#38620974 · 4 Nov 2013, 23:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლია სოზაშვილი, თავის 5 მცირეწლოვანთან ერთად, ამ გაუსაძლის პირობებში უკვე დიდი ხანია იტანჯება. როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას სოციალურად დაუცველი ოჯახის დიასახლისი ჰყვება, მის შვილებს ელემენტარული პირობები არა აქვთ. ლია სოზაშვილი: ,,მე თვითონ მეორე ჯგუფის უსინათლო ვარ. ჩემი 5 წლის შვილიც ცალი თვალით უსინათლოა, ელემენტარული პირობა არ მაქვს რომ ბავშვს ვუმკურნალო და შესაბამისი დახმარება გავუწიო. ვცხოვრობთ ამ ქოხში,სადაც არც შუქია არც გათბობა და არც წყალი. იმის საშუალებაც არა გვაქვს შეშის ფეჩი დავდგათ, ერთი ,,ლეჟანკა“ გვიდგას და ასეთ პირობებში გვიწევს არსებობა. ყველას მივმართე, ვისთანაც შევძელი დაკავშირება, მათ შორის მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს, არავითარი დახმარება არ მიმიღია. ვიყავი პრემიერის ბიზნესცენტრთანაც, სადაც ყურადღება არ მომაქციეს. მე თვითონ სკოლა-ინტერნატში გავიზარდე და არსად წასასვლელი არ მაქვს. აქამდე ქირით ვიყავით. ოჯახის დიასახლისი უცხოეთში იყო და როცა ჩამოვიდა, თანხის ერთიანად გადახდა მომთხოვა, რისი საშუალებაც არ მქონდა. ამიტომ სოციალური დახმარების თანხა წინასწარ გამოვიტანე. ახლა იმის საშუალებაც არ მაქვს რომ კაპიკებით ბავშვებს პური ვუყიდო და უფასო სასადილოდან ყოველ დილას ერთი პური მოგვაქვს, იმითი ვარსებობთ. სამსახურიც ვერ ვიშოვე. ჩემს მეუღლეს ყველგან უარით ისტუმრებენ, სადაც კი მივიდა და სამსახურის დაწყება ითხოვა. ასე ეუბნებიან 40 წლამდე ასაკის უნდა იყოო, ძალიან დიდი იმედი მაქვს ვინმე ყურადღებას მოგვაქცევს და ჩემს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს", - აცხადებს ლია სოზაშვილი. misi
საქართველოს ბანკის ანგარიშია GE41BG0000000296715700
მისი ტელეფონია 555 138 304
მოდერ არ დახურო თემა ძალიან მთხოვეს და მაგიტომ გავხსენი თემა
|