ირველი მუხტი მაშინ ვიგრძენი, როცა მთელმა სტადიონმა ჰიმნი შევასრულეთ (მგონი ჰიმნი ერთადერთი მუსიკალური ნაწარმოებია, რომელსაც, კარგად შესრულებაზე მეტად, ბღავილი და ღრიალი უხდება), ამის მერე დაიწყო და დაიწყო. ჯერ იყო და, ქართველებმა არაქართულად ვიგულშემატკივრეთ და სამსართულიანების ნაცვლად მთელი 90 წუთი საქართველოს (შიგადაშიგ – გოლი, გოლი-ს)ვყვიროდით, მერე იყო და, ფეხბურთელებმა ისეთი თავდადებით ითამაშეს, რომლის მსგავსი ჩვენი ნაკრებისგან დიდი ხანია არ გვინახავს. 
თუმცა როგორ თავდადებითაც არ უნდა ითამაშოს ფეხბურთელმა, თუ მეკარემ არ "იკაცა", გუნდის გარჯა ამაო იქნება. გიორგი ლორია გუშინ ისე უდრეკად იდგა, თითქოს აისბერგი ყოფილიყო და ფრანგთა გუნდი კიდევ "ტიტანიკი", რომლის ჩაძირვამდე 90 წუთიღა იყო დარჩენილი. ფაქტია, რომ ლორიას მართლაც საოცარმა თამაშმა ის ფრე მოგვიტანა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ბევრ გამარჯვებას (თამაშის მერე მეზობელმა დამირეკა, კარგი ჩამწერი სტუდია მიმასწავლე, ლორიას "სეივები" ქორწილის კასეტას უნდა გადავაწეროო). სიმბოლური იყო პატარა გულშემატკივარის შემოვარდნა სტადიონზე, რომელიც იმდენად გაოგნებული იყო, რომ მინდორზე შეაღწია, ვერ მიხვდა, რა გაეკეთებინა და ყიჟინით დარბოდა, არც არავინ გაეკიდა გამოსაყვანად და სანამ არ დაიქანცა, ირბინა. ბოლოს ლორიასთან მივიდა და ერთმანეთს ისე ჩაეხუტნენ, დიდი ხნის უნახავი ბიძაშვილები გეგონებოდა ადამიანს. აქაც არ ჩაიჭრა ჩვენი მეკარე და პატარა გულშემატკივარს შესაბამისი სითბოთი უპასუხა. მოკლედ, გუშინ ლორიამ ისეთი საქმენი საგმირონი აკეთა, პრეზიდენტობის კანდიდატად თუ დარეგისტრირდა, მინიმუმ მეორე ტური განაღდებული აქვს და თუ კანკავამაც არ მოინდომა იგივე, მაშინ პრეზიდენტობას ვერავინ შეეცილება. პრეზიდენტზე გამახსენდა და თუ ნინა წკრიალაშვილს სოხუმამდე ერთი ბილეთის მოთხოვნისთვის ჩამოვკიდეთ ღირსების ორდენი, ამ ბიჭებს არ ეკუთვნით ამ სიხარულისთვის? თუმცა მყინვარწვერზე ჯერ არ იქნება ინფორმაცია ასული (ვაჰ, მგონი ჯადო მაქვს და სააკაშვილი ქვეცნობიერად მიყვარს. აბა, ასეთი კარგი ამბის დროს რამ გამახსენა?!).
...ბოლო წუთზე მსაჯის სატვენის ხმა დედის იავნანასავით ჩამესმა. თურმე ჩვენ ფეხბურთელებსაც შეძლებიათ სიხარულის ჩუქება, მაგრამ აქამდე სად იყვნენ? 
http://www.kvirispalitra.ge/suramelis-blog...istola-fre.html * * *
 ქეცბაიაზე არ დავწერ, დაველოდოთ ფინეთთან მატჩს. მიმიხვდით, არა? ხო.