Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(43)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თუთიყუშები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
წერილები: 8619
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11
#48310151
· 9 Jul 2016, 22:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
http://www.picz.ge/img/s3/1308/14/8/8b46892e4b9b.jpg
)
თუთიყუშები (psittacines)
372 სახეობაა გაერთიანებული, რომელთა სამშობლო ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებია.
სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 მ-მდე მერყეობს, წონა 10 გ-იდან 1 კგ-ზე მეტი.
გარეგნულად: ძირითადად საკმაოდ მკვეთრი შეფერილობა, აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები და გრძელი ფრთები.
თუთიყუშების სამ ოჯახად ყოფენ:
"ნამდვილი" თუთიყუშები (Psittacoidea)
(IMG:
http://a.pix.ge/s/l9w82.jpg
)
თუთიყუშების ყველაზე დიდი ოჯახია და დაახლოებით 330-მდე სახეობას მოიცავს. მათ შორისაა: არა, ამაზონის თუთიყუში, ტალღოვანი, მოსიყვარულეები, ყელსაბმიანი თუთიყუშები, ჟაკო და ა.შ.
გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა და აზია.
კაკადუსებრნი (Cacatuoidea)
(IMG:
http://b.pix.ge/k/l467l.jpg
)
მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. კაკადუსებრთა წარმომადგენლები, "ნამდვილი" თუთიყუშებისაგან განსხვავებით ფერთა ზედმეტი სიჭრელით არ გამოირჩევიან.გავრცელების არეალი: ავსტრალია, ფილიპინები და ინდონეზია.
ახალი ზელანდიის თუთიყუშები (Strigopoidea)
(IMG:
http://b.pix.ge/p/pfnj9.jpg
)
ეს თუთიყუშები ახალი ზელანდიისათვის ენდემური სახეობებია.
ახალი ზელანდიის თუთიყუშები კიდევ ორ ქვესახეობად იყოფიან.
1. Nestoridae - რომელთაც მიეკუთვნება კეა და კაკას რამოდენიმე სახეობა.
2. Strigopidae -ს წარმომადგენელი კაკაპოა. ყველასათვის ცნობილი როგორც ერთადერთი თუთიყუში, რომელიც არ დაფრინავს. კაკაპო დღესდღეობით გადაშენების პირასაა.
მცირეოდენი ინფო მათ შესახებ
თუთიყუშები (post #30681755)
და
ახალი ზელანდიის ენდემური სიცოცხლე (post #27649756)
მაღალი ინტელექტის და ლაპარაკის უნარის გამო თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრინველია, რომელიც სახლის პირობებში ჰყავთ. სათანადო ყურადღების შემთხვევაში მათი გაწვრთნა და სხვადასხვა ილეთების შესწავლაც შეიძლება. ისინი ახლო კონტაქტში შემოდიან ადამიანთან და მათი დამეგობრება არც თუ ისე ძნელია.
თუთიყუშების სახეობები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტალღისებრი თუთიყუში -(Melopsittacus undulatus)
(IMG:
http://b.pix.ge/p/3uxor.jpg
)
ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში, როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით, თქვენი მეგობარი გახდება. ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ. ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს
იხილეთ დაწვრილებით აქ
სანამ იყიდით, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში, მაშინ ჯობია ორი მოიყვანოთ, რომ არ მოსწყინდეთ.საერთოდ, მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ, რომ ასწავლოთ ლაპარაკი, მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ. (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედლებს საერთოდ არ აქვთ ლაპარაკის უნარი, ზოგი დედალი მამალზე უკეთესადაც სწავლობს)
ასაკის გარჩევა:
ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი.
(IMG:
http://img856.imageshack.us/img856/9021/age.jpg
)
2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ აი ასე:
ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ "შუბლი" უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით. აი ასე:
(IMG:
http://img818.imageshack.us/img818/341/age2y.jpg
)
მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება ყოველთვის, რადგან ზოგიერთ ჯიშს საერთოდ არ აქვს ზოლები.ნისკარტიც ბარტყებს შავი აქვთ, მაგრამ მე როგორც დავაკვირდი ყველას არა, ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალია თვალზე დაკვირვება.
სქესის გარჩევა:
სქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს(ინგლისურად cere)
(IMG:
http://img840.imageshack.us/img840/3467/bcurious1.jpg
)
მამლების ცვლილოვანა ლურჯია, ხოლო დედლების მოყავისფრო ან თეთრ-ღია ცისფერი.
(IMG:
http://www.picz.ge/img/s3/1402/13/4/4e27ed936446.jpg
)
მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია.
მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ.
(IMG:
http://www.picz.ge/img/s4/1406/6/0/0685e3d4ff2c.png
)
ხოლო დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ!
დედლები
(IMG:
http://www.picz.ge/img/s1/1402/13/9/9e1d96fd761a.jpg
)
მამლები
(IMG:
http://www.picz.ge/img/s2/1402/13/f/fc0bc8328e62.jpg
)
გამრავლება
ტალღოვნების გამრავლება სახლის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ არც თუ ისე იოლი საქმეა. კვერცხებზე ჯდომა და შემდეგში ბარტყების აღზრდა უდიდეს ენერგიას მოითხოვს როგორც დედლისთვის, ასევე მამლისთვის. ამიტომ აუცილებელია საჭირო პირობების შექმნა.აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დედალიც და მამალიც ასაკით მინიმუმ 1 წლის უნდა იყოს.ტალღოვანი თუთიყუშები საკმაოდ ადვილად მრავლდებიან სახლის პირობებში. გამრავლებისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული. რადგან გაზაფხულზე საკმაოდ თბილა, სინათლეა და ასევე ბევრი ხილია. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არ ნიშნავს იმას რომ ტალღოვანი თუთიყუში ზაფხულში, შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ გამრავლდება. უბრალოდ ზაფხული არ არის სასურველი, რადგან ბუდეში საკმაო სიცხე იქნება, ამავდროულად დიდი შანსია პარაზიტების გაჩენისა. რაც შეეხება შემოდგომასა და ზამთარს, იმისათვის რომ ამ დროს გამოვზარდოთ ტალღოვანი თუთიყუშის ჯანმრთელი ბარტყი, ამისათვის მას უნდა შევუქმნათ სპეციალური პირობები. დღე-ღამეში სინათლე უნდა მიეწოდებოდეს 12-14 საათით, ოთახში რომელშიც თუთიყუშები იმყოფებიან, ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილურად +20; +22 გრადუსი.ტალღოვანი თუთიყუშების გასამრავლებლად ირჩევენ ახალგაზრდა თუთიყუშებს, რადგან უკვე მოზრდილი თუთიყუშები იშვიათად იძლევიან ჯანმრთელ შთამომავლობას. უმჯობესია თუკი თუთიყუშებს, რომლებიც შერჩეული გვყავს გასამრავლებლად, ჰყავდეთ მშობლები, რომლებიც იძლევიან ჯანმრთელ ბარტყებს და ასევე კარგად უვლიან მათ. კარგი იქნება თუკი თუთიყუშებს 1 გალიაში მოვათავსებთ უკვე შემოდგომით. გასამრავლებელი თუთიყუშების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ ფიზიკურ განვითარებას, იმას თუ რაოდენ მოძრავია, ასევე ბუმბულებს - ამით ჩვენ იმასაც მივხვდებით ჯანმრთელია თუ არა ინდივიდი, ხასიათი და ამავდროულად თუთიყუში არ უნდა იყოს არც მსუქანი და არც გამხდარი. დაუშვებელია შევაჯვაროთ მონათესავე თუთიყუშები. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დეფექტიან, რახიტ და ნაკლებად სიცოცხლისუნარიან ბარტყებს.ტალღოვან თუთიყუშებს გამრავლება შეუძლიათ უკვე 8-9 თვის ასაკში. თუმცა კი ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჯვაროთ ისინი.გამრავლებისთვის ოპტიმალური ასაკია მინიმუმ 1 წელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდედრ თუთიყუშს, რომლის ორგანიზმსაც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ფორმირება, შეიძლება მოკვდეს კვერცხების დადებისას. ყველაზე კარგი ასაკი თუთიყუშების შესაჯვარებლად, არის 2-3 წელი. თუმცა კი ამავდროულად გაითვალისწინეთ რომ მათი გამრავლება შეიძლება წელიწადში "მაქსიმუმ" ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში დედალი ტალღოვანი რამოდენიმე წელიწადში დაგეღუპებათ თუკი თუთიყუშების გასამრავლებლად, წყვილი წარმატებით შევარჩიეთ, მაშინ თუთიყუშები მუდამ ერთმანეთის სიახლოვეს იმყოფებიან. მამლები მუდამ თავს ევლებიან დედლებს და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება. იმისათვის რომ თუთიყუშებმა წარმატებით დაიწყონ გამრავლება, ამისათვის საჭიროა მათი მომზადება.
პირველ რიგში ჩამოუკიდეთ ბუდე (იხ.სურათზე)
(IMG:
http://www.picz.ge/img/s1/1402/5/c/c177e63b8d59.png
)
ბუდეში აუცილებლად უნდა ეყაროს ნახერხი ან თივა. დედალი ბუდეს შემდგომში თავის გემოვნებით "მოაწყობს". ბუდის ოპტიმალური ზომებია 25X20X20 სმ. 25 სანტიმეტრი იატაკი და ჭერია. ასევე საჭიროა იატაკზე პატარა ჩაღრმავებები იყოს. რათა კვერცხებმა არ იგორაოს, თუმცა კი ამავდროულად თუთიყუშს არ უნდა გაუჭირდეს მისი გადაადგილება. მას შემდეგ რაც გალიაში ბუდე ჩავამაგრეთ, საჭიროა დავაკვირდეთ თუთიყუშების ქცევას. როგორც წესი პირველად მამალი იწყებს ბუდეში შესვლას და ცდილობს დედალიც შეიტყუოს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. როდესაც დედალი აქტიურად დაიწყებს ბუდის "დალაგებას" , ე.ი. მიზანთან ახლოს ხართ :D შეჯვარებიდან 2-4 კვირით ადრე, საჭიროა ისინი მუდმივად ბევრს დაფრინავდნენ, რადგან ბევრი ფრენის შედეგად მათ უჩქარდებათ ნივთიერებათა ცვლა, უომჯობესდებათ მადა, უვითარდებათ კუნთები. ამ დროს თავიანთი საკვების გარდა, დამატებით უნდა მივცეთ ქათმის კარგად მოხარშული კვერცხი. ასევე უცხიმო ხაჭო, გაღვივებული თესლი, მინერალები და ცარცი. თუკი წყვილი სწორადაა არჩეული, ისინი ხდებიან ცოტა ნერვიულები, რის შემდეგაც 8-10 დღეში დედალი დებს პირველ კვერცხს. ჩვეულებრივ იგი დებს 6-8 იშვიათად კი 10 კვერცხს. მას შემდეგ რაც დედალი 2-3 კვერცხს დადებს, იგი იწყებს კრუხობას. ასევე ფაქტობრივად ყოველდღე დებს ახალ კვერცხს. კრუხობისას მამალი კვებავს დედალს. ამ პერიოდში მამალი დიდ დროს ატარებს ბუდის შესასვლელთან და ჟღურტულებს.
ბარტყების მოვლა
პირველი კვერცხის დადებიდან დედალი მიყოლებით რამოდენიმე კვერცხს დადებს ერთი ან ორი დღის შუალედით. კვერცხებზე ჯდომა შეიძლება 2 ან 3 კვერცხის შემდეგ დაიწყოს, მაგრამ საშიში არაფერია. კვერცხებზე ჯდომის პერიოდში დედალი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტა ხნით ტოვებს ბუდეს, მისი გამოკვება მამალს აკისრია.პირველი კვერცხის დადებიდან 17-20 დღეში ბარტყები დაიწყებენ გამოჩეკვას იგივე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იყო კვერცხები დადებული. ახლა უფრო მეტი დამატებით საკვების შეშველებაა საჭირო. მხოლოდ მშრალ მარცვლეულზე რომ არ იყვნენ,
ხილ-ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ მისცეთ მაგრად მოხარშული კვერცხი და ასევე უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული წიწიბურა.
ბარტყებს დედალიც აჭმევს და მამალიც. ზოგჯერ, როცა ძალიან ბევრი ბარტყია და მშობლები გამოუცდელები არიან შეიძლება ვერ მოახერხონ ყველას თანაბრად გამოკვება. ამის შენიშვნა ადვილია თუ ბარტყების ჩიჩახვს შეხედავთ. ჩიჩახვი ცარიელი არ უნდა იყოს!ბუდის შემოწმება შეიძლება, ოღონდ ძალიან ხშირად არა.
არასოდეს შეეხოთ ბარტყებს
, რადგან შეიძლება დედამ ამის შემდეგ აღარ გამოკვებოს ან უარეს შემთხვევაში მოკლას.15 დღემდე ბარტყები ძალიან მგრძნობიარეები არიან სინათლეზე, ამიტომ მოერიდეთ სურათების გადაღებას.1 თვის შემდეგ ბარტყები ნელ-ნელა იწყებენ ბუმბულით შემოსვას და ბუდიდან გამოსვლას. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ჭამას, ამიტომ ნუ განაცალკევებთ მათ მშობლებისაგან.ამ პერიოდში უკვე შეიძლაბა მათი ხელში აყვანა .ბუმბულების სრულად ამოსვლის შემდეგ ბარტყებს უკვე ფრენაც შეუძლიათ.2 თვის ბარტყი უკვე მზადაა დამოუკიდებლად იცხოვროს :D
გაითვალისწინეთ
სახლის პირობებში გამრავლება ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. დედლისთვის ბარტყების აღზრდა დიდი სტრესის ტოლფასია. გამოუცდელ მშობლებს ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული "საქმე". ხანდახან დედალს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, ზოგ შემთხვევაში - კვდება. ასევე გასათვალისწინებელია ბარტყების ბედი. ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლში დაიტოვოს 6 ან მეტი ჩიტი. ამიტომ წინასწარ იფიქრეთ სად "გააშვილებთ" ბარტყებს : )
ნიმფა/კორელა (Nymphicus hollandicus)
(IMG:
http://www.petproducts.co.za/pictures/cockatiel.jpg
)
ავსტრალიური წარმოშობის კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი. ტალღოვანი თუთიყუშების შემდეგ, ყველაზე პოპულარული სახლის ფრინველი.ნიმფები ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე და მეგობრული ფრინველია, ადვილად ეგუება ადამიანს, უყვარს თამაში და მათთან ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენთ. კორელებს აქვთ ლაპარაკის ნიჭი. მათ აქვთ ძალიან კარგი სმენა, შეუძლიათ დაიმახსოვრონ მელოდია და უშეცდომოდ იმღერონ (უფრო სწორად უსტვინონ )კორელები ბინადრობენ ავსტრალიაში. ისინი ცხოვრობენ გუნდებად. სახლდებიან წყალთან ახლოს, მინდვრებში ან ადამიანებით დასახლებულ პუნქტებთან. ბუდეს ქმნიან გამხმარი ხის ფუღუროში და სწორედ ამიტომაცაა რომ მატი ფერი უმეტესად რუხია. დედალ-მამალი სამუდამოდ ქმნის წყვილს და ხშირია შემთხვევები, როდესაც 1 მათგანი კვდება, მეორეც მალე გარდაიცვლება ხოლმე დარდით. ბუნებაში კორელები ცხოვრობენ 20-დან 25 წლამდე, მაგრამ გალიაში სამწუხაროდ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა მხოლოდ 18 წლით შემოიფარგლება. კორელა შესანიშნავი ფრინველია სახლში საცხოვრებლად. ისინი ადვილად ეჩვევიან პატრონს, არ არიან აგრესიულები სხვა, მათზე უფრო მომცრო ჩიტების მიმართ. ლაპარაკს სწავლობს მალევე, ლაპარაკობს როგორც მამალი, ასევე დედალი. ლაპარაკისას ისინი არ ჟღურტულებენ, ამიტომ მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები, არის მკაფიო და ხმამაღალი.კორელა სიგრძეში იზრდება 30-35 სანტიმეტრის, მისი ფრთა აღწევს 18 სანტიმეტრს, იწონიან დაახლოებით 150 გრამს. მათი კვების რაციონს შეადგენს სხვადასხვა მცენარეულობა და მათი თესლი. ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ნექტარი, ხორბალი, შვრია, ფეტვი და ბუნებაში ისინი ასევე მოიპოვებენ სხვადასხვა მცირე ზომის მწერებს.იმისათვის რომ კორელამ თავი კომფორტულად იგრძნოს, ამისათვის საჭიროა დღის შუქი მას მიეწოდებოდეს არანაკლებ 10-12 საათისა. ხოლო ზამთარში, როდესაც მალე ბნელდება, უმჯობესია გალიასთან ახლოს დავაყენოთ ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც მას მზის მაგივრობას გაუწევს.ტემპერატურა ოთახში სადაც კორელაა, უმჯობესია იყოს +20 დან +25 გრადუსამდე. კორელებს არ უყვართ ტემპერატურის სწრაფი ვარდნა და ამიტომ უმჯობესია თუკი იგი შორს იქნება გამათფობელისგან და ასევე ღია ფანჯრებიდან. ასევე მისი პირველი მტერია ორპირი ქარი. ტენიანობა ოთახში უნდა იყოს 55-60% თუკი ძალიან მშრალი ჰაერი იქნება, თუთიყუშმა შეიძლება საკუთარი ბუმბულები დაიპუტოს. ამიტომ უმჯობესია ტენიანობის 1 დონეზე შენარჩუნება. თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია თუთიყუშს მივასხათ თბილი წყალი.კორელას თავადაც შეუძლია ბანაობა, მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყეტთ მის ბანაობას, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-35 გრადუსი. ხოლო ბანაობის შემდეგ მალევე გაამშრალეთ იგი.გალია კორელასთვის რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია, მაგრამ მინიმუმ იგი უნდა იყოს
სიგანეში 45 სანტიმეტრი
სიგრძე 50-60 სანტიმეტრი
სიმაღლე 60-100 სანტიმეტრი
კარგი იქნება თუკი გალიაში მას ჩამოუკიდებთ ზარიან სათამაშოებს. ხოლო პლასტმასის ქანდარებს შეუცვლით ხის ქანდარებით, რომელთა დიამეტრიც იქნება 1 სანტიმეტრი. ჯოხს შეგიძლიათ დაუტოვოთ კანი, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი გარეცხვა მდუღარე წყლით. ტოტი უნდა იყოს ისეთი ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მივირთმევთ.3 თვემდე არ არის მიზანშეწონილი ბარტყის შეძენა, რადგან 3,5 თვემდე ყველა კორელა დედალს ჰგავს, სქესის გარჩევა შეიძლება მას შემდეგ, როცა ისინი ბუმბულს გამოიცვლიან. მამლები არიან უფრო ხმაურიანები და ხშირად მღერიან, მდედრები უფრო წყნარები და ამავედროს უფრო მსუქნები არიან.1 წლის შემდეგ, მდედრი კორელები კვერცს დებენ, მაგრამ თუკი ეს კვერცხი გაუნაყოფიერებელია, აუცილებელია მას წავართვათ იგი, რათა კრუხობა არ დაიწყოს. ასევე ამ დროს უნდა მივცეთ მას ქათმის მოხარშული კვერცხი და ვიტამინები კალცისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ კორელებს გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი მტვერი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით თითქმის არ ჩანს. თუმცა კი მტვერის გამო, კორელას ყოლა კატეგორიულად არ შეიძლება ასთმიანი ადამიანებისათვის.
