ვფიქრობ გმოსადეგი წიგნია დაინტერესებულებისათვის:
საქართველოს ისტორიის საკითხებზე მუშაობისას ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა - სიმონ ჯანაშიამ (1900-1947 წწ.) გააცნობიერა კავკასიელი ხალხების ენების, ისტორიის, ეთნოგრაფიის, კულტურის ადგილებზე შესწავლის აუცილებლობა. 1929 წელს ის, ქართველ მეცნიერთა შორის პირველი, ჩერქეზეთში ჩავიდა და ჩანაწერები "დღიურების" სახით დატოვა. სამწუხაროდ, თავად ავტორმა ვერ მოახერხა ამ მასალის ცალკე წიგნად გამოქვეყნება. იგი შევიდა 1968 წელს გამოცემული მისივე შრომების IV ტომში.
"ჩერქეზულ დღიურებში", საკუთრივ "დღიურების" გარდა, წარმოდგენლია: ს. ჯანაშიას ოთხი სამეცნიერო სტატია; სტატია, მიძღვნილი ს. ჯანაშიასადმი; რ. ჯანაშიას სტატია ს. ჯანაშიას არქივში დაცული ეპისტოლარული მასალის შესახებ; და მოხსენება, წაკითხული თამარ უჯუხუსა და რუსუდან ჯანაშიას მიერ, კავკასიოლოგთა I კონგრესზე, 2007 წელს.
მთარგმნელები (რუსუდან ჯანაშია და თამარ უჯუხუ) და გამომცემლები იმედს გამოთქვამენ, რომ ს. ჯანაშიას "ჩერქეზულ დღიურებს" (რომელიც უკვე თითქმის 80 წლისაა) დღესაც შეუძლიათ მკითხველის დაინტერესება, ეს კი ხელს შეუწყობს ქართველებსა და ადიღებს (ჩერქეზებს) შორის სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის, ადამიანური ურთიერთობების განახლებას. ეს უკვე დაადასტურა "დღიურების" მიმართ გამოჩენილმა დიდმა ინტერესმა, რომელიც კავკასიოლოგთა ზემოთ აღნიშნულ კონგრესზე გამოავლინეს კავკასიელმა მეცნიერებმა.

]Черкесские Дневники[/URL]
This post has been edited by marki on 21 Nov 2008, 15:05
ერიჰაა...