პირველი ნაწილი აქ:
17 მაისი: ლგბტ-ს აქცია vs მამაოებიეს მეორე ნაწილია, ამიტომ მოკლე მიმოხილვა თუ რა მოხდა 17 მაისს.
სიტუაცია აქციამდე17 მაისი, საერთაშორისო დღეა, როდესაც ლგბტ - საზოგადოების წევრები ყველა ქვეყანაში მართავენ აქციებს, იმისთვის რომ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ამდაგვარი ადამიანების უფლებების დაცვას.
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციამ "იდენტობა" დაგეგმა ფლეშმობი (პატარა წარმოდგენა) და გააფრთხილა მერია, შსს და ა.შ. რომ აპირებდა ამ აქციის ჩატარებას - მთავრობის სახლის წინ.
თუმცა საპატრიარქომ ეს აქცია აღიქვა "გეი აღლუმად", "ერთსქესიანთა ქორწინებისკენ", "მართლმადიდებლების შეურაცხყოფად" პროპაგანდისტულ მოწოდებად და გადაწყვიტა კონტრ-დემონსტრაციის გამართვა.
თავისი გადაწყვეტილება ჯერ ექსტრემალურ-ფაშისტურ, რელიგიური დაჯგუფებების პირით გაავრცელა, ეს იყო წარსულში ნასამართლევი და ტელევიზიის დარბევისთვის ციხემოხდილი პირები.
მოგვიანებით მთავრობის წევრებმა გაავრცელეს განცხადება და დაარწმუნეს აქციის მონაწილეები რომ პოლიცია შეძლებდა მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვას.
ხოლო მათივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება - ხელშეუვალი იყო და სახელმწიფოს ქონდა განზრახვა - ის დაეცვა.
რის შემდეგადაც საპატრიარქომ გაავრცელა სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც აღნიშნეს რომ გამოხატვის თავისუფლება ხელშეუვალია და ის დემოკრატიის დასაყრდენია. სიტუაცია შედარებით მიწყნარდა.
საპატრიარქო მოულოდნელად გადაახტა თავის სიტყვას ყველასთვის მოულოდნელად, აქციის წინა დღეს საპატრიარქომ უეცრად იცვალა პირი და პირადად პატრიარქმა ილია 2- ემ მთავრობას მოუწოდა არ დაეშვა აქციის გამართვა.
რაზედაც მთავრობის არაპირდაპირი, მაგრამ უარი მიიღო, ამის მერე დაიწყო მამაოების აქტიური პროპაგანდა, ქადაგება მრევლის მიმართ, რომ წამოსულიყვნენ კონტრ-დემონსტრაციაზე, ხოლო სხვადასხვა სახის რადიკალურ-ფაშისტურ, რელიგიურმა დაჯგუფებებმა, რომელიც არასამთავრობოების საფარველქვეშ იყვნენ, გაავრცელეს განცხადება რომ ისინი ერთად გამოვიდოდნენ.
პარალელურად, "იდენტობა" მუშაობდა შსს-სთან, საპატრულო სამსახურთან და აწვდიდა ინფორმაციას, რომ მიდიოდა გარკვეული ჯგუფების გადაადგილება დაგეგმილ აქციის ადგილას
მართლაც, რელიგიურმა დაჯგუფებებმა დაასწრეს აქციის მონაწილეებს და წინა ღამით რელიგიური რიტუალების და პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით წინა დღესვე დაიკავეს ის ადგილი, სადაც წესით მეორე დღეს უნდა გამართულიყო აქცია.
სიტუაცია 17 მაისსმეორე დღეს მოხდა ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ, "იდენტობის" დასასჯელად მოულოდნელად გამოვიდა უამრავი ხალხი, რომელიც სწრაფად გადაიქცა უკონტროლო ბრბოდ. ამიტომ მსვლელობა რომელიც თითქოსდა ლოცვით უნდა დაწყებულიყო ფილარმონიიდან - მთავრობის სახლამდე სწრაფად იქცა უკონტროლო ხალხის მასად
პოლიციამ მათ შესაკავებლად ორი ბარიერი შექმნა: პირველი ახალგაზრდა გამოუცდელი პოლიციელებისგან და რკინის მოძრავი ბარიერისგან შედგებოდა, მეორე უფრო მძლავრი, რამოდენიმე ხაზისგან შედგებოდა და გამოცდილი პოლიციელებით იყო შემდგარი.
ამ ეტაპზე, პირველმა ხაზმა მრევლის ბრბო დროებით შეაკავა, მეუფეები მოსალაპარაკებლად გავიდნენ შსს-ს წარმომადგენელთან, პარალელურად მამაოები პოლიციელებს "ამუშავებდნენ" რამოდენიმე ოფიცერმა გადაწყვიტა თუ პირველი ხაზი გაერღვეოდა მეორე ხაზში უპრობლებოდ გადაეშვათ მამაოები, რადგან თავადაც ჰომოფობიურად იყო განწყობილი.
ამ დროისთვის პოლიციამ მოიფიქრა რამოდენიმე ავტობუსის მობილიზაცია ადგილზე, სავარაუდო ევაკუაციისთვის, "იდენტობამ" სცადა აქციისთვის "პუშკინის" სკვერში შეკრებილიყო.
შსს-ს მოადგილის და საპატრიარქოს სინოდის წევრების მოლაპარაკებამეუფეები ხალხს გამოეყვნენ და იქვე მოსულ შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა საიდუმლო იყო, ის ექსპრომტად გაიმართა და ნეტგაზეთმა ფარულად ჩაიწერა ნაწილი.
მამაოებმა რომელიც საპატრიარქოს და ეკლესიას წარმოადგენდნენ - პირდაპირ დაემუქრნენ მთავრობას პუტჩით და გადატრიალებით, აღნიშნეს რომ მათ ერთ დაძახებაზე სამხედროები გამოვიდოდნენ (რაც სამხედრო ამბოხზე მიუთითებდა)
იქვე განაცხადეს რომ მთავრობა უკანონო იყო, ყველა გამსახურდიას მთავრობის შემდგომ
ბოლოს გაისმა ყველაზე საშიში განცხადება, მეუფემ განაცხადა რომ თუ აქცია მაინც ჩატარდებოდა, ხალხს მიუშვებდნენ და დაახოცინებდნენ წევრებს.
მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, მოლაპარაკების წევრები ჟურნალისტებმა შენიშნეს და შსს-მ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება ევაკუაცია დაეწყო სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში
კორდონის გარღვევა, ევაკუაციარამოდენიმე მამაომ, ბარიერები წააქცია და მცირეოდენი დაშინების და უხეშობის მერე პირველი ხაზი იოლად გამოიარა, მეორე ხაზთან კი მძლავრ წინააღგმდეგობას წააწყდა, პოლიციამ შეძლო რამოდენიმე წუთის მოგება, რაც საკმარისი აღმოჩნდა ავტობუსებით ევაკუაცია მოახდინათ ნაწილი მონაწილეებისა.
ამასობაში მრევლისა და მამაოების ბრბობ კორდონი საბოლოოდ გამოარღვია და პოლიციამ მხოლოდ ეპიზოდურ ადგილებში შესძლო წინააღგმდეგობის გაწევა. ამ დროს არის გადაღებული "ტაბურეტკა" - ბერის ფოტოც, რომელიც მან სავარაუდოდ ღამის თევისგან წამოიღო და მერეც თან დაჰქონდა, თუმცა მორწმუნეები ირწმუნებიან რომ სხვას წაართვა და სადღაც მიჰქონდაო, რაც ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს.
მეორე ნაწილი კი პუშკინის ბაღთან თითქმის ალყაში აღმოჩნდა და პოლიციამ ისინი გამვლელ სამარშუტო ტაქსში ჩასხა, რომელსაც თავსდაესხა უკონტროლო ბრბო და თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ამავე ეპიზოდში გადაიღეს ცნობილი მფრინავი მორწმუნის სურათი, რომელიც სახით დაასკდა სამარშუტო ტაქსს (

)
ამ სამარშუტო ტაქსს ასევე ქვები დაუშინეს, ამავე დროს ჟურნალისტ გოგონას თავი გაუტეხეს, სავარაუდოდ ქვით.
ბრბოს დევნაკორდონიდან გამოვარდნილი ბრბო რამოდენიმე ნაწილად გაიყო და დაიწყეს მსხვერპლის ძებნა, ისმოდა მოწოდებები მოკვლისკენ და ჩაქოლვისკენ, პუშკინისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსს ანადგურებდნენ ნაგვის ყუთით და ყველაფრით რაც მოხვდებოდათ თან, ამასობაში სამარშუტო ტაქსმა რაღაც ნაწილი გაიარა და ერთ-ერთ მონაწილეს ფეხზე გადაუარა. ტრანსპორტიდან ბრბოს მოშორებაში დაზიანდა რამოდენიმე პოლიციელიც.
ავტობუსები კი ორთაჭალის მიმართულებით გაიქცნენ და მათ ტაქსებით და პიკაპებზე შემჯდარი ბრბო დაედევნა, თუმცა პოლიციის კორდონმა მათი გაყვანა შესძლო, დაზიანებულ სამარშრუტო ტაქსთან ერთად და ქალაქგარეთიდან უკვე სახლებში ჩამოარიგა.
ცალკეულ შემთხვევებში ცალკეული პირების ესკორტირება პირადად მოუხდათ პოლიციის წევრებს მანქანამდე. ერთ-ერთი ლგბტ წევრის, ხოლო მეორე ბრბომ სავარაუდოდ შეცდომით მიიღო ლგბტ წევრად.
დიპლომატიური კორპუსი კერძო მანქანებით გაიქცა, მათ ბრბო სხვადასხვა ადგილებში მისდევდა, თუმცა უშედეგოდ.
ბოლოსიტყვის მაგიერპრინციპში მორწმუნეებმა ვერავინ ცემეს ნორმალურად, ამიტომ ისინი ქალაქში დაძრწოდნენ მსხვერპლის ძებნაში... შეიჭრნენ პოპულში ვითომდა ლგბტ წევრების ძებნის მიზნით, თუმცა შესაძლოა უბრალოდ გაქურდვა სურდათ.
მოგვიანებით აპირებდნენ კაფე "გალერიის" დარბევას, რადგან მათი ცნობით იქ იკრიბებიან ლგბტ წევრები, მოგვიანებით მამაოებმა მათ ქუჩის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა მათ საკუთარ მამაოებს არ დაუჯერეს და კვლავ იქ დარჩნენ.
შებნელებულზე კიდევ ერთი ეპიზოდი მოხდა, 2 გოგონა და 2 ბიჭი გაურკვეველმა პირებმა სცემეს სუპერმარკეტში, ნაწილი დააკავეს და პატრულის პოლიციას გადასცეს.
ამასობაში პატრიარქი იპოვეს, თურმე ბათუმში იყო და თურქეთში მიფრინავდა, ის თვითმფრინავში ჩაწერეს. სადაც თქვა "ძალადობას ვემიჯნები და პროპაგანდა არ შეიძლებაო" რის მერეც ქვეყანაც და მრევლიც დატოვა და გაფრინდა.
თინა ხიდაშელმა, უსუფაშვილმა და თავად პრემიერ მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა რომ ყველა დამრღვევი კანონის შესაბამისად დაისჯება, საქმის აღძვრას ცდილობს უფლებადამცველიც.