სქესის გარჩევა:
პატარა ნიმფების სქესის გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ბუმბულის პირველ მოცვლამდე ყველა დედალს ჰგავს. ბუმბულის მოცვლის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ თავსა და კუდზე:
(IMG:
http://www.picz.ge/img/s4/1402/5/a/abdacae606e1.jpg
)
გამრავლება
ყველაზე თბილი თუთიყუშიც კი შეიძლება აგრესიული არმოჩნდეს პატრონის მიმართ გამრავლების პერიოდში. მართალია კორელას გამრავლება უკვე 6 თვიდან შეუძლია, მაგრამ იდეალური ასაკი ამისათვის არის 1,5 და 2 წელი. გამრავლებამდე 5-6 თვით ადრე კორელას სჭირდება ბევრი ვიტამინი, უმჯობესია თუ მისცემთ ხილს და ასევე მოხარშულ კვერცხს. ქათმის რასაკვირველია. ასევე თეთრ ხმელ პურს, სიმინდს, შვრიას, ასევე რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, კალციუმი და მცირე ზომის კენჭები. მათთვის ეს აუცილებელია და ამიტომ უნდა მიიღონ ყოველდღე, მიეცით მაშინაც კი, თუკი ისინი მას არ ეკარებიან. არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადება, ხოლო თუკი ისინი მაინც განაყოფიერებულია, მაშინ შთამომავლობა შეიძლება დაიბადოს ავადმყოფი, ყველა კვერცხი არ გამოიჩეკოს, ხოლო რომელიც გამოიჩეკება, ის ბარტყები შეიძლება მალევე დაიხოცონ. ასევე შეიძლება მოკვდეს დედა თუთიყუშიც. ასევე გამრავლებამდე აუცილებელია თუთიყუშები ინტენსიურად დაფრინავდნენ, რადგან მიიღონ ჯანმრთელი შთამომავლობა და ასევე ძალიან არ გასუქდნენ.კორელების გამრავლება უმჯობესია გაზაფხულზე. როცა დღის შუქი მეტია და ასევე ბევრია ხილი და ბოსტნეული. ზაფხულში გამრავლება ცუდია რადგან ძალიან ცხელა ბარტყებისთვის, შემოდგომაზე დღე მოკლდება, ხოლო ზამთარში ძალიან ცივა და ბარტყები შეიძლება დაგეღუპოთ.
ყველაზე რთული პროცესია თუთიყუშების დაწყვილება. რადგან თუკი მათ არ მოეწონათ ერთმანეთი, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ისინი არ გამრავლდებიან.შეჯვარებამდე 4-6 კვირით ადრე თუთიყუშს დღის შუქი უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ 8-10 საათი დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ყოველდღიურად 10 წუთით მოუმატეთ მათ სინათლე. ამ დროს მასში ხდება სექსუალური ჯირკვლების რეგრესი და იგი ემზადება ახალი რეპროდუქციული სეზონისთვის.ოთახის ტემპერატურა საშუალოდ უნდა იყოს 20 გრადუსი ხოლო ჰაერის ტენიანობა ბუდეში 50 - 60% ამ დროს კორელების გალია უნდა იყოს იმხელა, რომ მათ შეეძლოთ მასში ფრენა.გამრავლება შეუძლებელია ბუდის გარეშე. ბუდეს უნდა ჰქონდეს პატარა მრგვალი ჭრილი, საიდანაც თუთიყუშები შევლენ და გამოვლენ. უმჯობესია თუკი ბუდე იქნება ხის. ასევე იგი უნდა იყოს საკმარისად დიდი 2 ზრდასრული კორელასთვის და ასევე მათი შვილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებმა შეიძლება კვერცხები გაჭყლიტონ. ბუდე არ უნდა იყოს გალაკული და მასში კარგად უნდა მოძრაობდეს ჰაერი. ბუდეს უნდა ჰქონდეს სახურავი, რომლის მოხსნაც შეგვიძლია. ასევე ბუდე უნდა დავკიდოთ გალიის ერთ-ერთ გვერძე, ქანდარაზე 2-3 სანტიმეტრით ზემოთ, რათა მამალმა კორელამ უყარაულოს. იგი იშვიათად თუ მოშორდება ქანდარას. ბუდეში ჩაყარეთ ნახერხი. 2-4 სანტიმეტრამდე რომ დაფაროს ძირი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბა ან სხვა ქსოვილი. თუთიყუში ხშირად ბუდიდან ყრის ნახერხს, და კვერცხს იატაკზე დებს. ამიტომ უმჯობესია თუკი ბუდის იატაკს ექნება 0,5-1 სანტიმეტრამდე ჩაღრმავებები. რათა მან არ იგორაოს. მაგრამ დედას შეეძლოს მისი გადაბრუნება გასათფობად. ბარტყების დაბადების შემდეგ, უმჯობესია მათი მთავარი საკვები იყოს კვერცხი, მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი ბუდეს დატოვებენ, ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ ზრდასრული თუთოს საკვებს. იმისათვის რომ ბარტყები ჯანმრთელები იყვნენ, მათ სჭირდებათ მაღალკალორიული და ვიტამინებით სავსე საკვები. შეჯვარება გრძელდება 7-10 დღე ხანდახან კი 4-6 კვირაც კი. კოჭლ მამლებს არ შეუძლიათ შეჯვარება, რადგან ისინი ვარდებიან ხოლმე მდედრის ზურგიდან. მანამ სანამ დედალი კვერცხს დადებს, ის იქნება უფრო ნერვიული და ამავე დროს მსუქანი. მისი სუნთქვა კი უფრო შესამჩნევი გახდება. დედალი ჩვეულებრივ დებს 4-5 კვერცხს, მაგრამ ხანდახან მათი რიცხვი 8მდეც ადის. იგი კვერცხს დებს თითქმის ყოველ 10 საათსი. კორელები, განსხვავებით სხვა ჩიტებისგან ორივე ზის კვერცხზე. მამალი დღე, ხოლო დედალი ღამე. ისინი კრუხობას იწყებენ მას შემდეგ, რაც დედალი დადებს 2-3 კვერცხს. კორელას ტემპერატურა 41-42 გრადუსია, ხოლო კვერცხს იგი ათბობს 39-40 გრადუსამდე. გასათფობად ასევე დედალი კორელას Xსირად 1 ადგილიდან მეორეზე გადააქვს კვერცხები. ბარტყები იჩეკებიან 21-23 დღეში პირველისა და ბოლო ბარტყვის გამოჩეკას შორის, შეიძლება რამდენიმე დღიანი ინტერვალი იყოს. დაბადებისას ბარტყები ბრმები არიან. მათ აჭმევს როგორც დედა, ასევე მამა. მშობლები ყლაპავენ საკვებს, ხოლო შემდეგ ისევ უკან იღებენ.ბარტყების გამოჩეკისას მათ მშობლებს მიეცით მოხარშული კვერცხი, ხორბალი და თავისი საკვები. მოერიდეთ მწვანილებსა და სხვა მცენარეულობებს. 2 კვირაში ბარტყებს ნელ-ნელა უკვე დაეწყებათ ბუმბულის ამოსვლა. მეოთხე კვირას ისინი უკვე გამოვლენ ბუდიდან, მაგრამ ადამიანის დანახვისას შეიძლება კვლავ დაიმალონ. 35-40 დღის ასაკში ისინი უკვე ტოვებენ ბუდეს, თავისით ჭამენ და ცდილობენ ფრენას.
მოსიყვარულე თუთიყუში (Agapornis)
(IMG:
http://a.pix.ge/m/ori5m.jpg
)
აფრიკის კონტინენტზე მობინადრე პატარა ზომის თუთიყუშების სახეობაა. ეს თუთიყუშები ცხოვრობენ წყვილებად და როგორც წესი ძალიან უყვართ თავიანთი მეწყვილე, რომელთანაც მთელ სიცოცხლეს ატარებენ, სწორედ აქედან მიიღეს თავისი სახელი. არიან ძალიან აქტიურები, საინტერესოები და ცელქები. ისინი ძალიან სოციალური ფრინველები არიან და აყალიბებენ ღრმა კავშირებს მათ მფლობელებთან თუმცა ზოგჯერ ძალიან ჯიუტებიც არიან. ზოგიერტი ექსპერტი თვლის, რომ ქალი (მდედრი) უფრო მგრძნობიარეა ეჭვიოანობის მხრივ ვიდრე მამრი. ხელზე გაზრდილი პატარა მოსიყვარულეები არიან საუკეთესო სახლის ბინადები თუმცა საჭიროა მუდმივი წვრთნა და რეგულარული მართვა მათი მოშინაურების შესანარჩუნებლად. მოზრდილ მოსიყვარულეებს რომლებიც არ არიან ხელზე მიჩვეულნი შეიძლება დაჭირდეთ ძალიან დიდი დრო და მოთმნება გაწვრთნისთვის.არსებობს საზოგადოდ ცნობილი მითი იმის შესახებ რომ მოსიყვარულეები უნდა გყავდეთ წყვილად მაგრამ ის განმარტოებითაც იქნება კარგად თუკი იღებს საკმარის სოციალურ ურთიერთობებს, , სითბოს და ყურადღებას რაც საჭიროა ოჯახის წევრებისგან. ხოლო თუ თქვენ ვერ ატარებთ საკმარის დროს და ვერ უთმობთ ყურადღებას მას, უმჯობესია უპოვოთ კომპანიონი. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისეთი ხმამაღალია როგორც ზოგიერთი დიდი თუთიყუში, მოსიყვარულემ შეიძლება გამოსცეს საკმაოდ მაღალი ხმოვანი წამოკივლებები განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვს თქვენს ყურადღებას..
გაითვალისწინეთ რო მოსიყვარულე ვერ სწავლობს ლაპარაკს.
გალია:
როგორც მინიმუმი, გალია უნდა იყოს 60 სანტიმეტრი სიგრძე და 60 სიგანე (ასევე სიმაღლე) თუმცა მეტი რა თქმა უნდა უკეთესია. (ამ მხრივ სიგრძე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიმაღლე) გისოსებს შორის დაშორება კი უნდა იყოს არა უმეტეს 1.27სმ. დან 1.58 სმ.მდე და უნდა იყოს ორიენტირებული ჰორიზონტალურად რათა მას საშუალება მიეცეს იცოცოს გალიის მხარეებზე. მოერიდეთ მრგვალ გალიებს. მოიმარაგეთ სხვადასხვა ზომის ქანდარები, მათ შორის ბუნებრივი ხის თუკი არის შესაძლებელი რადგან ეს უწყობს ხელს მათ ჯანმრთელოას.
სათამაშოები:
მოსიყვარულეები საკმაოდ აგრესიული არიან კბენის მხრივ ამიტომ კარგად უნდა დავფიქრედეთ სათამაშოს შერჩევამდე. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ არ არსებობს მცირე ნაწილები, რომელიც შეიძლება მან გადაყლაპოს. უსაფრთხო სათამაშოები მოიცავს ხის, აგავის, ტყავის და აკრილის სათამაშოებს, ზარებს და კიბეებს. ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მუყაოს მილები ქაღალდის რულონებსგან, ქაღალდის ჭიქები და გამომშრალი მაკარონის ფორმები შეიძლება გამოიყენოთ თქვენი მოსიყვარულესთვის. ისინი არიან ძალიან აქტიურები და თამაშის მოყვარულნი ამიტომ კარგი იქნება თუ ბევრი სათამაშო გექნებათ მათ გასართობად.
კვება:
არაბალანსირებული ან არასრული დიეტა არის ძირიტადი პრობლემა სახლის ფრინველებში და წარმოადგენს ძირითად დაავადების წყაროს. არც არსებობს საკმარისი სამეცნიერო კვლევა ფრინველის კვების შესახებ განსაკუთრებით თუკი ეს ეხება სხვადასხვა ჯიშის.. ამ ჩამოყალიბების პერიოდში კი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ჩამოყალიბებული დიეტა სხვა დამატებით საკვებთან ერთად არის საუკეთესო. ზოგიერთი ფრინველი კი მაშინვე ირჩევს რომელიმე საყვარელ მარცვლოვან მცენარეს რაც კიდევ უფრო ამცირებს კვების ბალანსს. რაც შეეხება ნარჩენ საკვებს (junk food) ჩიტებს ის უყვართ მაგრამ ეს არაა ჯანსაღი არჩევანი.ზოგიერთი სახეობა, ისევე როგორც ტალროვნები და ნიმფები არიან ბუნებრივად სათესლე ქერქიჭამიები მაგრამ მათთვისაც კი თესლი უნდა შეადგენდეს საკვების მხოლოდ 25 პროცენტს.
გამრავლება:
წარმატებული გამრავლებისთვის თითოეული მოსიყვარულე უნდა იყოს პირველ რიგში ჯანმრთელი. ნორმალური და 1დან 5 წლამდე ასაკის. მათ ესაჭიროებათ ბუდე რომელშიც დადებენ კვერცხებს. მისი შესაბამისი ზომა კი არის 12"x12"x12. შესასვლელი ხვრელი კი დაახლოებით 3 სმ დიამეტრის. სწორი ბუდის მოსამზადებელი მასალა როგორიცაა გახეხილი ქაღალდი, ასევე უნდა გათვალისწინებული. გამრავლების ასაკის ფრინველები (დედალი) უნდა მოამარაგოთ კალციუმით რომელსაც ის კარგავს კვერცხის დების დროს. ისინი დებენ 5დან 12 კვერცხამდე. საშუალოდ, მოსიყვარულე ჩიტები გამოჩეკავენ მათ კვერცხებს დაახლოებით 23 დღის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში მდედრები საშუალებას აძლევენ მამრებს რომ გამოკვებონ პატარები გამოჩეკიდან 2 ან 3 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ კი ისინი გამოყავთ. შესაძლოა 6დან 8კვირამდე მათი გამოკვება საჭირო იყოს ხელით სანამ გადავლენ ფეტვზე, რბილ მარცვლეულსა და ხილ-ბოსტნეულზე.მოსიყვარულე თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად.
სქესის გარჩევა
ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება.
მოსიყვარულე თუთიყუშების რამდენიმე ქვესახეობა არსებობს.
(IMG:
http://www.picz.ge/img/s2/1204/12/a/ae8641ee0f86.png
)
This post has been edited by
Qetucha
on 9 Jul 2016, 22:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
წერილები: 8619
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11
#48310208
· 9 Jul 2016, 22:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაგრძელება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჟაკო (African Grey) Psittacus erithacus
(IMG:
http://a.pix.ge/c/t8cue.jpg
)
აფრიკული თუთიყუში ჟაკო საკმაო პოპულარობით სარგებლობს ფრინველების მოყვარულ ადამიანებში. მისი მაღალი ინტელექტი ყველასათვის ცნობილია, რადგან. განვითარების დონე 7 წლის ბავშვის დონეს უტოლდება. ხოლო ადამიანის საუბრის და სხვა და სხვა ხმების იმიტაციაში მას ცოტა სახეობა თუ შეედრება. ასევე ერთადერთი თუთიყუშია, რომელსაც კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია. არ საუბრობს მექანიკურად დამახსოვრებული სიტყვებით. შეფერილობით იგი ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერ შეფერილობამდე იცვლება, იმის მიხედვით, აფრიკის რომელი კუთხიდანაა. კუდი ზოგს მუქი წითელი აქვს, ზოგს კი ნაცრისფერი. მეტი პოპულარობით სარგებლობს კონგოური ჟაკო, რადგან იგი უფრო ღია სერი ფერისაა და ლამაზი წითელი კუდი აქვს.
სანამდე ჟაკოს შევიძენთ, აუცილებელია იმის განსაზღვრა, რამდენად შევძლებთ მის მოვლას, შევუქმნით სათანადო პირობებს, გამოვუყობთ დღეში ორ საათს მაინც, საკონტაქტოდ და სასაუბროდ, რადგან, ჟაკოები საკმაოდ კონტაქტური და სოციალური ფრინველებია. უყურადღებოდ დარჩენის შემთხვევაში, ფსიქიკა უზიანდებათ, ბუმბულს იპუტავენ, რის გადაჩვევაც შემდეგ ძალიან რთულად ხდება. ჟაკოები საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ, საშუალოდ 50 წელს და კარგი მოვლის შემთხვევაში, გაცილებით მეტსაც.
თუ ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც გადაწყვეტთ ჟაკოს შეძენას, მაშინ უნდა გათვითცნობიერდეთ ჟაკოს ხასიათში, რა არის მისთვის კარგი და ცუდი. მათ საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვთ და ყოველი დაუფიქრებელი და ცუდი მოპყრობა მის მიმართ, არ ჩაივლის უკვალოდ, შემდგომ თქვენდამი მოჩვევის საკითხში. ჟაკო უზომოდ ცნობისმოყვარე და დაკვირვებულია. ამჩნევს ყველაფერს რაც მის ირგვლივ ხდება. მაგალითად, ტელეფონი რომ რეკავს და პატრონი მაშინვე ყურმილის ასაღებად მიდის, ეს მოვლენა ჟაკოს არ გამოეპარება და მალე შეიძლება თვითონ დაიწყოს ტელეფონის ზარის იმიტაცია, იმისთვის რომ მასთან მიირბინოს პატრონმა ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება და სანამ ბოლომდე მოეჩვევა ახალ პატრონს. საჭიროა მის "კაპრიზებზე" გადართვა. თუ დღის განმავლობაში მარტო რჩება, მაშინ რაიმე სათამაშოს ყიდვა აუცილებელია.
გალია
პირველ რიგში, ჟაკოებისთვის რეკომენდირებულია დიდი და მტკიცე გალია, სასურველია ოთხკუთხედი ფორმის. რადგან, დამფრთხალ ფრინველს უყვარს გალიის ზემო კუთეში დაჯდომა, ხოლო, თუ გალია მრგვალია, ან სხვა ფორმის, თავს დაცულად ვერ იგრძნობს, რადგან ვერ დაჯდება გალიის უმაღლეს წერტილში.
გალია უნდა დაიდგას იმ სიმაღლეზე, რომ თუთიყუში პირისპირ გიყურებდეთ. სასურველია ისეთი გალია შეარჩიოთ, რომელიც ზემოთა მხრიდან იხსნება და ქანდარა უკეთდება, რადგან , უყვართ ამ ქანდარაზე შემოსკუპება, გალიაც იქვეა, მათ დაბლა, ამ დროს გამოშვებულებიც არიან და თავს კარგად გრძნობენ.
სურათი
დამეგობრება
პირველ კვირაში , სანამდე ის გარემოს და ადამიანებს ეჩვევა, გალიაში ხელის შეყოფა ან რამე ზედმეტი ქმედება არ შეიძლება. აცადეთ დამშვიდება და გარემოს შესწავლა. უნდა მოიპოვოს მისი ნდობა. რამოდენიმე ხანი მოუწევს მასთან ხშირი კონტაქტი საუბრებით, შეგიძლიათ დაჯდეთ გალიასთან და წიგნი ხმამაღლა იკითხოთ, რომ პატრონის ხმას და ახლოს ყოფნას შეეჩვიოს და შიში გაუქრეს. უეცარ მოძრაობებს ნუ გააკეთებთ, მშვიდად ეურთიერთეთ. თან დააკვირდით მოქმედებებზე რა რეაქციები ექნება. პირველ ეტაპზე რაღაც დოზით უნდა დააიგნოროთ. არ უყუროთ თვალებში, ძალიან ახლოს ნუ მიხვალ გალიასთან და ნუ დააკვირდებით. იყავით ბუნებრივი, აკეთეთ თქვენი საქმე, თან ილაპარაკეთ, იმღერეთ, ისე რომ გხედავდეთ სულ და შეეჩვიოს ქმედებებს და ხმას.1 კვირის მერე უკვე გალიასთან ახლოს აკეთეთ საქმე, თან მომენტებში შეგიძლია შეხედოთ და ნახოთ რა რეაქცია აქვს. ოდნავ მოჭუტული თვალებით კარგია როცა უყურებთ, მტაცებლები ასე არ აკეთებენ და მიხვდება რომ საფრთხე არ ელის თქვენგან. ნელ-ნელა დაიწყეთ უკვე პირდაპირი ლაპარაკი მასთან.ცოტა ხანში პროგრესი უნდა გქონდეთ. გალიას რომ მიუახლოვდები შიშის მაგივრად თქვენსკენ გამოიწევს. ამ დროს უკვე შეგიძლია გისოსებიდან საჭმელი შესთავაზოთ, თავიდან იუცხოებს რა თქმა უნდა.შაემდეგ კი დიდი სიფრთხილით დაიწყებს საკვების გამორთმევას. ხელიდან ჭამის მიჩვევის შემდეგ, დაახლოვებით 2 კვირაში, უკვე შეგიძლიათ გალიიდან გამოუშვათ ჟაკო. ის უკვე საკმარისად გაცნობილი იქნება ოთახს და სიტუაციას. კარგი იქნება, თქვენც თუ იქ იქნებით. როგორც წესი, ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, ყველაფერს ათვალიერებენ და პირში იდებენ, ამიტომაც, ისეთი ნივთები, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან მოწამლოს თუთიყუში, უნდა დამალოთ ან გაიტანოთ ოთახიდან. ჟაკოს კი აქვს ავი მკბენარა თუთოს რეპუტაცია, მაგრამ არაა ასე, როცა ნდობა აქვს პატრონის მიმართ და შიშიც გაქრება, არანაირი მიზეზი არ ექნება რომ უკბინოს. ასე რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მისთვის შიშის გადალახვა .გალიიდან გამოშვება კარგი იქნება თუ მოხდება საღამოს, 2 საათით მაინც. ამ დროს ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან. გამოშვებისას აუცილებელია მისთვის თვალყურის დევნება. საღამოს, დიდი ალბათობით თვითონვე ჩავა გალიაში. არ უნდა შეაშინოთ, რადგან, გალიიდან გამოშვება მისთვის სტრესულ მდგომარეობასთან არ ასოცირდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს იტყვის გალიიდან გამოსვლაზე, რაც მის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედებს.
გალიიდან გამოსვლას და ცასვლას რომ ისწავლის, აითვისებს ოთახს, უფრო გაშნაურდება და პატრონის მიმართ ნდობაც გაუორმაგდება. მიჩვეულ თუთიყუშს კიდევ უამრავი რამ შეგიძიათ ასწავლოთ.
სათამაშოები
ძალიან უყვართ სათამაშები, საქანელები, ზანზალაკები, რომელიც, რა თქმა უნდა მისი შესაფერისი და სპეციალურად ჟაკოებისთვის გათვლილი უნდა იყოს. ვინაიდან, მათ ძლიერ ნისკარტს ვერ გაუძლებს პატარა თუთიყუშების სათამაშოები.
სურათი 1
სურათი 2
სურათი 3
კვება
რაც შეეხება ჟაკოების კვებას, ზოომაღაზიებში იყიდება საკვები, თუმცა, მისი შემადგენლობის თითქმის სრული მოცულობა მზესულზირაზე მოდის. ეს კი ძალიან ცუდად აისახება ჟაკოების ჯანმრთელობაზე. მისთვის სასარგებლოა ფეტვი, გოგრის თესლი, შვრია, სიმინდი, ხორბალი, მიწისთხილი და ძალიან ცოტა მზესუმზირა. ეს ნარევი მარცვლეულის მასა იდეალური საკვებია მისთვის, ასევე, ხილი და ბოსტნეული, რომელიც დღეგამოშვებით , მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტით უნდა მიეცეს. მოხარშული კვერცხი იშვიათად, მაგრამ კარგია.
კატეგორიულად არ შეიძლება ნუში. სხვა ყველა თხილი დასაშვებია.
ბანაობა
ჟაკოები არ არიან ბანაობის მოყვარული. ზამთარში არ შეიძლება მათთვის ბანაობა, თუ ოთახში მაღალი ტემპერატურა არ არის. ზაფხულში კი შეიძლება მისასხურებლით მისი გაწუწვა, რაც ძალიან ახალისებთ. კარგად მიჩვევის შემდებ , კი დუშის ქვეშაც სიამოვნებით ბანაობენ. ბანაობის მერე აუცილებელია მისი კარად გაშრობა. უნდა იფრინოს ბევრი. თუმცა ჟაკოები ფრენის მოყვარულები არ არიან, ამიტომაც ზოგჯერ მას პირსახოცით და ფენითაც აშრობენ ხოლმე რომ გაციება თავიდან აარიდონ.თუ ჟაკოს შეხედავთ როგორც მეგობარს და არა შინაურ ფრივნელს, რომელიც გალიაში უნდა იჯდეს და სიტყვებს იმეორებდეს, იგი ამას დააფასებს. აჩუქეთ სიყვარული , მეგობრობა და გარანტირებული გექნებათ მხიარული და მოსიყვარულე მეგობარი, მრავალი წლის განმავლობაში.
ყელსაბმიანი თუთიყუში/კრამერის თუთიყუში (Psittacula krameri)
(IMG:
http://cache.desktopnexus.com/thumbnails/1335296-bigthumbnail.jpg
)
მათი სამშობლო აფრიკა და აზიაა.
მარცხნივ - დედალი; მარჯვნივ - მამალი
(IMG:
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/70/Rose-ringed_Parakeets_(Male_%26_Female)-_During_Foreplay_at_Hodal_I_Picture_0034.jpg
)
შეუძლიათ ლაპარაკიც და სტვენაც, როგორც მამალს, ასევე დედალს.
კრამერის თუთიყუში არც ისე მოსიყვარულე და თბილი სახეობაა, როგორც მაგალითად ნიმფა ან ტალღოვანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ "მეგობრობას" გაგიწევთ.გაითვალისწინეთ, რომ კრამერის თუთიყუშებს ძალიან ხმამაღალი ხმა აქვთ, ამიტომ ყველა ვერ უძლებს, ასე რომ წინასწარ დაფიქრდით, გაქვთ თუ არა ამისათვის საკმარისი ნერვები.ინდური ყელსაბმიანი თუთიყუში, იგივე კრამერის თუთიყუში (Psittacula krameri) ნამდვილ თუთიყუშთა ოჯახს განეკუთვნება. ბინადრობს სამხრეთ აზიასა და აფრიკის რაიონებში.საჰარა, მალი, სამხრეთ ნიგერია, ჩრდილო განასა და ბურკინა-ფასოში. ტოგო, ბენინი, კამერუნსა და ჩადაში. ასევე სამხრეთ სუდანში. ეთიოპია, უგანდა, ჯიბუტსა და ჩრდილო დასავლეთ სომალიში. ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. აზიაში ბინადრობს: ინდოეთში, პაკისტანი, ბანგლადეში, ნეპალი, ცეილონსა და მიანმაში. ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე.მისი გავრცელების მთელ არეალში საკამოდ დიდი პოპულაციები გვხვდება. ბინადრობს ადამიანთან ახლოს, მათ შორის ქალაქებშიც. ეს სახეობა ყველაზე მრავალ რიცხოვანია ნამდვილი თუთიყუშების ოჯახში.ყელსაბმიანი თუთიყუშის მთავარი შეფერილობა მწვანეა, თუმცა კი ასევე შერეული აქვს სხვა ფერებიც. კისრის მიდამოებში მამლებს წვრილი ვარდისფერ-წითელი რგოლი აქვთ, სწორედ ამიტომ ქვიათ მათ "ყელსაბმიანი" თუთიყუში. (დედლებს ყელსაბამი არ გააჩნიათ) როგორც სხვა ნამდვილი თუთიყუშები, კრამერის თუთიყუში მშვენივრად დაფრინავს, მაღალ სიმაღლეებსა და სიჩქარეებზე. ამ თუთიყუშებს ახასიათებთ დიდ გუნდში ცხოვრება, რომელთა ციფრიც ას (100) ზოგჯერ კი ათას (1000) ინდივიდსაც კი აღწევს.კრამერის თუთიყუში საცხოვრებლად უპირატესობას ანიჭებს ღია ჰაბიტატებს. თუმცა კი თითქმის მთელს დროს ხეზე ატარებს და მიწაზე იშვიათად ეშვება. ბუდეს იკეთებს მუხის ფუღუროში, თუმცა კი ქალაქში შენობებშიც ხშირად შეხვდებით მათ ბუდეებს. ისევე როგორც ყველა ნამდვილი თუთიყუში, ყელსაბმიანსაც ვეგეტარიანული დიეტა აქვს, რომელშიც შედის: ხილი, მარცვლეული და თხილეულით. ხშირად დიდი ზიანი მოაქვს ფერმერებისთვის. აფრიკაში ყელსაბმიანი თუთიყუშების ცხოვრების სტილი საკმარისად არ არის შესწავლილი. აზიაში კი, სადაც ეს თუთიყუში არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული, საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. თუთიყუშის სახელწოდება ასახავს გერმანელი ნატურალისტის ვილგელმ კრამერის წვლილს ბიოლოგიაში.ინდური ყელსაბმიანი თუთიყუში განეკუთვნება იმ თუთიყუშების სახეობას, რომლებიც საკმაოდ ხშირად ჰყავთ სახლის პირობებში. მას გააჩნია უნარი დაიმახსოვროს და იმიტაცია მოახდინოს ადამიანის ლაპარაკისა თუ სხვა ხმების, თუმცა კი ეს შესაძლებლობა არც თუ ისე კარგად აქვს განვითარებული. მიუხედავად ამისა 250-მდე სიტყვას სწავლობს, მდედრები შედარებით ნაკლებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც თბილი კლიმატია, ასევე ამერიკაში და სხვა ქვეყნებში წარმოიქმნენ გაველურებული ყელსაბმიანი თუთიყუშები, რომლებიც პრობლემებს უქმნიან ადგილობრივ ეკოსისტემას. ინდურ ყელსაბმიან თუთიყუშს განსაკუთრებული ადგილი უკავია ინდურ ფერწერასა და კულტურაში.
სახლის პირობებში ისინი ცოცხლობენ 25-30 წელს. მაგრამ ყოფილა ფაქტები, როდესაც 40-50 წლამდე მიუღწევიათ.
ყელსაბმიანი თუთიყუშის გარეგნობა.
ყელსაბმიანი თუთიყუში, როგორც სახეობა აღწერილი იყო ჯერ კიდევ 1769 წელს იტალიელ-ავსტრიელი ნატურალისტის ჯოვანი სკოპოლის მიერ. რომელმაც აირჩია სახეობის სახელწოდება, ზოოლოგ ვილგელმ კრამერის ხსოვნის საპატივსაცემოდ. კრამერის თუთიყუში - არ არის დიდი ზომის თუთიყუში. მისი სიგრძე კუდთან ერთად 40-42 სმ-ია. ფრთის სიგრძე 16 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. თუთიყუშს მოხდენილი გარეგნობა აქვს, საკმაოდ გრძელი ტანით. კუდი საერთო სიგრძის ნახევარს შეადგენს, 20 სანტიმეტრის ფარგლებში. ზრდასრული თუთიყუშის წონა 115-140 გრამია. ფეხზე 4 თითი აქვს, საერთო ჯამში თუთიყუში მწვანე ფერისაა, თუმცა კი კეფისკენ უფრო მოლურჯო ხდება. ყელზე შავი ბუმბულები აქვს, ნისკარტიდან თვალამდე აქვს წვრილი, თუმცა კი საკმაოდ კარგად შესამჩნევი შავი ხაზი. შემდეგი შავი ზოლი კისერზე აქვს, მამალ კრამერის თუთიყუშებს ამ შავ ზოლთან თან სდევს წვრილი ვარდისფერი ზოლიც. ნისკარტი მკვეთრი წითელია, თუმცა კი ნისკარტის წვერი უფრო მუქი, ზოგჯერ კი თითქმის შავი აქვთ. ნისკარტის ქვემოთ ყელი მამალს შავი აქვს, დედალს კი მუქი მწვანე. ფეხები სერი, ზოგჯერ ვარდისფერი. 2 ყველაზე გრძელი კუდის ბუმბული ლურჯია. ფრთების ქვეშ მყოფი ბუმბულები მუქი სერია, რაც კარგად ჩანს როდესაც თუთიყუში დაფრინავს, ჩვეულებრივ დროს კი ფაქტობრივად ვერ შეამჩნევთ. ქვევითა მხარე, კუდის განაპირა ბუმბულებისა მოყვითალო ზეთისხილის ფერია. ცუდი ამინდის შემთხვევაში, როდესაც თუთიყუშს საკმარისი სინათლე არ ხვდება, იგი მოლურჯოდ ჩანს. სელექციის შედეგად, 200-300 ფერთა ვარიაცია იქნა მიღებული.
სქესის გარჩევა
სქესობრივი განსხვავება კრამერის თუთიყუშებში არც თუ ისე მკვეთრადაა შესამჩნევი, თუმცა კი მამლისა და დედლის გარჩევა მაინც შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა დედლებს არ გააჩნიათ შავი-ვარდისფერში ყელსაბამი, თუმცა კი მათ ადგილზე ოდნავ მუქი მწვანე ყელსაბამი აქვს. დედლების ფერი უფრო ნაკლებად ხასხასაა. დედლის კუდი მამლისაზე პატარაა, ზურგის ბუმბულები კი უფრო მოლურჯო. ყელსაბმიან თუთიყუშს მაღალი და ცოტა შემზარავი, გამჭოლი ხმა აქვს. ამავდროულად იგი ძალიან ხმაურიანია და ხშირად კივის. ეს მისი ერთ-ერთი ნაკლია, როდესაც სახლში გვყავს.
გამრავლება
სქესობრივი მომწიფება როგორც წესი 2 წლის ასაკში დგება, მაგრამ თუთიყუშები 3-4 წლის ასაკში მრავლდებიან. უფრო ახალგაზრდა ასაკში კვერცხების დადება წარუმატებლად, ზოგჯერ კი ფატალურად მთავრდება. კრამერის თუთიყუშები მონოგამურ წყვილს ქმნიან საკმაოდ დიდი ხნით, მაგრამ არასამუდამოდ.გამრავლების პერიოდში თუთიყუშები გამოსცემენ არახმამაღალ ხმებს. როდესაც მამალი დედალს ეპრანჭება, დედალი თავს აქნევს და ფრთებს შლის, თვალის გუგები კი გაფართოებული აქვს. მამალი გვერდიდან არ სცილდება. ცალ ფეხზე დგას და საკვებს სთავაზობს. ინდოეთში ბარტყების უმრავლესობა აპრილში იბადება. თუმცა კი გამრავლების სეზონი დეკემბრიდან მაისამდე გრძელდება. აფრიკაში აგვისტო - ნოემბერი. თუთიყუშები ბუდობენ მუხაში. თუკი ფუღურო საკმარისი ზომის არ არის, მაშინ წყვილი მას გააფართოვებს. ბუდეები ზოგჯერ კლდის ნაპრალებშიც გვხვდება. აზიაში, სადაც თუთიყუშები ბინადრობენ ანთროპოგენურ ჰაბიტატებში და ბუდეებს უფრო მიტოვებულ შენობებში აკეთებენ, ასევე ხის ბოძებში. დებს 2-6 კვერცხამდე. როგორც წესი 3-4 თეთრ კვერცხს. კვერცხის დება რამოდენიმე დღეს გრძელდება და მისი ზომებია 30.5 X 24 მმ.კრუხობა გრძელდება 22-24 დღეს. კვერცხებზე მხოლოდ დედალი ზის. ახლად გამოჩეკილი ბარტყის კანიც და ნისკარტიც ვარდისფერია. ბუდეში კიდევ 6-7 კვირას დარჩება. მის გამოკვებაზე ზრუნავს ორივე მშობელი, თუმცა კი დედა უფრო ხშირად აჭმევს ხოლმე.ახლად შემოსილი ბარტყები დედალს გვანან. ნისკარტი არა წითელი, არამედ ღია ვარდისფერი აქვთ. თვალის რკალიც მკრთალია. პატარებს ასევე არ აქვთ კუდის 2 გრძელი ბუმბული. მამალი ზრდასრული თუთიყუშის შეფერილობას 18-დან 32 თვემდე იღებს.
კატერინები (Bolborhynchus lineola)
(IMG:
http://b.pix.ge/f/pffni.jpg
)
სამხრეთ ამერიკასა და მექსიკის ტერიტორიაზე გვხვდება. კატერინები პატარა ზომის თუთიყუშები არიან, შეფერილობა ძირითადად მწვანეა (თუმცა გვხვდება სხვადასხვა მუტაციები: ცისფერი, ლურჯი, ყვითელი და ა.შ.) ალაგ-ალაგ შავი ზოლებით.
მუტაციები
(IMG:
http://www.katharinasittiche.de/bilder/zucht/laegel6wochen.jpg
)
სიგრძეში დაახლოებით 16 სმ-ა და იწონის 42დან 52 გრამამდე. მამალ/დედალი თითქმის იდენტურები არიან, თუმცა მამლებს ძირითადად უფრო მეტი შავი ზოლები აქვთ, ვიდრე დედლებს. ცხოვრობენ დაახლოებით 10დან 15 წლამდე.კატერინები ძალიან მშვიდი თუთიყუშები არიან, არ ხმაურობენ ბევრს და საკმაოდ დაბალი ხმა აქვთ. იშვიათად გამოსცემენ მაღალ ხმებს, ისიც მაშინ როცა მათი საკვებური დაცარიელებულია.კატერინებს აქვთ ლაპარაკის უნარი. სხვა სახეობების მსგავსად აქაც მამალი კატერინები არიან ძირითადად ამ ნიჭით დაჯილდოვებულნი.ყველაზე გამორჩეული თვისება კატერინებისათვის ალბათ მათი წყლის სიყვარულია. ამიტომ თუ თქვენ მათ შეძენას დააპირებთ, არ დაგავიწყდეთ რომ ხშირად ბანაობით უნდა გაანებივროთ :)
როზელა (Platycercus)
(IMG:
http://img259.imageshack.us/img259/4514/easternrosellaplatycerc.jpg
)
როზელა ავსტრალიური წარმოშობის თუთიყუშია. მისი მკვეთრი სხვადასხვა ფერის შეფერილობის გამო საკმაოდ პოპულარულია ხალხში. როზელების სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელია.გავრცელებული ინფორმაციით ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან სხვა სახეობების მიმართ (მოსიყვარულეების მსგავსად), ამიტომ სასურველია თუ ისინი ცალკე გალიაში გეყოლებათ.
როზელას გარეგნობა
პირველ რიგში როზელა სხვა თუთიყუშებისგან განსხვავდება თავისი მდიდრული შეფერილობით. აქვს განიერი და გრძელი კუდი. ასევე ძლიერ მომრგვალებული ნისკარტი.როზელები კარგად დაფრინავენ, მათი ფრენა კოდალის ფრენას წააგავს. იგი განეკუთვნება ბრტყელკუდა თუთიყუშებს რომელიც მოიცავს 5 ქვესახეობას. ყველაზე გავრცელებული ჭრელი როზელაა, იგივე ჩვეულებრივი როზელა. მათი სამშობლო ავსტრალია და ტასმანიაა. ყველა როზელა, მათ შორის ჩვეულებრივი როზელაც განეკუთვნება ბრტყელკუდიან თუთიყუშებს. ისინი ცხოვრობენ სავანებსა და ტყეების შემოგარენში. შეფერილობის მიხედვით როზელის სქესის დადგენა საკმაოდ რთულია. დედლის შეფერილობა გაცილებით უფრო ნაკლებად მკვეთრია, თუმცა კი გამოუცდელი თვალისთვის ამის შემჩნევა ძალიან რთულია. დედალი და მამალი თავის ზომითაც განსხვავდებიან, მამლის თავი ოდნავ უფრო დიდია. ყველა ეს თვისება მკვეთრადაა გამოხატული უკვე დიდ თუთიყუშებში. გამომდინარე იქიდან რომ როზელები ძალიან ლამაზები არიან და ამავე დროს მათი შეჩვევაც არ არის რთული, ისინი ხშირად ჰყავთ სახლში. ჩვეულებრივი როზელა არ აღემატება 35 სმ. როზელების სახეობები განსხვავდება როგორც ფერებით, ასევე ზომებითაც. მათი ზომები 25 - 35 სანტიმეტრია. მომშენებლებს ხშირად უჭირთ ერთი და იგივე სახეობის როზელის შეჯვარება, ამიტომაც ზოგჯერ სხვადასხვა სახეობის როზელებს აწყვილებენ.
კვება
ბუნებაში როზელას ყველა სახეობა ბალახებით, მცენარეებითა და მათი თესლით იკვებება. სახლის პირობებში კი უფრო საშუალო ზომის თუთიყუშებისათვის განკუთვნილი მარცვლეულით კვებავენ. ასევე მწვანილებით, ხილითა და ბოსტნეულით. ასევე მიეცით ხის პატარა ტოტები, გასართობად.
როზელას მოვლა
როზელა საკმაოდ პოპულარული თუთიყუშია. ისინი კარგად ეგუებიან სახლში ცხოვრებას, მათი მოვლა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, ადვილად მრავლდებიან და ვოლიერსა თუ დიდ გალიაშიც კარგად გრძნობს თავს. როზელებიდან ყველაზე ადვილად მოსავლელი, ჭრელი როზელაა. სწორედ ამიტომ იგი ყველაზე პოპულარული სახეობაა. თუთიყუშის ყიდვისას, ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნობას. ბუმბულები უნდა იყოს სწორი, სასიამოვნო ფერებით, შიშველი ადგილების გარეშე. თუთიყუში კი მხიარული და აქტიური.
როზელას სახეობები
ჩვეულებრივი როზელა
(IMG:
http://b.pix.ge/d/nc63j.jpg
)
მწვანე როზელა
(IMG:
http://a.pix.ge/t/tu54q.jpg
)
ამ ყველაზე დიდ სახეობებს, ხშირად ტასმანურ როზელებს ეძახიან, ვინაიდან ისინი არ გვხვდებიან კონტინენტურ ავსტრალიაში. ნაკლები ფერების სიჭრელის გამო, მწვანე როზელა ვერ შეედრება პოპულარობით ჩვეულებრივ როზელას. ერთი შეხედვით მწვანე როზელა ყვითელს ჰგავს, თუმცა კი მისი ბუმბულები უფრო მუქია, განსაკუთრებით ფრთებზე. დედალი შეიძლება გავარჩიოთ პატარა ნარინჯისფერი-წითელი ბუმბულებით ყელის არეში.
წითელი როზელა
(IMG:
http://a.pix.ge/t/fdx7d.jpg
)
გასაკვირი არ არის რომ თუთიყუშების მოყვარულებში, ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარულია. ყველაფერი კი მისი მალინისფერი-მოწითალო შეფერილობის დამსახურებაა, რომელიც ერწყმის ლურჯსა და შავ ბუმბულებს. ბარტყები ძალიან განსხვავდებიან ზრდასრული თუთიყუშებისგან. მათ უფრო მომწვანო შეფერილობა აქვთ. ბინადრობენ ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ღია ფერის თავიანი როზელა
(IMG:
http://b.pix.ge/v/yoj7v.jpg
)
ამ სახეობის შეფერილობა ისეთივე მკვეთრი არ არის როგორც სხვა როზელების, მაგრამ მაინც მიმზიდველია. მათ განასხვავებს ღია მოყვითალო თავი, შავი ფერის ბუმბულები ფრთებზე, რომლებიც შესანიშნავად ეხამება ყვითელსა და ლურჯს. ბარტყებს, ძალიან ადრეულ ასაკში, მაშინ როდესაც ბუდეს ტოვებენ, ხშირად წითელი ბუმბულებიც აქვთ, თუმცა კი მალევე ქრება. გარეგნულად მათი სქესის დადგენა რთულია, თუმცა კი ზრდასრულ მდედრებს ფრთების შიგნითა მხარეს გააჩნიათ ხაზი.
ყვითელლოყა როზელა
(IMG:
http://a.pix.ge/a/66lu9.jpg
)
ეს ყველაზე პატარა, თუმცა კი ყველაზე გონიერი სახეობაა როზელებში. მისი შეფერილობა კი ულამაზესია. ისინი ბინადრობენ ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში.
ყვითელი როზელა
(IMG:
http://a.pix.ge/l/8nk7b.jpg
)
ამ სახეობას ჩვეულებრივი შეფერილობა აქვს. დომინანტი ყვითელია. ლოყები ლურჯი აქვს, ცვლილოვანას ზემოთ წითელი ხაზი აქვს. დედალსაც და მამალსაც ერთნაირი შეფერილობა აქვს, თუმცა კი ფრთაზე დედალს შეიძლება ხაზი ჰქონდეს. ბუნებაში ისინი ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდებიან, სანაპიროდან მოშორებით.
შავთავა როზელა
(IMG:
http://b.pix.ge/h/snwfh.jpg
)
ეს სახეობა არც თუ ისე პოპულარულია და იშვიათად თუ შეხვდებით ავსტრალიის საზღვრებს გარეთ. მას ადვილად ამოიცნობთ შავი თავის გამო. აქვს თეთრი ლოყები და მოყვითალო ტანი.
როზელას შეუძლია ისწავლოს ლაპარაკი, თუმცა კი მისი ალაპარაკება ძალიან რთულია. სამაგიეროდ ადვილად სწავლობს მელოდიების სტვენას, ამ მხრივ მამლები უფრო ნიჭიერები არიან. ცოცხლობს საშუალოდ 20 წელი. დედალი როგორც წესი დებს 4-6 იშვიათად კი 8 კვერცხს. კვერცხებზე ზის 20-22 დღე. დაბადებიდან პირველ დღეებში ბარტყებს დედა კვებავს, შემდეგ კი მამალიც ეხმარება. 28-35 დღის ასაკში, ბარტყები ტოვებენ ბუდეს, თუმცა კი მშობლები მათ კიდევ 2-3 კვირის მანძილზე კვებავენ და უვლიან.
This post has been edited by
Qetucha
on 9 Jul 2016, 22:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
წერილები: 8619
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11
#48310295
· 9 Jul 2016, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორ ავარჩიოთ სასურველი ჯიშის თუთიყუში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ თუ როგორ კომპანიონს ანიჭებთ უპირატესობას.მაგალითად, თუ თქვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი თუთიყუშის ლაპარაკია, ამ შემთხვევაში ჟაკო უკონკურენტოა. თუმცა კი ფასი საკმაოდ მაღალია( 1000 ლარიდან). გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჟაკო ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს, ამიტომ ვისაც არ აქვს ამდენი დრო, მათთვის კრამერის თუთიყუშები არსებობენ
ტალღოვანის ფასი ყველაზე ნაკლებია (15-30 ლარამდე), თუმცა კი ისინი მოლაპარაკე თუთიყუშების საუკეთესო ხუთეულში შედიან. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ტალღოვნები საკმაოდ ხშირად ხმაურობენ.
კორელა/ნიმფა ალბათ ყველაზე მოსიყვარულე და მეგობრული თუთიყუშია, ძალიან ადვილად ეჩვევა ადამიანს და ხშირად პატრონს გვერდიდან არ შორდება. ასევე აღსანიშნავია, რომ კორელები სხვებთან შედარებით ნაკლებად ხმაურობენ. თუმცა, თუ თქვენ ასთმა გაქვთ, კორელასთან სიახლოვე კატეგორიულად არ შეიძლება. ფასი 70 ლარი.
ხოლო ვისაც მკვეთრი ფერებთა სიჭრელე იზიდავს მათთვის ზედგამოჭრილი მოსიყვარულეები და როზელები არიან. თუმცა კი ტალღოვნების მსგავსად, მოსიყვარულეების მჭახე ხმაც არ უნდა დავივიწყოთ :)
სად შევიძინოთ თუთიყუში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზოომაღაზიებში ტალღოვნების, კორელებისა და მოსიყვარულე თუთიყუშების ფართო არჩევანია. თუმცა გამყიდველთა არც თუ დიდი კომპეტენტურობის თუ/და ტყუილის გამო ხშირია როდესაც მოყვარულებს ავადმყოფი თუთიყუშები მოჰყავთ. ხშირადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც მამლის მაგივრად დედალი წამოუყვანიათ და პირიქით.იგივე შეიძლება ითქვას დიღმის ბაზარზეც. თუმცა იქ გაცილებით უარესი სიტუაციაა, რადგან იქაური პირობების გამო იშვიათად თუ შეხვდებით ჯანმრთელ თუთიყუშს.საუკეთესო ალტერნატივა კერძო ბრიდერები არიან, რომელთაც ხშირად სხვა სახეობებიც ბლომად ჰყავთ: ჟაკოები, როზელები, კატერინები და ა.შ.
თუთიყუშების მოვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუთიყუშების მოვლა საკმაოდ დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ, თუ თქვენ ნერვები და მოთმინება არ გაქვთ გირჩევთ არ მოიყვანოთ, რადგან თქვენც ცოდო ხართ და თუთიყუშიც.მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ, მაგალითად კომპიუტერთან ზიხართ? გვერდზე გედგათ გალიაც, ტელევიზორს მასთან ერთად უყურეთ და ა.შ. ისე, რომ ყოველთვის გხედავდეთ და სულ მალე თქვენდამი შიში ნელ–ნელა გაუქრება. სანამ კარგად მოჩვეული არაა, ნუ გამოუშვებთ გარეთ, რადგან შეიძლება შიშით და დაბნეულობით კედლებს შეეჯახოს და რამე დაიზიანოს, ამიტომ ჯობია თავდაპირველად გალიაში მოიჩვიოთ. ხელიდან აჭამეთ, და არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ და მეორე ჯერზე თუ არ გამოვიდა, მესამეზე აუცილებლად გამოვა როცა უკვე ნახავთ, რომ მას შიში ნელ-ნელა გაუქრა, შეგიძლიათ უკვე გარეთაც გამოიყვანოთ. ოღონდ ძალით არა. გაუღეთ გალიის კარი და თვითონ გამოვა. რაც შეეხება შესმას, თავიდან ცოტა რთულია როცა ბოლომდე არ აქვს თქვენი ნდობა, მაგრამ უნდა ეცადოთ. მაგალითად ქანდარით ან საკვების ჯამით, ან თუნდაც გალია მიუტანეთ და თვითონ შევა.
არასოდეს დაიჭიროთ ხელით, არ ესროლოთ ბალიშები და არ გადააფაროთ ნაჭერი, ან საერთოდ რაიმე მსგავსი სადისტობა ,
რადგან თქვენს ნდობას დაკარგავს და საბოლოოდ შეგიძულებთ! იმისთვის რომ სხვადასხვა დაავადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გალიის რეგულარულად დასუფთავება, ყოველდღე წყლის გამოცვლა. სასურველია ნადგამი წყალი ესხას. თუთიყუშებს ძალიან უყვართ ბანაობა, ამისათვის შეგიძლიათ პატარა ჯამში ჩაასხათ ნელ-თბილი წყალი (შეიძლება მწვანილიც ჩაუდოთ სრული კომფორტისთვის ) და თქვენი თუთო თავისით იბანავებს. თუმცა ზოგს ურჩევნია მოშვებულ ონკანთან ჭყუმპალაობა.
თუთიყუში და ბავშვი: რა უნდა იცოდეთ მშობლებმა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თქვენი ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში გთხოვდათ გეყიდათ მისთვის თუთიყუში გადაწყვიტეთ საბოლოოდ მოგეყვანათ თუთიყუში ან თქვენი თავისთვის უფრო გადაწყვიტეთ რადგან მოგწონთ ნათელი ფერები და მოგინდათ ყოფილიყო სახლში რამე ესეთი ლამაზი ფრინველი თუნდაც თუთიყუში.
მარა გაითვალისწინეთ თუთიყუში საჩუქარი არაა არც სათამაშო რო საჩუქრად მიუყვანოთ თუნდაც შვილს. ან ინტერიერის გასალამაზებელი მასალა
უნდა გიყვარდეთ ოჯახში ყველას თუთიყუში და გქონდეთ ის აზრი რო ისიც ისეთივე ცოცოხალი და სულიერია როგორც თქვენ არ უნდა იყოს სულერთი იაფი მასალა თქვენთვის რო რამე თუ მოვიდა ახლით შეცვლით მალევე.
თუთიყუში ბავშვისთვის: რა არი საჭირო იცოდნენ მშობლებმა
რათქმაუნდა ბევრი ფსიქოლოგი და ექიმი თანხმდება იმაზე რომ ბავშვებს უყვართ ცოცხალი არსებები. ყველა ბავშვი არის კარგი მაგრამ არიან და არსებობენ პრობლემური ბავშვები დარწმუნდით იმაში რომ თქვენი ბავშვი რამის მიმართ ხო არაა აგრესიული .
როგორი ქცევები აქვს რის მიმართ გამოხატავს ხშირად ბრაზს და აგრესიას
გამოიკვლიეთ სპეციალური გამოკვლევებით ალერგია ხო არ ექნება ფრინველებზე.
ცხოველთა სამყარო ადამიანს ეხმარება აიღოს პასუხსმგებლობა იზრუნოს და შეიყვაროს ისინი
ბავშვიც ისწავლის ამას თავიდანვე თუ სწორად აუხსნით ყველაფერს.
მართლაც ლამაზი თუთიყუში იოლად ეგუება საცხოვრებელ ადგილს როგორც წესი არაა ხშირად აგრესიული (აგრესიული შეიძლება იყოს როცა რამის ეშინია მაგ დროს ხოლმე) მათ ლაპარაკიც შეუძლიათ ყველა სახეობას არა მარა უმეტესობას. ისინი ადვილად ხდებიან ავათ მათაც სჭირდებათ კარგი მოვლა მზრუნველობა ისევე როგორც კატას და ძაღლს
რა უნდა ვიცოდეთ როცა ბავშვისთვის ვირჩევთ თუთიყუშს და შევქმნათ მათ შორის კარგი ურთიერთობა ამის მისაღწევათ რამდენიმე რჩევას მოგცემთ
1.თუ ბავშვი ალერგიულია მაშინ ჯობია თავი შეიკავოთ თუთიყუშისგან
2. გაიგოთ წინასწარ ღირს მოყვანა თქვენთან თუთიყუშის.შეუქმნით საჭირო პირობებს ?
გაიგოთ შერჩეული თუთიყუშის თავისებურებები წინასწარ მისი ნაკლებიც უარყოფითებიც
მოიძიოთ მასალა მასზე მოემზადოთ წინასწარ და ასე თუ ისე გათვითცნობიერდეთ ვინ მოგყავთ სახლში და რას მოითხოვს ის თქვენგან
3. მაშინაც კი თუ დარწმუნდებით ბოლომდე რო თქვენ შვილს უნდა თუთიყუში ყავდეს და არაფერს დაუშავებს საჭიროა ხშირად წყნარად აუხსნათ რო ის არაა სათამაშო არ შეიძლება აწვალოს უნდა უყვარდეს ზრუნავდეს აჭამოს . და ა.შ. თუ შეტყობთ მოყვანის მერე თუთიყუშს მაინც აწვალებს ხშირი ახსნის მიუხედავად თქვენი შვილი ჯობია სხვას მისცეთ ან მაღაზიაში დააბრუნოთ და ისეთ დროს მოუყვანოთ როცა საკუთარი აზრი ექნება ასე თუ ისე და ეცოდინება რო არ აწვალოს.
4.მოყვანილ თუთიყუშს არ ასწავლოთ უხამსი სიტყვები მაგით მაგალითი არ მისცეთ თქვენს შვილს მანაც იმეოროს
5.ყიდვისას უნდა დააკვირდეთ თუთიყუში ავადმყოფი არ იყოს.
ავადაა თუთიყუში რომელიც გაბურძნულია უცნარ ხმებს გამოსცემს თვალების გარშემო სიწითლე აქვს სკლინტი აქვს მიმხმარი უკან წანაზარდები აქვს აცემინებს სძინავს სულ.
ჯანმრთელი თუთიყუშის რაც შეიძლება
აქტიური და მოუსვენარი მშიშარა უნდა იყოს
6.თუთიყუში უნდა გრძნობდეს კარგად თავს კარგი მოვლით ფართო გალიით სათამაშოებით ხარისხიანი საკვებით ხილ–ბოსტნეულით
საჭიროა მის ფიზიკურ აქტივობას შეუწყოთ ხელი შესაბამისი პირობების შექმნით რათა ადვილად შეეჩვიოთ თქვენი შვილი და თუთიყუში ერთმანეთს
7.თუ ხედავთ რომ თქვენი შვილი თავის ზრუნვით აშინებს თუთიყუშს ასწავლეთ სწორად როგორ ქნას როგორ მიუდგეს სწორად თუ დაინახავს რო ეშინია თუთიყუშს აუხსენით ცოტახნით გაანებოს თავი რო დამშვიდეს ეს ისე აუხსენით რო ბავშვს წყენის შეგრძნება არ გაუჩნდეს ისეთი სიტყვებით. ბავშვს უნდა ესმოდეს როცა ეტყვით რო ეშინია თუთიყუშს ისე მოიქცეს მეორედ აღარ შეაშინოს. და ამის მერე რო შეეჩვევიან ერთმანეთს განყურელი მეგობრები გახდებიან ერთმანეთის და ცხოვრებას გაულამაზებენ ერთმანეთს,
8.თუთიყუში დაეხმარება მას პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდეს სიყვარული და ზრუნვა ისწავლოს.
9 თუ ცდილობს თვითონ დაარქვას თუთიყუშს სახელი ხელს ნუ შეუძლით მოიფიქროს და რაც გულით უნდა ის დაარქვას მიაღებინეთ მონაწილება სათამაშოების არჩევაშიც ზოომაღაზიებშიც ატარეთ აგრძნობინეთ რო გინდათ კარგად უვლიდეს თავის მეგობარს.აგრძნობინეთ რო მისი გემოვნებაც და აზრებით თუთიყუშის მოვლის გარშემო მნიშვნელოვანია.
კვება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში.
საუკეთესო ვარიანტი დღესდღეობით არის ბელგიური Prestige.-->
თუთიყუშები (post #30942908)
ასევე იტალიური Raggio di sole ->
თუთიყუშები♥ (post #30599614)
რაჯიო იყიდება ზოომაღაზია "ბუნების" ქსელებში.
ასევე შეიძლება პოლონური ვიტაპოლი და ლოლო -->
თუთიყუშები (post #31100053)
http://www.picz.ge/img/s2/1405/10/9/99179b17a095.jpg
არასოდეს იყიდოთ უკრაინულ/რუსული საკვები, მაგალითად TRILL, Flint, Marcelo და ა.შ. და წონის საკვები (რომლის წარმომავლობაც უცნობია) რადგან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს
თუთოებისთვის ასევე აუცილებელია მინერალები. ცარცი -კალციუმისთვის და ნისკარტისთვის.ზოომაღაზიებში ჭარბად იყიდება ნისკარტის სალესი და ქვამარილი. ეს ქვამარილი თუთიყუშებისთვის იგივე კიბოა ! რადგან მარილი სასტიკად არ შეიძლება მათთვის.
თუთიყუშის სწორი კვება გადამწყვეტია მისი ზრდა-განვითარების და გამრავლებისათვის. სამწუხაროდ, ბევრი მოყვარული ჯეროვნად არ აფასებს ამ გადამწყვეტ ფაქტორს, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოშლას, თუთიყუში ავადდება, იწყებს ტანზე ფრთების გაპუტვას, ხდება დონდლო და საბოლოოდ იღუპება. ამისა აუცილებელია კვებაში ცოტა მრავალფეროვნებაც!
მაგალითად შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ.ასევე წიწიბურა უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული.
ხილ/ბოსტნეული:
ეჭმევათ:
ვაშლი, კივი, მანგო, ანანასი, ალუბალი, ბანანი, ატამი, მანდარინი, ყურძენი, ფორთოხალი, გარგარი. სტაფილო, სალათის ფოთოლი და ასევე მწვანილიდან კამა!
[color=red]
არ ეჭმევათ:
მარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, ვაშლის კურკები ან საერთოდ რამე კურკა, ალკოჰოლი და ასევე ჩიპსი და გაზიანი სასმელები და ასეთები არ შეიძლება. და სოკო!
კბენა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხშირად პატრონები ჩივიან იმაზე რომ მათი თუთიყუში მწარედ იკბინება რატო იკბინებაო და რანაირად გადავაჩვიოთო. კბენას ვერ გადააჩვევთ თუთიყუშს ეგაა გამორცხული.თუთიყუშის კბენას აქვს რამდენიმე მიზეზი:
1: ხშირად კბენა მათი თავდაცვის იარაღია თავს იცავს როცა ბოლომდე არ გენდობათ ეშინია და არაა მიჩვეული თქვენზე
2: რამე არ მოწონოს და პროსტესტს მაგ გზით გამოხატავს
მაგალითად გინდათ დაგაჯდეთ ხელზე მიგაქვთ ხელი და იმას არ უნდა დაჯდომა მაინც არ ნებდებით და ის გაბრაზებული იკბინება. ხშირად კბენის მიზეზი შეიძლება
იყოს ჩიტის შეწუხება როდესაც ზედმეტად აწუხებთ მას.
3: კბენით მიგანიშნებთ რო უფროსი ისაა და როგორც იმას უნდა ისე იქნება :D
4: ხშირად მაშინაც იკბინებიან როცა უკვე შეწყვილების დრო ასაკი უწევთ და სექსუალურად არიან აღგზნებულები მაგ დროს არიან ხშირად უფრო აგრესიულები რაც კბენაში გამოიხატება.
თუთიყუშის კბენა განსხვავდება სახეობების მიხედვით ერთმანეთისგან რაც უფრო დიდია ნისკარტი მით უფრო მწარეა კბენა . მაგარმ ეგ იმას არ ნიშნავს რო ტალღოვნების ნაკბენი უმტკივნეულოა
რადგან პატარა ნისკარტი აქვთ :D
პოზიტიური მეთოდები შიშის შესამცირებლად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სტრატეგია შიშის შესამცირებლად მდგომარეობს შემდეგში, ჩვენი მიზანია გავაგებინოთ თუთიყუშს რომ გარემოება რომელიც მას ადრე აშინებდა ახლა მიიყვანს სასურველ სასიამოვნო შედეგამდე. უკეთ გასაგებად წარმოგიდგენთ მაგალითს თუ როგორ უნდა მივაჩვიოთ თუთიყუში ახალ სათამაშოს რომლისაც მას ძალიან ეშინია.
თუთიყუშის პატრონი უახლოვდება თავის კომპანიონს ხელში ახალი სათამაშოთი, ამ დროს ის ამჩნევს რომ თუთიყუში სწრაფად იხევს გალიის ბოლოსკენ რაც შეიძლება მოშორებით მოახლოვებული სათამაშოსგან, ამ შემთხვევაში თუთოს პატრონი არ დებს სათამაშოს გალიაში არამედ ჩერდება და ნელნელა იხევს უკან იქამდე სანამ თუთიყუში არ დაწყნარდება და არ იგრძნობს თავს კომფორტულად. ამ დროს ის დებს სათამაშოს ნელი მოძრაობით იატაკზე ისეთ ადგილას რომ თუთიყუშმა შეძლოს დანახვა. ყოველდღე ის ნელნელა ამცირებს მანძილს თუთიყუშსა და სათამაშოს შორის და მთელი ეს დრო აკვირდება ავლენს თუ არა თუთიყუში შიშს ნელნელა მოახლოებული სათამაშოს მიმართ, იმ შემთხვევაში თუ თუთიყუშს შეეშინდება სათამაშო ისევ უნდა დავაშოროთ იქამდე სანამ თუთიყუში არ იგრძნობს თავს მშვიდად. დროთაგანმავლობაში პატრონს შეეძლება სათამაშო მიიტანოს გალიასთან რაც შეიძლება ახლოს რის შემდეგაც სათამაშოს უნდა შეერჩეს ადგილი გალიის გარეთ მოშორებით საკვები/სასმელი ჭურჭლისგან რათა თუთიყუშმა მშვიდად შეძლოს წყლის დალევა თუ საჭმლის ჭამა. ხშირი დემონსტრაცია იმ ნივთის რომლის შიშიც აქ თუთიყუშს უსაფრთხო მანძილიდან ისე რომ თუთიყუშმა თავი იგრძნოს მშვიდად ძალიან ეფექტურია და მივყავართ სასურველ შედეგამდე.
ამის შემდეგ საჭიროა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, იმის შემდეგ რაც პატრონმა შეძლო გაექარწყლებინა შიში თუთიყუშისთვის ის ამის შემდეგ ამაგრებს თუთიყუშისთვის რაიმე სასიამოვნო საკვებს სათამაშოს რათა ასწავლოს თუთიყუშს სათამაშოსთან მიახლოვება. თუ თუთიყუში მიჩვეულია ხელიდან კვებას ეს ძალიან დიდი პლიუსია, მაგალითად შეგილიათ აიგოთ მზესუმზირის მარცვალი და ნელნელა ყოელ ჯერზე სულ უფრო ახლო დადოთ სათამაშოსთან თუ თუთიყუში ძალიან ფრთხილია შესაძლოა შედარებით დიდი დრო დაჭირდეს და თქვენი დიდი მოთმინებაც იმას რომ თუთიყუში მაქსიმალურად მიუახლოვდეს და შეეხოს სათამაშოს.
ახლა როცა თუთიყუშს არ აქვს შიში სათამაშოს მიუახლოვდეს რაც შეილება ახლოს პატრონს შეუძლია ასწავლოს სათამაშოსთან შეხება, ერთერთი ხერხი არის ის რომ სათამაშოს დავადოთ ან მივამაგროთ რაიმე რაც თუთიყუშს ძალიან უყვარს მაგალითად ავიღოთ ისევ მზესუმზირა, იმის შემდეგ რაც თუთიყუში შეჭამს მიმაგრებულ მზესუმზირას აუცილებელია ეს გავიმეოროთ ან მზესუმზირის ნაცვლად შევთავაზოთ რაიმე სხვა, იმის შემდეგ რაც მზესუმზირა იქნება რამდენჯერმე შეჭმული ის უკვე სავარაუდოდ შეძლებს სათამაშოსთან შეხებას შიშის გარეშე, თუ თუთიყუში დაძაბულია და მაინც ეშინია სათამაშოსთან შეხება შეგვიძლია მზესუმზირა დავიჭიროთ ისე რო თუთოს მოუწიოს სათამაშოსთან შეხება.
ხშირად დაშვებული შეცდომები
სასურველი შედეგის მისაღწევად ზოგჯერ ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო გამომდინარე იქიდან რო ყველა თუთიყუში ერთნაირი არაა და ზოგი სხვებზე უფრო მშიშრები არიან და ხშირად თუთიყუშის პატრონები ვერ ითმენენ უნდათ რო მიიჩვიონ სწრაფად ესმით სხვებისგან თუ რა მალე მიიჩვიეს თუთიყუში არ ჰყოფნით მოთმინება და არ მოქმედებენ ზემოთ დაწერილი სტრატეგიის მიხედვით რის შედეგადაც სასურველი შედეგის მიღწევა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება. მნიშვნელოვანია პატრონმა დიდი ყურადღება მიაქციოს თუთიყუშის შიშს, "ცოტა ეშინია" ეს უკვე თუთიყუშისთვის ნემატანია რაც საბოლოოდ თქვენს მიმართ ნდობას დაუკარგავს. იქონიეთ მოთმინება ნუ იქნებით სულსწრაფები და ადრე თუ გვიან სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
არ აიძულოთ ფრინველი დაგემორჩილოთ და გააკეთოს ის რაც თქვენ გინდათ
როცა ხედავთ რო ეშინია და არამარტო შიშის დროს ისეც არასდროს დააძალოთ გააკეთოს ის რაც არ უნდა. ნელ-ნელა დაძალების გარეშე შეჩვევით უნდა მოხდეს ყველაფერი
შიში და ახალგაზრდა თუთიყუში
ახალგაზრდა და ასაკით პატარა თუთიყუშები შედარებით უფრო მგრძნობიარეები და მშიშრები არიან ახალი ნივთის მიმართ და არამარტო ნივთის მიმართ ვიდრე დიდი თუთიყუშები. (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რო დიდი ასაკის თუთიყუშები არ არიან მშიშრები.) და მაინც თუ მას ახლოს იცნობთ ნელ-ნელა და ცდილობთ არ ეშინოდეს თქვენი და ა. შ თქვენ უნდა დაუახლოვდეთ მას ნელ-ნელა აუჩქარებლად და პოზიტიური განწყობით.თუთიყუში ძალიან სოციალური ფრინველია ბევრჯერ მითქვამს და ეხლაც გეტყვით რო აუცილებელია ხშირი კონტაქტი აგრძნობინოთ რო თქვენთვის ნიშნავს რაღაცას არაა სულერთი თქვენთვის გიყვართ და ა.შ ამ ყველაფერს გრძნობენ ისინი.იმიტომაა როცა ყურადღების ნაკლებობა აქვთ სტრეში ვარდებიან ბუმბულს იპუტავენ. იმიტო ითხოვენ დიდ ყურადღებას თქვენგან რო კონტაქტური სოციალური ფრინველია
თუ არ ეკონტაქტებით არ მიაქცევთ ყურადღებას მიაგდებთ ცალკე ეს შეეტყობა მას. მათი მოვლა მარტო საკვების წყლის შეცვლაში ყოველდღე და გალიის გასუფთავებაში არ გამოიხატება. უნდა ეკონტაქტო კონტაქტი ბევრ რამეში დაგეხმარებათ დროთან გამვალობაში შიშის დაძლევაში მიჩვევაში ლაპარაკის სწავლაში და ა.შ
თუთიყუშები შიშის დროს ცდილობენ გაქცევას დამალვას კბენას გამოსცემენ ხმამაღალ ბგერებს და დარბიან აჩქარებით.აქედან ერთერთი ნიშნის შემჩნევისას თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ უკვე რო რაღაცის ეშინია. უნდა გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის რო შიში ნელ-ნელა შეუმცირდეს. მთავარია სწორი მიდგომა
შეცდომის დაუშვებლად. და საწადელს მიაღწევთ მთავარია არ იჩქაროთ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ერთ-ორ დღეში არ მოგინდეთ. და საბოლოოდ დაარწმუნებთ თქვენ მეგობარს რომ თქვენი არ უნდა ეშინოდეს
This post has been edited by
Qetucha
on 9 Jul 2016, 23:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
Qetucha
ᗩᗰIGᑌᖇᑌᗰI (❛ᴗ❛)
ჯგუფი: Members
წერილები: 8619
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11
#48310328
· 9 Jul 2016, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუთიყუშისთვის მეწყვილის მიჩვევა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ გადაწყვიტეთ თქვენი თუთიყუშისთვის მეწყვილის მოყვანა ეს მშვენიერი აზრია მაგრამ ეს ძალიან საპასუხიმსგებლო პროცესია.თუთიყუში ძალიან სოციალური ფრინველია.ბუნებაში ისინი თვითონვე ძალიან ფრთხილათ ირჩევენ მეწყვილეს რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე არიან. სანამ თქვენ თუთიყუშს მოუყვანთ მეწყვილეს დაიმახსოვრეთ ის რომ მათი ერთმანეთთან შეჩვევა ხდება ნელ-ნელა გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი. ეყვარებათ კი მათ ერთმანეთი? ადვილათ რო მიაჩვიოთ ერთმანეთს თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი.მათ შეიძლება ერთმანეთის მიმართ მაშინვე არ გაუჩნდეთ სიმპატია მაგრამ თუ თქვენ თუთიყუშებს დროთა განმავლობაში გაუჩნდებათ მოწონება ერთმანეთის მიმართ ადვილათ შეატყობთ ქცევებზე. ერთად ისხდებიან ახლო ახლოს, აჭმევენ ერთმანეთს, და ბუმბულებს გაუსწორებენ.
იმისათვის რომ მივაღწიოთ ამას, საჭიროა თავიდანვე გავითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი.სჯობს დედალი მამალზე პატარა იყოს ასაკით.დედლისა და მამლის ხასიათები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.მოყვანის შემდეგ არ იჩქაროთ, მშვიდად გააცანით თუთიყუშები ერთმანეთს. პირველივე დღეს 1 გალიაში არ გადასვათ თუთიყუშები.ცალ-ცალკე გყავდეთ ისინი, მაგრამ გალიები გვერდი გვერდ დადგით, ისე რომ 1 სიმაღლეზე იყოს. გალიიდან კი სათამაშოები და სარკეები ამოიღეთ, რათა თუთიყუშებმა ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანონ და მთლიანი დრო ერთმანეთის გაცნობას დაუთმონ. ისინი ერთმანეთის ქცევებს დააკვირდებიან, იჟღურტულებენ, ერთმანეთს შეისწავლიან და ახლოს ყოფნასაც მიეჩვევიან...მეორე თუთიყუშის მოყვანიდან 1 კვირის შემდეგ, ორივე თუთიყუში გამოუშვით გალიიდან და დააკვირდით თუ რა სახის ურთიერთობა ექნებათ მათ. როგორც წესი, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მათ კარგად უნდა გაუგონ ერთმანეთს და მცირედი კონფლიქტი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუკი მეორე თუთიყუში ძალიან ახლოს მივა პირველთან. როდესაც თუთიყუშები გარეთ იქნებიან, სათამაშოები და საკვები მოარიდეთ, რათა მათ გამო არ იჩხუბონ. თუთიყუშები გამოუშვით ყოველდღე, მინიმუმ 1 კვირის მანძილზე და 1 კვირის შემდეგ, მაშინ როდესაც ისინი ოთახში თავისუფლად დაფრინავენ, თუ თქვენ შეატყვეთ რომ თუთიყუშები ერთმანეთს აღარ უფრთხიან, ერთად თამაშობენ და ერთმანეთის ახლოს სხედან, თქვენ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ მათ 1 გალიაში მოთავსებაზე. აქ მთავარია არ იჩქაროთ და შეცდომა არ დაუშვათ, თორემ მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ.პირველ რიგში გალია უნდა მოამზადოთ იმისთვის, რომ ორმა თუთიყუშმა კომფორტულად იცხოვროს მასში. ამისათვის კი აუცილებელია ქანდარების რაოდენობა მინიმუმ ერთით მეტი იყოს თუთიყუშების რაოდენობაზე. ანუ თუკი გყავთ 2 თუთიყუში, 3 ქანდარა დაგჭირდებათ. რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე იქნება განლაგებული,საკმაო დისტანციის დაშორებით. ამის შემდეგ თქვენ 1 საკვებური უნდა დაამატოთ გალიაში, სადაც საკვებს ჩაყრით ხოლმე და საკმაოდ დაშორებული იქნება პირველი საკვებურისგან. წყლის საკვებურის დამატება არ არის საჭირო. სათამაშოები და სარკე კვლავ არ შეიძლება გალიაში, რათა მათ გამო თუთიყუშებმა არ იჩხუბონ. როდესაც გალია მოამზადეთ თუთიყუშების თანაცხოვრებისთვის, დროა თუთიყუშის გადაყვანაზეც ვიფიქროთ. მნიშვნელოვანია რომ დედალი გადავიდეს მამლის გალიაში.ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც თუთიყუშები დაღლილები, დანაყრებულები და კარგ ხასიათზე არიან. უმჯობესია დედალი თუთიყუში მამალთან ღამით გადაიყვანოთ,მაშინ როდესაც მათ უკვე ძილის დრო უწევთ. დილით შეიძლება ცოტა გაუგებრობები მოხდეს, რათა მათთვის მაინც უჩვეულოა ერთად ცხოვრება, მაგრამ არ შეგეშინდეთ ეს ნორმალურია. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რათა არ იჩხუბონ. წესით პირველივე დღეს გაარკვევენ ურთიერთობას და ინციდენტებს აღარ ექნება ადგილი, თუმცა კი ასე თუ არ მოხდა,მე-3 დღეს დედალი კვლავ თავის გალიაში გადმოსვით და მამლის გალიის გვერდით დასვით და 1 კვირის მანძილზე ყოველდღე ერთად გამოუშვით ხოლმე ოთახში, შემდეგ კი ისევ მამლის გალიაში გადაიყვანეთ. როგორც წესი მსგავსი რადიკალური ზომების მიღება არ არის ხოლმე საჭირო და თუთიყუშები 1 გალიაში მოთავსებიდან რამდენიმე დღეში უკვე ნორმალურად ახერხებენ ხოლმე ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც თქვენი თუთიყუშები შეეწყობიან ერთმანეთს, გალიაში 1 ქანდარაზე სხედან, გვერდი გვერდ სძინავთ და ერთმანეთს ეთამაშებიან, შეგიძლიათ სათამაშოები და სარკეც დაუბრუნოთ მათ. 1 კვირის შემდეგ კი მეორე საკვებურიც ამოიღოთ თუკი გაქვთ ამის სურვილი და კვლავ 1 დაუტოვოთ. ამ შემთხვევაში ზოგჯერ დედალი გააგდებს ხოლმე მამალს და პირველი თავად მიირთმევს, რადგან თუთიყუშებში დომინანტი დედალია. მაგრამ არ შეშინდეთ, ეს მხოლოდ დომინირებაა. თქვენ აუცილებელია განასხვავებდეთ დომინირებას, სივრცის მოთხოვნასა და ჩხუბს ერთმანეთისგან. გაითვალისწინეთ რომ თითოეულ თუთიყუშს თავისებური ხასიათი აქვს და ეს ინსტრუქცია გათვლილია საშუალო სტატისტიკური თუთიყუშისთვის.ზოგს უმართლებს და მისი თუთიყუშები პირველივე დღეს ეჩვევიან ერთმანეთს და არ უწევს ესოდენ დროში გაწელილი პროცესის გავლა.ზოგი თუთიყუში კი საერთოდ ვერ ეწყობა მეწყვილეს. თუმცა კი არ იჩქაროთ და მოთმინება გამოიჩინეთ. თუკი ინსტრუქციას მიყვებით, თქვენი თუთიყუშების არ შეჩვევის ალბათობა მინიმუმამდე დავა!!!
ავადმყოფობა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩიტის შეძენისას საჭიროა მისი ყურადღებით დათვალიერება მისი მდგომარეობის მიახლოებით განსაზღვრის მიზნით. ჯანმრთელ ჩიტს ბუმბული ტანზე მჭიდროდ ეკრობა, ბზინავს და აქვს ცოცხალი თვალები; ფრთები არ უნდა ქონდეს ჩამოშვებული, ტანზე მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული ; სუნთქვა - თანაბარი, ხიხინისა და სხვა უცხო ხმების გარეშე. მოდუნებული და აბურძგნული ფრთებიანი, ცვლილოვანაზე ან ფეხებზე წამონაზარდებიანი, ნისკარტის დეფექტიანი და მკერდის ძვალგამოშვერილი ჩიტის შეძენა არ ღირს. ასეთი ჩიტი აუცილებლად ავადმყოფია. ასევე არ შეიძლება ჩიტის შეძენა, რომელსაც ტანზე გაშიშვლებული ნაწილები აქვს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თუთიყუში ან ავად არის ან აქვს მიდრეკილება ბუმბულის თვითგაპუტვისაკენ, რისგანაც მისი გადაჩვევა პრაქტიკულად შეუძლებელია.თუთიყუშებს ინსტინქტურად აქვთ უნარი დამალონ თავიანთი დაავადება, რათა ბუნებაში არ დაიჩაგრონ. ამიტომ, საკმაოდ რთულია შეამჩნიო მათი ავადმყოფობა. პირველ სიმპტომად ითვლება მთელი დღის განმავლობაში მოწყენილობა, გაუნძრევლად და ჩუმად ჯდომა, თხევადი სკინტლი . თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს თუთოს ქანდარის მაგივრად გალიის ძირზე სძინავს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ზომებს, რადგან ეს უკვე სერიოზული სიმპტომია რაიმე ავადმყოფობის. წესით ვეტერინარს უნდა მიმართოთ, (თუ ვინმე გეგულებათ წესიერი საქართველოში). თუთოების მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგალითად თუ რამე მსგავსი სიმპტომი შეატყვეთ თქვენს ჩიტს, გაუხსენით ანტიბიოტიკი (კაფსულის ნახევარი ან ნაკლები) წყალში და პიპეტკით დაალევინეთ ან თუნდაც მოაყარეთ საკვებს.
