რამდენი ჩემი მანქანის გაზზე გადაყვანა გადავწყვიტე იმდენი რაღაც ისეთი ნიუსი გავიგე რომ გადამაფიქრებინა :/

შალვა ოგბაიძე წერს თავის ფბ გვერდზე:
BMW-ში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემის გაუმართაობის შედეგად მოხდა აფეთქება.
მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. აფეთქების ტალღამ ავტომობილს კარების პანელებიც კი ააგლიჯა.
რამდენიმე ვერსია:
1.ბუნებრივი აირის კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა.
2.ბუნებრივი აირის სტანდარტთან შეუსაბამობა, რაც ქვეყანაში საწვავის ხარისხის სავლდებულო კონტროლოს არარსებობის ბრალია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამდენი გაზის გაჟონვას აუცილებლად იგრძნობდა მძღოლი თუ გაზს სპეციალური მკვეთრი სუნის ნივთიერება(ოდორანტი) რომ ჰქონებოდა დამატებული საჭირო რაოდენობით.
3.ავტომობილის გაზზე გადაყვანის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის არარსებობით.
4.ავტომობილებზე უკვე დამონტაჟებულ სისტემებზე სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობით.