17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის" მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მოწინააღმდეგე სასულიერო პირები, მორწუმნეები და საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ზნეობის" მხარდამჭერები ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაატარებენ.
ადგილზე, სადაც 17 მაისს, 13:00 სთ–ზე „იდენტობა" აქციის გამართვას გეგმავდა, სასულიერო პირებმა პოზიციები უკვე დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ორგანიზაცია ”იდენტობის” ორგანიზებით, ხვალ ლგბტ–ის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები საქართველოშიც შეიკრიბებიან. ისინი ჰომოფობიას და ძალადობას 20-წუთიანი აქციით დაგმობენ. პარალელურად იგეგმება მათი საწინააღმდეგო აქციის გამართვაც.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ხელისუფლებას მოუწოდა, ”იდენტობის” აქციის გამართვის ნებართვა გაუუქმოს. საპასუხოდ თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, იგი გაუცემელ ნებართვას ვერ გააუქმებს, რადგან ნებისმიერი აქციის გამართვის შესახებ განაცხადს მხოლოდ ცნობად იღებს.
http://frontnews.ge/index.php?action=news_...NC5Klc.facebookპოპკორნი