ქართული მითოლოგია-ეს არისსაოცარი სამყარო. ეს მითოსი ქართველმა კაცმა უნდა იცოდეს რადგან მისი წინაპრები სწორედ ამას სცემდნენ თაყვანს. მე ამ სიტყვებში დავეთანხმები ჩემს ერთ ერთ თანაფორუმელს
ალტობელო-ს სიტყვებს რომელსაც მე სრულიად ვეთანხმები:
მითებია ძალიან საინტერესო მასალა, არანაკლებ ტევადი და საოცარი ინფრომაციის მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი ის ფაქტი, რომელსაც ფიქრის და მსჯელობის საფუძვლად ვიყენებთ. სამწუხარო ძალიან მწირი მასალაა. ერთს გეტყვით მხოლოდ - ნელ ნელა მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ მითები არის აბსოლუტური სიმართლე, უბრალოდ იმგვარად არის შეფუთული, რომ შთამომავლობას შემორჩენოდა სიმართლე, რომელსაც ასე გამძვინვარებით ებრძოდა მმართველი დაჯგუფება. ზღაპრის მოყოლის უფლებას არავინ აკრძალავდა, პირიქით, წაახალისებდნენ კიდეც, რომ შთამომავლობას ის ზღაპრად მოჩვენებოდა და რეალობას აცდენოდა, მაგრამ ისეთი მინიშნებებია, ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო ან ძალით უნდა დაიბრმავო თავი...
ამიტომ მოდი დავიწყოთ ქართული მითოლოგიის კვლევაც