მოგესალმებით,
სპეციალურად დავრეგისტრირდი ამ კითხვის დასასმელად.
მოკლედ სრულიად უცნაური პრობლემა დამემართა და შეიძლება მარტო სტომატოლოგმა, ან ვინმე გამოცდილმა იცოდეს რამე ამის შესახებ, თორემ აღარ ვიცი რა ვქნა.
მოკლედ პირის ღრუს არანაირი პრობლემა არ მქონია, ერთხელ წავედი სტომატოლოგთან კბილის დასაპლომბად. წინ კბილებს შორის ღრძილი სულ ოდნავ ჩამოზრდილი იყო, ძლივს შესამჩნევად, ანუ კბილებს შორის ცამოდიოდა ცოტა და რაც თავი მახსოვს სულ ასე მქონდა, საერთოდ არ მიქმნიდა პრობლემას. სტომატოლოგმა რად გინდა ესო , ბარემ გაყუჩებული რომ გექნება მოვაჭრიო

უშნოაო. ხოდა მოაჭრა. ამის მერე დამეწყო სრულიად აუტანელი რამე

ტუჩები მეწეპება საშინლად, გამიჩნდა რაღაც ლორწოსავით, და უსიამოვნო სუნიც, რა არ გამოვივლე და რა არ ვქენი, მარა ვერ ვიგებ რითი ვუშველო. ანუ ჩემი დასკვნით, პირი აღიქვამს რომ ის ღრძილი უნდა იყოს და რომ არაა გამოყოფს რაღაც ლორწოს ამის მოსაშუშებლად, ან უბრალოდ რაღაც დაზიანდა და ბაქტერიები მომრავლდა, არ ვიცი. იმ ღრძილთან პლომბი ამოვატეხინე თავიდან და ველოდებოდი რომ ჩამოიზრდებოდა ისევ, მარა აღარ იზრდება
მოკლედ რაც წავიკითხე, არავის ასეთი რამე არ უწერია და ერთი თხოვნა მაქვს - დამთხვევააო და სხვა რამეები გაარკვიეო არ მითხრათ რა, ეს ლორწოვანი რაღაც ზუსტად იმ დღეს , იმ საღამოს დამეწყო, როცა ის ღრძილის რაღაც ჩამოწეული ნაწილი მომაჭრეს. ზუსტად იმ საათიდან მეწეპება ტუჩები დღემდე, იქამდე არასდროს არ მქონია!
წარმოდგენა არ მაქვს რა ვუყო, იმდენად მიჭირს უკვე კომუნიკაცია , რომ შეიძლება სამსახურიდანაც წამოვიდე და საერთოდ ადამიანებთან საუბარიც მიჭირს ახლოს, დამეწყო კომპლექსები. რამე ვინმემ ხომ არ იცით მოკლედ ამის შესახებ, ძალიან მადლობელი ვიქნები