დასვი წერტილი არ მიიხედო!
........................................................................
დატოვე ნივთი და სულის ტვირთი
გულით წაიღე, რაც ძვირფასია,
ნუ მიიხედავ, აღარ ღირს ფიქრი
მასზე, რაც ჩაქრა...აღარ ანთია!
ნურც დღეებს, თვეებს, ნურც წლებს დაითვლი
რაც მაშინ იყო - ახლა ლანდია!
ნუ მიიხედავ, შენ უკვე სხვა ხარ....
რაც ხარ, ახლა ხარ - ფაქტზე ფაქტია!
ნუ დაუმიზნებ - მოზიდე მშვილდი
და დაედევნე გატყორცნილ ისარს!
ნუ მიიხედავ წარსულის ბინდში
უმზირე მხოლოდ ზეციურ მისანს!
შენ უკვე სხვა ხარ, სამყაროც სხვაა,
არ გაჩერდე და... არც ჩაიხადო!***
ვერ დაიბრუნებ, რაც აღარაა
დასვი წერტილი, არ მიიხედო!
***უნდა მეთქვა - "ჩაიხედო", მაგრამ რატომღაც " ჩაიხადო" ვამჯობინე!
********************************************************
...ჰო, დამიჯერეთ(თუ გინდა ნუ დამიჯერებთ

), თუმცა ასე ჯობია ...განა იმიტომ, რომ პოზას ვიჭერ ან მარკას ვიწევ....ჩემი თავი ჯანდაბას, პროსტო ჟიზნი და სამყარო არიან ასე მოწყობილი!
...არა, სხვა გზაც არსებობს!...შეგიძლიათ რეიტინგულ ფსიქოანალიტიკოს ან ფსიქიატრს მიმართოთ!
....პირველი გეტყვით...აი, ეტყობა, ბავშვობაში, მამა რო გცემდათ, მაგიტომ კასტრაციის კომპლექსსვერ გაუმკლავდითო და იმისათვის რო განიკურნოთ, მამას ახლა მაინც სამაგიერო გადაუხადეთ და სკნუტუ მოაჭერითო!
....მეურე უარესი, დაუმართებელს დაგმართებთ - ვალიუმი, ამიტრიპტილინის ჯგუფი, სტიმულოტონი, ფენაზეპამი, ამინაზინი. ჰალოპერიდოლი, ციკლოდოლი, ტიზერცინი და ა.შ. სულის პოლნი ბომბადიროვკა...სანამ "კაპუსტა" არ გახდები!
...გამახსენდა მილოშ ფორმანის ფილმი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს..."....რამდენი კაპუსტა ცხოვრობს იმ პანსიონატში და ყველა როგორ თბილადაა "საიმედოდ" მოკალათებული თავის წარსულში!
...მაგრამ, ცხოვებაშიც ხომ პაჩტი იგივე პონტია...უხილავი გისოსების შიგნით, თვითკმაყოფილი, და პროსტო უფრო რესპექტაბელური გუგული როჟები, მიპადოშებული სულის ადამიანები და + ოჯახის წამხდარი ფსიქოთერაპევტები!
....გელფრენდი თუ არა გყავს..... ისე რა ბიჭი ხარ!
....ქალი ბოიფრენდის გარეშე, ....... რისი ქალია!
....ბიჭოლა და კესო დაძმობილდნენ!
....მზექალამ და გულნარამ იქორწინეს!
....ჯონდოსგან დაფეხმძიმებულ მევლუდს მუცელი მოეშალა!
მწუწნავი ბაბუა სორრროსის ეპისტოლე და მოკლედ, მთელი პროჯდასავლეთი ჩვენით აღტაცებულია!
ნათესაოსოფიისკენ გაიხედავ და ბიძია გაიოზი!..."შენი სისხლი და ხოცი, ვალოდიას სიძე, ...გრიპზე ბევრი ნიორი უნდა სჭამო და ა.შ.!
...მოკლედ მთელი წუმპე რააა!
პ.ს.: ...ხო ხედავთ რომანტიკიდან უწმაწურ სატირამდე... სულ რაღაც 1 მიკრონია!

ჰო და კიდევ - ამ პოსტს ვუძღვნი ჩემს ძმა -
პსიხოს
This post has been edited by Stalker2005 on 8 May 2013, 09:33