არსებობს ნისკარტის დაავადებაც, ე.წ. სოკო, თუ შეატყობთ რომ ნისკარტი აქერცლილი აქვს და ფეხებზე წანაზარდები იყიდეთ სპეციალური მაზი ზოომაღაზიაში და წაუსვით.სახლის პირობებში ასევე შესაძლებელია მკურნალობა: გადადუღებული მცენარეული ზეთი წაუსვით რეგულარულად დაავადებულ ადგილს .საშიში არაფერია, თუ რა თქმა უნდა დროზე შენიშნავთ. (დუღილის დროს როცა ზეთს უკვე აუვა ოდნავ კვამლი გადმოდგით და შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში) და უსვით იქამდე სანამ ბოლომდე მოურჩება
სოკოს მკურნალობა დროულათ უნდა მოხდეს!
http://www.birds-online.de/gesundheit/gesp...abmilben_en.htm
http://www.birds-online.de/gesundheit/gesp...enbilder_en.htm
თუთიყუშები (post #37597559)
ინფორმაცია პარაზიტებზე-->
თუთიყუშები♥ (post #30544032)
გაითვალისწინეთ იქამდე სანამ არ დარწმუნდებით იმაში თქვენ თუთიყუშს რამე სჭირს თუ არა იქამდე არ დაიწყოთ წამლის გამოყენება და მკურნალობა არც პროფილაკტის მიზნით არ შეიძლება პარაზიტების წამლის ან რამე დაავადების წამლის მიცემა იმიტო რო წამლები ისეთ ნივთიერებებს შეიცავენ შეიძლება მერე ჯამრთელ თუთიყუშს ავნოს რამე
ბუმბულების პრობლემა
-->
თუთიყუშები (post #37584194)
თუთიყუშებს მიდრეკილება აქვთ, ამოიპუტონ ბუმბულები. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი სახლის პირობებში ცხოვრობენ და არა ბუნებაში. ჩვეულებრივ ეს ხდება არადაბალანსებული კვების გამო. ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის, ასევე სტრესებისა და პარაზიტების გამო.
ბუმბულის ამოგლეჯა და მისი კაფსულის დაღრნა.
ეს არის დაავადება და არა განგური. ამ დროს თუთიყუშს შეიძლება დარღვეული ჰქონდეს ნივთიერებათა ცვლა ან ჰყავდეს ეკტოპარაზიტები. ბუმბულის ამოგლეჯასა და შემდეგ მის დაღრნას როგორც წესი, იწვევს საკვები რაციონის არასწორად შედგენა, პატარა გალიაში მოთავსება, მშრალი ჰაერი, ან თუკი თუთიყუშს პარტნიორი არ ჰყავს და ადამიანებიც ხშირად არ ეკონტაქტებიან. ასეთ შემთხვევაში მას ბევრი საქმე არ აქვს და ხშირად ბუმბულებს ისწორებს ხოლმე, ესეც რომ მობეზრდება - მისი გლეჯით ერთობა და თუკი ბუმბულის კაფსულას გაუსინჯა გემო, რომელშიც კალცია მასზე ხდება დამოკიდებული და შემდეგ უკვე გადაჩვევა ძალიან რთულია. კვერცხების დადების შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ დედა თუთიყუშს ყველა საჭირო მინერალი მივცეთ, თორემ თავისი ბარტყების ბუმბულების (ღინღლების) ამოგლეჯას დაიწყებს.
პარაზიტები, რომლებიც თუთიყუშის ბუმბულს აზიანებენ.
ბუმბულების ცვენას ასევე იწვევს პარაზიტი - ბუმბულიჭამია. თუკი თუთიყუშები მოთავსებული გვყავს ვოლიერში ან გალიაში და ხშირად არ ვასუფთავებთ მათ სამყოფელს, მაშინ ხშირად ჩნდება ეს პარაზიტი. უფრთო მწერები, რომელთა ზომაა 1,5-2,5 მმ. მისი დანახვა ადვილია გამადიდებელი შუშით, თუმცა კი მახვილი თვალი შეუიარაღებლადაც შეამჩნევს მას. პარაზიტები თავსდებიან ფრთების შიგნით, უფრო იღლიებში ხოლმე და იკვებებიან ბუმბულის ბოლოებით, კანის ეპითელიუმით, წოვენ სისხლს. რის გამოც თუთიყუშს გამუდმებით აწუხებს ქავილი. რის შედეგადაც თუთიყუშს ბუმბული სცვივა: ზურგზე, მუცელზე, ყელის არეში, კანი უღიზიანდება, თვალები უცრემლიანდება, ბუმბულებსა და ღინღლს აქვს ცუდი შესახედაობა. თუთიყუშს ეკარგება მადა, კარგავ წონას და უმრავლეს შემთხვევაში კვდებიან კიდეც. დაავადება გადამდებია, თუკი ჯანმრთელ თუთიყუშს შეხება ექნება ავადმყოფ ფრინველთან. ეს პარაზიტები თავს იჩენენ როდესაც თბილა. განსაკუთრებით საშიშნი კი ზაფხულში არიან.
ტკიპები.
პარაზიტებიდან ყველაზე ხშირად თუთიყუშში გვხვდება ტკიპები. ისინი გადადიან ჰაეროვანი გზით ან დაბინძურებული საკვებიდან და დიდხანს რჩებიან თუთიყუშში. ასევე ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კვერცხიდან ზრდასრულ ტკიპამდე ჩამოსაყალიბებლად, სულ 6-8 დღე-ღამეა საჭირო. ეს პარაზიტები ძალიან საშიშნი არიან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თუთიყუშებისათვის. ზრდასრული ტკიპა არის მოსერო ან მოწითალო ფერის მომრგვალო არსება. რომლის დიამეტრიც 0,3-0,5 მმ-ია. ეს პარაზიტები თავს ესხმიან თუთიყუშებს ღამით. დღე კი ბნელ ადგილებში იმალებიან. იქნება ეს ბუდე, გალიაში არსებული მყუდრო და ბნელი ადგილი თუ თუთიყუშის ბუმბულებში, ფეხის გულებზე, კანის ნაკეცებსა თუ იღლიებში. ისინი თითქმის შეუმჩნევლები არიან, მაგრამ თუკი კარგად მოვძებნით, ბნელი ადგილებიდან "ნაგავს" დავყრით თეთრ ქაღალდზე, ჩვენ შევძლებთ მათ აღმოჩენას. მაგრამ ძალიან ცოტახნით, რადგან ტკიპები ძალიან სწრაფები არიან და მალევე დაიმალებიან. ისინი თუთიყუშს წოვენ სისხლს, სახლობენ უფრო მოტიტვლებულ ადგილას და მათი საცხოვრებლის ირგვლივ, ბუმბული იწყებს ცვენას. თუკი თქვენს თუთიყუშს აღმოაჩნდა ტკიპა,სჯობს მიმართოთ ორნიტოლოგს. თუკი მსგავსი რამ შეუძლებელია. მაშინ ფეხებსა და მოტიტვლებულ დაზიანებულ ადგილებში 10 დღის მანძილზე წაუსვით ბავშვის კრემი, ისე რომ ბუმბულები არ დაუსვაროთ. თორემ მალამო რომ გახმება, თუთიყუში მას მოიგლეჯს და ბუმბულებიც ზედ მიყვება. შემდეგ 10 დღე დაასვენეთ და მერე ისევ 10 დღე წაუსვით. მოარიდეთ სხვა ფრინველებს და გალია ყოველდღე დაუსუფთავეთ თან დადუღრეთ, სათამაშოები, ქანდარები და საკვებურები არ დაგავიწყდეთ.
ქეცი.
ქეცს ასევე იწვევენ პატარა ტკიპები. რომლებიც ჩნდებიან ფეხის გულებზე, ცვლილოვანაზე, ან კანის ნაკეცებში ბუმბულებთან ახლოს. ქეცის გადამტანია უკვე დაავადებული ცხოველი თუ ფრინველი. დაავადებულ თუთიყუშს ფეხებსა თუ ცვლილოვანაზე უჩნდება თეთრი ან მოსერო წანაზარდები, ასევე ბუმბულები სცვივა თავიდან, მუცლიდან და ზურგიდან. მათ ადგილას კი კანი აქერცლილი და წითელი რჩება. თუთიყუშს ძლიერ აწუხებს ქავილი და ასევე იწყებს ბუმბულის გლეჯას, ხშირად კანსაც კი იგლეჯს და სისხლიანდება. თუკი თუთიყუშს ადრეულ პერიოდშივე არ ვუმკურნალეთ, იგი მოკვდება.
ბუმბულის გამაგრება.
იმისათვის რომ თუთიყუშს გავუმაგროთ ბუმბულები, უნდა მივცეთ: ჩიტფესვას თესლი, მაგრად მოხარშული კვერცხი, კომბოსტოს ფურცლები (მცირე რაოდენობით და იშვიათად. თორემ ფაღარათი დაემართება)ასევე პრეპარატი beaphar mauser tropfen. გამოყენების წესს იხილავთ პრეპარატზე, თქვენი თუთიყუშის ჯიშიდან გამომდინარე. ეს პრეპარატი ბუმბულებს დაეხმარება გაზრდაში და ასევე კარგია პროფილაქტიკისთვისაც.როგორ გადავაჩვიოთ თუთიყუში ბუმბულის ამოგლეჯასა და კაფსულის დაღრნას. ზრდასრული თუთიყუშები ბუმბულს იგლეჯენ მაშინ როცა მშრალი ჰაერია და ოთახიც არ ნიავდება. ამიტომაც ოთახი ხშირად გაანიავეთ, გალიასთან ახლოს კი წყლიანი ჯამი დადგით, თბილ დღეებში კი თუთიყუშს ბანაობის საშუალება მიეცით, ან წყლის შესაშხურებლით დანამეთ. თვალებთან შეშხურებას მოერიდეთ. თუკი თუთიყუში დიდი ხნის განმავლობაში იგლეჯს და ჭამს ბუმბულის კაფსულას, მაშინ მისი გადაჩვევა ფაქტობრივად შეიძლებელია. მაგრამ გაუმდიდრეთ თქვენს თუთიყუშს კვების რაციონი და საჭირო მინერალებიც არ მოაკლოთ. ასევე მიეცით მათ საშუალება რომ მზის აბაზანები მიიღონ დილით ადრე, მაგრამ ცოტახნით და თან ჩრდილიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.
როგორ ვუმკურნალოთ თუთიყუშს, თუკი ბუმბულიჭამია ჰყავს
ბუმბულიჭამია პარაზიტებისგან თავის დასაცავად საჭიროა თუთიყუშები გვყავდეს ჰიგიენურ პირობებში და არ დავუშვათ მატი კონტაქტი დაავადებულ, თუ გარეულ ფრინველებთან. თუკი რომელიმე თუთიყუშს გაუჩნდა ეს პარაზიტი, იგი მაშინათვე უნდა გადავიყვანოთ სხვა თუთიყუშებისგან შორს. გალია კი გულმოდგინეთ გავრეცხოთ სხვადასხვა საშუალებებით, ბოლოს კი აუცილებლად დავდუღროთ. ბუმბულიჭამიების გასანადგურებლად რეკომენდირებულია მშრალი გვირილა, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, რომელიც თუთიყუშს უნდა შეაზილოთ ბუმბულებში, ან გვირილას ნაყენით აბანაოთ თუთიყუში. ბუმბულებში შეგიძლიათ შეაშხუროთ მშრალი, ყურძნის ღვინო.
ტკიპების პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის მიზნით, თუთიყუშმა უნდა მიიღოს ხოლმე მზის აბაზანები და გალია დადუღროთ ხოლმე.
ქეცის მკურნალობა
ქეცისგან მკურნალობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი პარაზიტებს წვდომა არ ექნებათ ჰაერთან. მოშიშვლებულ ადგილას წავუსვათ გვირილის ნაყენი ან ბავშვის კრემი დღეში 2 ჯერ, 10 დღის განმავლობაში. თუკი თუთიყუშს უკვე ბუმბულებიც სცვივა, მაშინ იგი უნდა ვაბანაოთ 40 გრადუსამდე გამთბარ წყალში, 6%-იანი საპნის ემულსიით. გამშრალების შემდეგ, დაზიანებულ ადგილებში უსვამენ მალამო "ვულნუზანს" ან რაიმე მის შემცვლელს. გალია, რომელშიც ცხოვრობდა ქეცით დაავადებული თუთიყუში უნდა გავრეცხოთ საპნით და დავდუღროთ. პარაზიტები დაიხოცებიან 5-10 წამში.
ვირუსი PBFD
ნისკარტისა და ბუმბულის დაავადება (PBFD) არის გადამდები, მომაკვდინებელი ვირუსი. რომელიც აზიანებს: ნისკარტს, ბუმბულებსა და იმუნურ სისტემას. პირველად ეს დაავადება რეგისტრირებულ იქნა 1975 წელს, ავსტრალიის ვეტერინარების მიერ, როდესაც გარეულ თუთიყუშებს აკვირდებოდნენ. რთულ ფორმებში, როდესაც თუთიყუშს უკვე ვიზუალურად ეტყობა დაავადების ნიშნები, როგორც წესი კვდება. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ჩიტებს ეს დაავადება იოლ ფორმებში გადააქვთ და განიკურნებიან ხოლმე.
თუთიყუშების სახეობები რომლებსაც შეიძლება დაემართოთ PBFD
PBFD ვირუსი გამოვლენილი იქნა თუთიყუშების 40-ზე მეტ სახეობაში. მათ შორის სამხრეთ ამერიკის თუთიყუშებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სახეობას შეიძლება დაემართოს ეს ვირუსი, ყველაზე ხშირად მაინც კაკადუს, ეკლეკტუსს, განუყრელებს, ტალღოვან თუთიყუშებსა და ჟაკო ავადდებიან. ყველაზე რთულად კი ახალგაზრდა თუთიყუშები უმკლავდებიან ამ ვირუსს. რთულ ფორმებში ხშირად უფრო 2 წლამდე თუთიყუშებს აქვთ ხოლმე PBFD
რა იწვევს PBFD ვირუსს?
PBFD ვირუსს იწვევს DNK ვირუსი. რომელიც აზიანებს იმუნური სისტემის უჯრედებსა და ასევე ნისკარტისა და ბუმბულების უჯრედებს. მსგავსი ვირუსები გვხვდება მტრედებსა და სხვა ფრინველებში...
როგორ გადადის ვირუსი, რომელიც იწვევს PBFD ვირუსს?
PBFD ძალიან გადამდებია. იგი შეიძლება გადავიდეს ჰაერიდან, შეიმჩნევა ფეკალიებსა და დაავადებული თუთიყუშის მტვერში (პუდრაში) სწორედ ამ ბუმბულის მტვერიდან ადვილად გადადის წყალში, საკვებზე, გალიაში, ტანსაცმელზე და სხვა. ვირუსი გადადის როგორც შესუნთქვით, ასევე გადაყლაპვით. ვირუსი ასევე გადადის დედიდან კვერცხში.
საინკუბაციო პერიოდი (დრო ვირუსის ზემოქმედებასა და სიმპტომების გამოვლენას შორის) შეიძლება იყოს როგორც ძალიან მცირე სულ 3-4 კვირა, ასევე ძალიან დიდი, რამოდენიმე წელიც კი. ეს დამოკიდებულია გადადებული ვირუსის რაოდენობას, თუთიყუშის ასაკის, იმუნო სისტემასა და ბუმბულის ხარისხზე.
PBFD-ის ნიშნები
არსებობს მძიმე და ქრონიკული ფორმები დაავადებისა.
მძიმე ფორმა უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ფრინველებში და შეიძლება დაიწყოს შემდეგი სიმპტომებით, რომლებიც არ ეხება ნისკარტსა და ბუმბულებს. დაავადებული თუთიყუშები ხდებიან ზანტები, უკან იღებენ საკვებს (აღებინებენ) ჩიყვის გამო, აღენიშნებათ დიარეა. თუთიყუში შეიძლება ისე მოკვდეს, რომ ნისკარტი თუ ბუმბულები არც კი დაუზიანდეს. მაგრამ ხშირად ბუმბულები სცვივათ ხოლმე. შემდეგ კი თხელი ბუმბულები ამოსდით, რომელიც ადვილად ტყდება, აღენიშნებათ სისხლდენა და ძალიან მტკივნეულია.
მძიმე ფორმის დროს აქვთ: დეპრესია, გულის რევა და დიარეა, მადისა და წონის დაკარგვა, ბუმბულის ანომალიური განვითარება, ბოლოს კი სიკვდილი.
ქრონიკული ფორმა უფრო ხშირად გვხვდება ზრდასრულ თუთიყუშებში. ბუმბულები უფრო მყიფე ხდება და ადვილად ტყდება, უჩნდება ზოლები, შეიძლება ფერიც შეიცვალოს, გვხვდება სისხლდენაც. განიცადოს დეფორმაცია ან დაეხვიოს. ვინაიდან ბუმბულის ფოლიკულები დაზიანებულია, თუთიყუშს არ შეუძლია ბუმბულის შეცვლა. რის შედეგადაც დაკარგული ბუმბულების ადგილს ახალი ბუმბულები ვერ დაიკავებს და თუთიყუშიც გამელოტდება. მოშიშვლებული ადგილები დაუცველია და კარგავს ბუნებრივ მტვერს, რომელიც აქვს ჯანმრთელ თუთიყუშს. ბუმბულების ანომალიური განვითარება შეიძლება არ შეიმჩნეოდეს პირველ განგურამდე.
ნისკარტი შეიძლება განვითარდეს არაპროპორციულად. იგი შეიძლება ძალიან დაგრძელდეს, განიცადოს დეფორმაცია და გატყდეს. იგივე ბედი შეიძლება გაიზიარონ ბრჭყალებმაც.
ფეკალიები იქნება მომწვანო ფერის და თხევადი. თუთიყუშს შეიძლება დაუზიანდეს ღვიძლი, რაც სიკვდილს გამოიწვევს. თუკი თუთიყუში დაავადებულია ქრონიკული ფორმით, მან შეიძლება კიდევ თვეები ან წლობით იცოცხლოს. ეს პერიოდი, როდესაც თუთიყუში კარგავს ბუმბულებს და ფიზიკურადაც სუსტდება, ემოციურად ძალიან დამთრგუნველია თუთიყუშის მეპატრონეებისთვის.
ქრონიკული ფორმის დროს ხდება: ბუმბულის მტვრის დაკარგვა, ბუმბულის ანომალიური განვითარება, ნისკარტის ძალიან გრძელი ზომები, დეფორმაცია ან მომტვრევა, ინფექციები და ბოლოს რამოდენიმე თვეების ან წლების შემდეგ - სიკვდილი.
როგორ გამოვავლინოთ PBFD?
ბუმბულების დაზიანება, იმას არ ნიშნავს რომ თუთიყუშს აუცილებლად PBFD ვირუსი სჭირს. იგი შეიძლება გამოწვეული იქნას არასრულფასოვანი კვების, მინერალების ნაკლებობისა თუ სტრესის გამო. ამიტომაც ამ ვირუსის გამოსავლენად, სისხლის ან კანის ანალიზებია საჭირო. 90 დღის შემდეგ კვლავ საჭიროა ანალიზების ჩატარება. შეიძლება თუთიყუშმა აჯობოს ვირუსს და გამოიმუშავოს იმუნიტეტი.
როგორ იკურნება PBFD?
არ არსებობს კონკრეტული გზა, PBFD-ს მკურნალობისა. ჩვენ მხოლოდ თუთიყუშის კარგად მოვლა შეგვიძლია, ჯანსაღი კვება, ნისკარტის მოჭრა და ინფექციების მკურნალობა. მიუხედავად ამისა დაავადება კვლავ განაგრძობს განვითარებას და მხოლოდ ძლიერი ფრინველები თუ ერევიან მას. თუკი თუთიყუში ძალიან მძიმე ფორმითაა დაავადებული, მისი დაძინება სჯობს. რადგან იგი უკვე აღარ განიკურნება, თან გამუდმებით ტკივილები აწუხებს და იტანჯება. თუთიყუშები რომლებიც თავისი სიკვდილით კვდებიან, განპირობებულია: სხვადასხვა ვირუსების, ინფექციებისა და სოკოების მიერ. რათა მათი იმუნური სისტემა ძალიანაა დაზიანებული. დაავადებული თუთიყუშების უმრავლესობა იხოცება 6 თვიდან 2 წლამდე, მას შემდეგ რაც ისინი დაავადდნენ.
როგორ ავიცილოთ თავიდან ან ვაკონტროლოთ PBFD
უპირველეს ყოვლისა, თუთიყუში უნდა შევიძინოთ მომშენებლისგან, რომელსაც ჰყავს ჯანმრთელი თუთიყუშები. თუკი ფრინველს ვყიდულობთ ზოომაღაზიაში, მას გავლილი უნდა ჰქონდეს კარანტინი. დაავადებული თუთიყუშები უნდა იყვნენ იზოლირებული და არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას გამრავლებაში. თუთიყუშის პატრონები კი უნდა ათვითცნობიერებდნენ რომ თუკი მათ შეხება ჰქონდათ ავადმყოფ ფრინველთან, მათ შეიძლება ეს ვირუსი სახლში მიიტანონ და გადასდონ თავიანთ თუთიყუშებს. ამიტომ საჭიროა ჰიგიენის დაცვა. ვირუსთან საუკეთესო ბრძოლის ხერხი, დეზინფექციაა. ავსტრალიაში შექმნილი იქნა ვაქცინა, რომელიც იცავს ჯანმრთელ თუთიყუშს, მაგრამ მან შეიძლება ძალიან გაართულოს თუთიყუშის მდგომარეობა, რომელსაც უკვე აღენიშნება PBFD ვირუსის სიმპტომები. თუთიყუში უნდა აიცრას რაც შეიძლება ადრეულ ასაკში. უმჯობესია 14 დღის დროს. 1 თვის შემდეგ კი აუცილებელია რევაქცინაცია. ჯანმრთელი თუთიყუშები კი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გამრავლებაში, აუცილებელია აიცრან გამრავლებამდე 1 თვით ადრე.
როგორ ვასწავლოთ ლაპარაკი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თუთიყუშის მოყვანისას არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ის 100% -ით დაიწყებს ლაპარაკს. ყველა ინდივიდუალურია, ზოგს აქვს ნიჭი, ზოგს ნაკლებად, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. როგორც ზემოთ დავწერეთ უმეტეს შემთხვევაში მამლები ლაპარაკობენ. ლაპარაკის სწავლა ასევე დამოკიდებულია თქვენზეც, თუ რამდენ დროს უთმობთ. მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ რომ ხშირად უმეოროთ ერთიდაიგივე სიტყვა, ნუ შეეცდებით თავიდანვე წინადადების სწავლებას, რადგან აურევს სიტყვებს ერთმანეთში და გამოვა უაზრო ბგერების რახა-რუხი. ზოგი ხმას იწერს და ასმენინებს, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ პირადი ურთიერთობა უფრო უკეთეს და სწრაფ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ჩანაწერის მოსმენა. საერთოდ, პირველი სიტყვის სწავლას ყველაზე მეტი დრო სჭირდება (1, 2, 5 თვე ან 1 წელიც, ესეც ინდივიდუალურია) ხოლო შემდეგ უკვე დროის მონაკვეთები იკლებს.როდესაც პირველ სიტყვას ისწავლის, რა თქმა უნდა თავიდანვე მკვეთრი და ზუსტი გამოთქმა არ ექნება. ნუ ინერვიულებთ, რადგან დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო დახვეწავს და ზუსტად მიამსგავსებს ბგერებს, ცხადია თქვენი დახმარებით. როდესაც პირველ სიტყვას საფუძვლიანად ისწავლის, შეგიძლიათ უკვე ისეთ ფრაზებზე/წინადადებებზე გადახვიდეთ სადაც ეს სიტყვა ფიგურირებს. დროთა განმავლობაში თუთიყუში ისე ეჩვევა გამეორებას, რომ სიტყვისა თუ ფრაზის სწავლის დრო საგრძნობლად მცირდება და არის შემთხვევები, როცა 2-3ჯერ გამეორებული სიტყვა მისთვის უკვე იოლად ათვისებადი.
ზოომაღაზიების მისამართები და ტელეფონის ნომრები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://yell.ge/companies.php?lan=geo&rub=139
თუთიყუშებისთვის დასარქმევი სახელების სია ანბანის მიხედვით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://www.pricelessparrots.com/parrot-names.htm
http://www.birdbytes.com/names_a.html#sthash.NZPWPqg9.dpbs
წინა თემები:
თუთიყუშები
თუთიყუშები
თუთიყუშები
პოსტი მომზადებულია ფორუმელ თუთომანთა მიერ. ©
This post has been edited by
Qetucha
on 9 Jul 2016, 22:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasovaso92
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
vasovaso92
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25468
წევრი No.: 151015
რეგისტრ.: 16-June 12
#48312481
· 10 Jul 2016, 11:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამით :bis:
---------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Giorgijee
Crazy Member
ჯგუფი: Members
Giorgijee
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2962
წევრი No.: 206493
რეგისტრ.: 16-August 15
#48321208
· 11 Jul 2016, 13:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
10 დღეა არ წამს , მოწყენილათაა. უკან სკლინტი თუ რაგაც აქვს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandroia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sandroia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14633
წევრი No.: 67441
რეგისტრ.: 14-July 08
#48352583
· 15 Jul 2016, 10:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგესალმებით ხალხო
თბილისში არის ისეთი ზოომაღაზია სადაც თუთიყუშების და თევზების ფართო არცევანი იქნება?
ანუ ცოტა დიდი მაღაზია რომ იყოს და მხოლოდ იქ რომ დავდიოდე საყიდლად თუ არის ეგეთი?
შედარებისთვის რომ ავიღოთ მაგალითად სუპერმარკეტი ორი ნაბიჯი და კარფური
აი ესეთ სტილშI რაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80568
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#48358436
· 15 Jul 2016, 22:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(sandroia @ 15 Jul 2016, 10:46 )
მოგესალმებით ხალხო
თბილისში არის ისეთი ზოომაღაზია სადაც თუთიყუშების და თევზების ფართო არცევანი იქნება?
ანუ ცოტა დიდი მაღაზია რომ იყოს და მხოლოდ იქ რომ დავდიოდე საყიდლად თუ არის ეგეთი?
შედარებისთვის რომ ავიღოთ მაგალითად სუპერმარკეტი ორი ნაბიჯი და კარფური
აი ესეთ სტილშI რაა
კარფურის და სუპერის დონის არაფერი არ არის, პატარა მაღაზიები კი არის რამდენიმე, მაგალითად ზოოპლაზა არის თამარაშვილზე ლუკოილის კალონკასთან, ტელევიზიის პირდაპირ არის მაღაზია (პეტშოფი მგონი), რუსთაველის მეტროსთან (სახელი არ მახსოვს), კიდევ თევზების დიდი მაღაზია იყო ქარვასლაში (ფიშოპი) და დაიხურა...
თევზებზე თუ რამე გაინტერესებს, ცალკე თემაა და იქ გამოგეხმაურებიან, ან დამირეკე და აგიხსნი რაღაცეებს, 2 წელია აკვარიუმისტობას მივყავი ხელი, კუებიც მყავს დაჟE :D
თუთიყუშები თინეიჯერობის დროს მყავდა მთელი ოჯახი, 3 პარტია ბარტყები გამოჩიკეს და დააფრინეს, ასე რომ მაგ საკითხშიც მეტნაკლებად ვერკვევი :)
This post has been edited by
PAINKILLER
on 15 Jul 2016, 22:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
oligarh
member
ჯგუფი: Members
oligarh
member
ჯგუფი: Members
წერილები: 14639
წევრი No.: 10418
რეგისტრ.: 26-May 05
#48359086
· 15 Jul 2016, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო დამწყები ვარ და რომელ თუთიყუშს მირჩევთ, შედარებით იოლი მოსავლელი და კაპასი რომ არ იყოს :D
ასევე მაინტერესებს დაბალ ტემპერატურას როგორ ეგუება, ოთახში სადაც საღამომდე გათბობა არ ირთვება და ცივა თუ გაძლებს?
This post has been edited by
oligarh
on 16 Jul 2016, 00:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
წერილები: 17823
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09
#48359167
· 16 Jul 2016, 00:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ასე რომ მაგ საკითხშიც მეტნაკლებად ვერკვევი
ოღონდაცა რა :D
:lol: :lol: :lol:
sandroia
ზოომაღაზიების მეტი რა არის. ნუ დაგეზარება გავლა :)
oligarh
გეტყვიან ტალღოვანიო და არ დაუჯერო :)
სინამდვილეში არცერთი ცოცხალი (!) არსება არაა მარტივი და იოლი მოსავლელი.
იცი რატომ?
იმიტომ რომ ცოცხალია :)
ამიტომ აქედანვე დაფიქრდი: გაქვს საკმარისი დრო, რომ დაუთმო თუთიყუშებს? თუ არ გაქვს, აზრი არ აქვს :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
oligarh
member
ჯგუფი: Members
oligarh
member
ჯგუფი: Members
წერილები: 14639
წევრი No.: 10418
რეგისტრ.: 26-May 05
#48359339
· 16 Jul 2016, 00:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Unico
დღეში 3-4 საათი მინიმუმ, ნუ ერთ ოთახში ვიქნებით, 4 საათი ვერ დავუჯდები და ვერ ველაპარაკები ან ვეთამაშები :D
QUOTE
არსება არაა მარტივი და იოლი მოსავლელი.
ხო გასაგებია მაგრამ ყველა ერთნაერი ხომ არ არის, დარწმუნებული ვარ ხასიათებით განსხვავებული იქნება ჯიშები.
Unico
QUOTE
ასევე მაინტერესებს დაბალ ტემპერატურას როგორ ეგუება, ოთახში სადაც საღამომდე გათბობა არ ირთვება და ცივა თუ გაძლებს?
ამაზე ხომ ვერ მეტყვი რამეს.
This post has been edited by
oligarh
on 16 Jul 2016, 00:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80568
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#48359863
· 16 Jul 2016, 01:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ოღონდაცა რა
Unico
ვერ გავიგე???
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
წერილები: 17823
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09
#48362936
· 16 Jul 2016, 12:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
oligarh
ნუ მაშინ განუყრელებს გირჩევ, წყვილი იყიდე, ანუ დედალ-მამალი :)
ლაპარაკის სწავლა გაგიჭირდება, ჩვენთან უჭირთ განუყრელებისთვის რამის სწავლება (იმიტომ რომ ამას დიდი დრო უნდა), მაგრამ სამაგიეროდ ლამაზები არიან და თავისებურად ჟღუტულებენ.
რაც შეეხება ტემპერატურას.
თუ გათბობა არ გაქვს ჩართული, თუ ადამიანიც ძლივს ჩერდება მაგ ოთახში (ან შეიძლება არ იყოს სახლში საღამომდე და გათბობაც ვერ ჩართოს), მაშინ ბუნებრივია ვერ გაძლებს თუთიყუში.
ზამთარში გათბობა უნდა. ახლა, მთლად გამათბობელს მიასკუპე გალიაო, ამას არ გეუბნები, მაგრამ გასაძლები ტემპერატურა რომ იყოს სახლში.
თორემ მოიბუზება, ავად გახდება და მოკვდება.
მართლა გეუბნები. არის ამის შემთხვევები :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
natia khuchua
Super Member
ჯგუფი: Registered
natia khuchua
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 127
წევრი No.: 155046
რეგისტრ.: 11-October 12
#48365895
· 16 Jul 2016, 19:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ,
კარგა ხანია აღარაფერი დამიწერია ფორუმზე :)
მოკლედ, 4 დღეა, რაც ვიყიდე კორელა, რომელიც დიდი ხანია მინდოდა მყოლოდა. პატრონის თქმით, ბიჭი უნდა იყოს, ჰქვია ზიბრი. საოცარი თუთოა, თბილი და ტკბილი :bis: ჯერ თვენახევრისაა და სულ ჩემთან ახლოს აა, მხარზე მაზის ხოლმე და თავს რომ მომადებს ლოყაზე, მაგ დროს შეჭმა მინდება, ისეთი ტკბილია. სულში ვიძვრენ ლამის, ისეთია, თუმცა როცა ვეფერები ან როცა უბრალოდ მხარზე მაზის ან დადის აქეთ-იქით, რაღაც ხმებს გამოსცემს, პირს არ აღებს ოღონდ, ცხვირისმიერი ბგერასავითაა რაღაც, როგორ ავხსნა არვიცი. სტვენა არაა, არც ჭყიპინი, დაბალ ბგერებს უშვებს. უცხოურ ფორუმებზე გადავავლე თვალი მსგავს თემებს და წერენ, რომ ან სიამოვნებთ მოფერება და ამიტომ გამოსცემენ ასეთ ხმას, ან შეწყვილების პერიოდი აქვთ და მოფერებისას ასე რომ ვთქვათ იღგზნებიან :D ან შიათ და ამით არის გამოწვეული ეს ხმები. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რას მეტყვით?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ანანასი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ანანასი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5269
წევრი No.: 155293
რეგისტრ.: 18-October 12
#48385256
· 19 Jul 2016, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
განუყრელები არ იყიდოთ.
დილის 6 საათზე რო დაიწყებენ ღნავილს არ ჩერდებიან ღამის 12 მდე. :facepalm:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(43)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.2110 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.