თავისუფლების ბანაკი – “თავისუფლება საქართველოსა და მსოფლიოში”
„თავისუფლების კლუბი“ (Club Of Liberty) გიწვევთ თავისუფლების ბანაკში, თემაზე: “თავისუფლება საქართველოსა და მსოფლიოში”.
“თავისუფლების ბანაკი” გაიმართება ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, 26 ივნისიდან 1 ივლისამდე, 2013.
ექვსი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ კომპეტენტური პირებისგან მოისმინონ ლექციები. მომხსენებლები ისაუბრებენ, ისეთ აქტუალურ და საინტერესო თემებზე, როგორიცაა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობის პრინციპი; გააცნოებენ თავისუფლების იდეას და მის როლს საზოგადოების განვითარებაში; ისაუბრებენ ეკონომიკურ თავისუფლებაზე, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს თავდაცვის სისტემაზე და მედიაში არსებულ რეფორმებზე; ასევე ინფორმაციას მიაწვდიან ტერორიზმზე, მისგან წამოსულ საფრთხეზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე
სალექციო თემები:
– თავისუფლება
– კანონის უზენაესობა საქართველოში;
– საქართველოს დასავლური ვექტორი;
– თავისუფლების იდეა XX საუკუნეში;
– ტერორიზმის საფრთხე თავისუფლებისთვის;
– მედიის მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ;
– ადამიანის უფლებები საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე;
– რეფორმები ქართულ ჯარში;
– ქართულ სინამდვილეში არსებული სტერეოტიპები;
– ევროკავშირის ერთიანი ბაზარი;
– პრივატიზაციის მნიშვნელობა განვითარებად ქვეყნებში;
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ მოისმინონ ინფორმაცია, არამედ ჩაერთონ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო კითხვებზე, მიიღონ კომპეტენტური პასუხები. გარდა დისკუსიებისა, “თავისუფლების კლუბი” მონაწილეებს სთავაზობს დებატებს აღნიშნულ თემებზე და შემეცნებით–გასართობ აქტივობებს, რომლის მეშვეობითაც, მონაწილეები თეორიულად მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ
http://clubofliberty.org/?p=2257 This post has been edited by ClubOfLiberty on 7 Jun 2013, 00:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)