ყველას აქვს ხომ გამოხატვის თავისუფლება?
აბა ეს რააა
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...?fullComments=1ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრეებმა რუსეთთან მეგობრობის მხარდამჭერებს პუშკინის სკვერში აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს. რუსეთთან მეგობრობის მომხრეები პუშკინის სკვერში დაგეგმილის შესაბამისად, ზუსტად 15:00 საათზე მივიდნენ. მანამდე იქ 14.00 საათიდან მიმდინარეობდა ნატო-ს მხარდამჭერების აქცია.
რუსეთის მხარდამჭერების გამოჩენას მოჰყვა გაღიზიანება, შემდეგ კი მხარეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც რუსეთის მომხრეებმა ტერიტორია დატოვეს. ისინი ნატოს მხარდამჭერებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...s-skvershi.htmlთავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში ნატო-ს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ნატო-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს და, ამავე დროს, გუშინ დაანონსებული რუსეთის მხარდამჭერი აქცია გააპროტესტეს, რომელიც ამავე ადგილზე 15.00 საათზე იყო დანიშნული.
აქციაში როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ: კობა ხაბაზი, გოგა ხაჩიძე, გიორგი კანდელაკი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ თავხელიძე, გიგა ნასარიძე და სხვა ცნობილი სახეები.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს დროშები, ასევე, პლაკატები, რომლითაც რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებდნენ და ოკუპანტებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
აქ კიდევ ადამიანის უფლებებზე გულზებალანდაგლეჯილთა პოსტებიც ნახეთ მშობლიურ ფორუმზე
რუსეთთან მეგობრობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართება
