ერთი პატარა ისტორია მინდა მოვყვე

დღეს, სააკაძის მოედანზე ვიდექი ცოტა ხნით, და შევნიშნე პატარა გოგო (უკვე 14-ისაა) რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირზე იჯდა, ჭუჭყიანი ქონდა ხელები, დასაბანი თმები, ბინძური ტანსაცმელი ეცვა, ერთ ხელში კალენდარები ეჭირა, მეორეში პურის ნატეხი და ჭამდა, და თან თავის მეგობრებს - ქუჩაში შეძენილ ძმებს და დებს ელაპარაკებოდა
ვუყურე ამ გოგოს, ვუყურე და, მერე შევატყვე თვალებში რომ ვეცნე, ან უბრალოდ ჩემი მზერით დაასკვნა რომ ვიცნობდი, და მივესალმე, ვკითხე როგორ ხართქო, მან კიდევ მიპასუხა და მომიკითხა
ცოტა ხანი კიდევ ვუყურე და ვკითხე, გახსოვარ ვინ ვართქო?!
მან კიდევ კი მეცნობიო ამ უნივერსიტეტიდანო?! და გეპეისკენ გაიშვირა ხელი
არა, არათქო, ადრე გნახე ეკლესიაშითქო, აღდგომას შევხვდით ერთხელ 3-ი წლის წინთქო
და გოგოს თვალები გაუნათდა, გავახსენდი და უი შენ ის გოგო არ ხარო რაღაცეები რომ გვიყიდეო .....
3 წლის წინ, ეკლესიაში ვიყავი აღდგომის შესახვედრად,ერთი პატარა გოგო ვნახე ქრისტინე, რომელიც განსხვავდება ჩვენგან , ცოტათი სხვანაირია დაბადებიდან , ძალიან თხლად ეცვა და ხურდა მთხოვა, მეც მივეცი, მერე დავინახე რომ ვიღაცას ხელებში უყურებდა, ის კიდევ ჭამდა, და ქრისტინეს ვკითხე---გშიათქო?--და კიო, ცოტა გამოველაპარაკე, და მერე ვუთხარი წამოდი რამე ვიპოვნოთ და ვიყიდოთ საჭმელითქო
ძალიან გაუხარდა და მთხოვა ჩემი ძმაც რომ წამოვიდეს შეიძლებაო?
კი მეთქი, და უცებ გაიქცა, შუა გზიდან მობრუნდა და მკითხა აუ რომ წავიდე და მერე ვეღარ გიპოვნოო???
გავყევი არ ინერვიულოსთქო და იქიდან კიდევ ერთი გოგო წამოვიდა, რომელმაც შუა გზაში უკან დაიხია... ეტყობა შეეშინდა .....
12-ი საათი რომ გახდა, როდესაც " ქრისტე აღსდგა" პირველად დაიძახა მღვდელმა, მე თავისუფლების მოედანზე ვიყავი ამ ბავშვებთან ერთად, და ხაჭაპურები,ნამცხვრები და "კოკები" ეჭირათ ბავშვებს და ძალიან გახარებულები იყვნენ .....
ეკლესიაში აღდგომის შეხვედრა დიდი მადლია, მაგრამ მე მიმაჩნია რომ არანაკლები მადლი მოვისხი, და დღეს ქრისტინემ მიცნო, ესეიგი ცხოვრებაში რაღაც გამიკეთებია, რაღაცისთვის მიმიღწევია
ქრისტიანობა, რწმენა და ღმერთი - მარტო ის არ არის ეკლესიაში იარო, მოძღვარს ესაუბრო და ცოდვების შებნდობა სთხოვო, ან თუნდაც ყოველი ეკლესიის წინ სამჯერ გადაიწერო პირჯვარი
რწმენა და მორწმუნეობა და ღვთის შიში საქმით უნდა გამოავლინო, როცა შეგიძლია ადამიანს სიკეთე გაუკეთო, როცა შეგიძლია მას ცხოვრება გაულამაზო, როცა შეგიძლია ბედნიერება მოუტანო ... რატომ არ ვაკეთებთ ამას?
მიხარია ქრისტინეს რომ დავამახსოვრე თავი,მოდით ყველამ სიკეთე ვაკეთოთ ... ვეცადოთ მაინც ...
"Ум того, кто не спешит делать добро, находит удовольствие в зле"
არ ჩავიდინოთ სიბოროტე
"Невозможно все время быть героем, но всегда можно оставаться человеком."
მოდით ვიყოთ ადამიანები
"ДОБРОТА - склонность облегчать, где можно, всякую жизнь. "
და ვაკეთოთ სიკეთე !
This post has been edited by MEXXX on 19 Oct 2007, 00:47