზამკვლევი (ხშირად დასმული კითხვები) თებერვალი, 2014 2 რა ეწოდება ოფიციალურად „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“? რა არის „ასოცირების შესახებ შეთანხმება“? როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“? რა სტრუქტურა აქვს შეთანხმებას? რას ითვალისწინებს შეთანხმება? რა არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე? (DC FTA) რა სარგებელს ითვალისწინებს DC FTA? რა ვალდებულებებს ითვალისწინებს DC FTA და რა შედეგს მოიტანს მათი შესრულება? რა გამოწვევები ახლავს DC FTA-ის განხორციელებას? რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების განხორციელება? რა სარგებელს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები „ასოცირების შესახებ შეთანხმებისგან“? ითვალისწინებს თუ არა „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ევროკავშირში გაწევრიანებას? რა არის ნათქვამი შეთანხმებაში კონფლიქტის მოგვარებაზე? რას ითვალისწინებს შეთანხმება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? რას ითვალისწინებს შეთანხმება დემოკრატიული რეფორმების კუთხით? რა არის ნათქვამი შეთანხმებაში უმცირესობათა უფლებებზე? რა გავლენას მოახდენს შეთანხმება დარგობრივი პოლიტიკის სფეროებზე? რა პერსპექტივებს ითვალისწინებს შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სფეროში? გაღრმავდება თუ არა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი? რა როლი ექნება „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას? როგორ მოხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება? როგორ დაეხმარება ევროკავშირი საქართველოს შეთანხმების იმპლემენტაციაში? ვრცელდება თუ არა შეთანხმება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებზე? როდის ამოქმედდება შეთანხმება? რა არის ასოცირების დღის წესრიგი? დოკუმენტს გააჩნია მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა და არ წარმოადგენს შეთანხმების საბოლოო ვერსიას. პარაფირებული ტექსტი ხელმოწერამდე ექვემდებარება სამართლებრივ და ლინგვისტურ ექსპერტიზას. აღნიშნული ტექსტი არ წარმოშობს საერთაშორისო საჯარო სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს. 1 კარი II პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში მუხლი 3 პოლიტიკური დიალოგის მიზნები 1. პოლიტიკური დიალოგი საერთო ინტერესთა ყველა სფეროში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და შიდასახელმწიფოებრიფი რეფორმის ჩათვლით, მხარეებს შორის კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. აღნიშნული გაზრდის პოლიტიკური თანამშრომლობის ეფექტიანობასა და ხელს შეუწყობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას ამბიციური და ინოვაციური გზით. 2. პოლიტიკური დიალოგის მიზნებია: (a) გააღრმაოს პოლიტიკური ასოცირება და გაზარდოს პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოება და ეფექტიანობა; (b) ხელი შეუწყოს ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, როგორც ეს განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტში; © ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას; (d) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების საფუძველზე; (e) გააძლიეროს მხარეებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის საკითხებზე, განსაკუთრებით გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებსა და მთავარ საფრთხეებზე ყურადღების გამახვილების მიზნით; (f) გააძლიეროს თანამშრომლობა მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბძროლის სფეროში, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ პროგრამებში ადრე დასაქმებულ მეცნიერთათვის ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზების ჩათვლით; (g) ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შედეგზე ორიენტირებულ და პრაქტიკულ თანამშრომლობას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად; (h) გააძლიეროს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და იმ პირების უფლებების პატივისცემა, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, ასევე წვლილი შეიტანოს შიდა პოლიტიკური რეფორმების კონსოლიდირებაში; (i) განავითაროს დიალოგი და გააღრმაოს მხარეთა თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში; (j) იმუშაოს სხვადასხვა ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი წახალისების მიზნით; (k) უზრუნველყოს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური ასოცირების შედეგად მიღებული ყველა სარგებელი, გაზრდილი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოების ჩათვლით, გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მუხლი 4 შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა მხარეები ითანამშრომლებენ, რათა განავითარონ, გაამყარონ და გაზარდონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის სტაბილურობა და ეფექტიანობა; ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას; განაგრძონ პროგრესი სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის კუთხით, რათა გარანტირებულ იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაძლიერდეს მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობა და უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; განაგრძონ საჯარო მმართველობის რეფორმა და შექმნან ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახური; გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით, და უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების ეფექტიანი იმპლემენტაცია, როგორიცაა „კორუფციის წინააღდეგ” გაეროს 2003 წლის კონვენცია. მუხლი 5 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა 1. მხარეები გააძლიერებენ თავიანთ დიალოგსა და თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ ეტაპობრივ დაახლოებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით, განსაკუთრებით შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და კრიზისების მართვა, რეგიონული სტაბილურობა, განიარაღება, გაუვრცელებლობა, იარაღის კონტროლი და ექსპორტის კონტროლი. თანამშრომლობა დაეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს და მიმართული იქნება პოლიტიკის დაახლოებისა და ეფექტიანობის გაზრდისკენ, ორმხრივი, საერთაშორისო და რეგიონული ფორმატების გამოყენებით. 2. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ, როგორც ეს დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტით, ასევე, ვალდებულებას, გაავრცელონ აღნიშნული პრინციპები თავიანთ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში. მხარეები ასევე ხაზს უსვამენ თავიანთ სრულ მხარდაჭერას მასპინძელი სახელმწიფოს თანხმობის პრინციპის მიმართ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავიანთ ტერიტორიებზე განლაგების თაობაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავიანთ ტერიტორიაზე განლაგება უნდა მოხდეს მხოლოდ მასპინძელი სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ლაგება უნდა მოხდეს მხოლოდ მასპინძელი სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარებას, პირისა და ლტოლვილის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების; და ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას. 3. მხარეები კოორდინაციას გაუწევენ, ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, თავიანთ ძალისხმევას ხელი შეუწყონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. 4. ყველა ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის 1975 წლის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებში. მუხლი 10 მასობრივი განადგურების იარაღი 1. მხარეები მიიჩნევენ, რომ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელება, როგორც სახელმწიფო ასევე არასახელმწიფო აქტორებს შორის, წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, თავიანთი არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ეროვნულ დონეზე მათი იმპლემენტაციის გზით. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს დებულება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით ელემენტს. 2. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში შემდეგი ქმედებების განხორციელების გზით: (a) მიიღონ ზომები, რათა საჭიროების შემთხვევაში, ხელი მოაწერონ, რატიფიკაცია მოახდინონ, ან შეუერთდნენ და სრულად შეასრულონ ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტი; და (b) ჩამოაყალიბონ ეროვნული ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ექსპორტსა და ტრანზიტს, რაც მოიცავს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე მასობრივი განადგურების იარაღის საბოლოო გამოყენების კონტროლსა და ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციების დაწესებას. 3. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ თავიანთი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში. მუხლი 11 მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლი 1. მხარეები აღიარებენ, რომ მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და, მათ შორის, საბრძოლო მასალების უკანონო წარმოება, გადატანა და გავრცელება, და მათი დიდი რაოდენობით დაგროვება, ცუდი მართვა, არასათანადოდ დაცული მარაგები და უკონტროლო გავრცელება, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთოხოებას. 2. მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ და სრულად შეასრულებენ თავიანთ შესაბამის ვალდებულებებს, რათა აღმოფხვრან მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობა, არსებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ასევე, ამ სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში თავიანთი ვალდებულებების თანახმად, როგორიცაა „მცირე და მსუბუქი შეიარაღებით უკანონო ვაჭრობის პრევენციის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამა, მისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით. 3. მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ითანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ კოორდინაციას, ქმედებათა ურთიერთშევსებადობასა და ერთობლივ ძალისხმევას მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დიდი რაოდენობით მარაგების განადგურების კუთხით, გლობალურ, რეგიონულ, ქვე-რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. 4. გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში, საბჭოს 2008 წლის 8 დეკემბრის, 2008/944/CFSP ერთიანი პოზიციის ჭრილში, რომელიც განსაზღვრავს ერთიან წესებს „სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტის კონტროლის შესახებ“ 5. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ თავიანთი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში. მუხლი 12 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა 1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ერთად იმუშავებენ, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, რათა მოახდინონ ტერორიზმის პრევენცია და იბრძოლონ ტერორიზმის ყველანაირი ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ. 2. მხარეები თანხმდებიან, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს კანონის უზენაესობის სრული პატივისცემითა და საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩათვლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტით გათვალისწინებული პრინციპების თანახმად. 3. მხარეები ხაზს უსვამენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაეროს ყველა კონვენციისა და ოქმის უნივერსალური რატიფიკაციისა და მათი სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას. მხარეები თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხება „საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ“ ყოვლისმომცველი კონვენციის პროექტს და ითანამშრომლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა შესაბამისი რეზოლუციისა და ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ითანამშროლებენ, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო კონსენსუსს ტერორიზმის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. .............................ესაა მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი მთლიან ტექსტს აქ გაეცნობით.............http://www.mfa.gov.ge/
This post has been edited by kardinali100 on 21 Feb 2014, 13:59
|