
1925 წელს დაიბადა ინგლისში, ვოდევილის კომიკოსების ოჯახში. სამსახიობო ნიჭი პატარაობიდანვე ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახიობების სპეციალურ ქვეგანაყოფშიც კი ირიცხებოდა.
მოგვიანებით მუშაობა BBC-რადიოში დაიწყო. დიდ ეკრანზე პირველად 1951 წელს გამოჩნდა. პირველი წარმატება 1955 წელს გამოსულმა ფილმმა, The Ladykillers-მა მოუტანა (2004 წელს ამ ფილმის რი-მეიდი კოენებმა გადაიღეს). 1960 წელს გამოსულ ფილმში, მილიონრები, სელერსს პარტნიორობას სოფი ლორენი უწევს. 1962 წელს ეკრანებზე გამოდის კუბრიკის ლოლიტა, რომელში სელერსი, მის მიერ განსახიერებული, ექსსცენტრიული კლერკ ქუირთის როლისთვის, სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს კინემატოგრაფიის ისტორიაში. 1964 წელს გამოსულ კუბრიკის "დოქტორ სტრეინჯლავში" შესრულებული სამი რადიკალურად განსხვავებული როლი კი წინაპირობა გახდება იმის რომ მოგვიანებით მას უწოდებენ ერთერთ ყველაზე დიდ კომიკოსს კინომატოგრაფიის ისტორიაში. პიტერ სელერსსმა 1979 წელს გამოსულ, ჰოლ ეშბის "ვიყო მანდ"-ში შესრულებული მთავარი როლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ დიდი მსახიობი იყო და დრამატული როლების თამაში ისევე კარგად შეეძლო, როგორც კომიკურის.
ასევე აღსანიშნავია მთავარი როლი "ვარდისფერი პანტერის" 5 ნაწილში.
სელერსმა გამოცივალა ოთხი ცოლი და ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე.
გარდაიცვალა 1980 წელს, 54 წლის ასაკში, გულის შეტევით.
imdb / ფილმოგრაფიამისი ციტატები:
If you ask me to play myself, I will not know what to do. I do not know who or what I am.
There used to be a me behind the mask, but I had it surgically removed.
To see me as a person on screen would be one of the dullest experiences you could ever wish to experience.
I'm a classic example of all humorists - only funny when I'm working.
Women are more difficult to handle than men. It's their minds.
საინტერესო ვიდეოები: