გადმომეცა რა უფლებამონაცვლეობით ახალი თემის გახსნის უფლება, ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად და კეთილსინდისიერად!
რა არის კომიქსი? კომიქსი ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით.
ტოპ 5 უდიდესი კომიქსების გამომცემლები:
1. Marvel Comics
2. DC Comics
3. Dark Horse Comics
4. Image Comics
5. IDW Publishing
6. Vertigo(Dc-ის შვილობილი კომპანია, ცნობილია თავის ვენდეტათი და ჰელბლაზერებით

)
მარველის კომიქსები (Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing-ს ეკუთვნის, Marvel Entertainment-ის ფილიალია. Marvel-ის გმირებს შორისაა ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც არიან კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ.
ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel-ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC კომიქსებითან ერთად.
DC კომიქსები (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications) — არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კომიქსების გამომცემლობა მარველ კომიქსების შემდეგ. გამომცემლობა 1969 წელს შეიძინა კომპანია Warner Bros. Entertainment. DC კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირებია: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა.
ინიციალი "DC" შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული სერიის დეტექტივური კომიქსების მიხედვით(Detective Comics). და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა.
Dark Horse Comics დაარსდა 1986 წელს მაიკ რიჩარდსონის მიერ. ნუ მეტს აღარ გავაგრძელებს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 2011 წელს IOS-ზე გამოუშვეს აპლიკაცია, სადაც განათავსებს ელ. ფორმატში კომიქსები. აგრეთვე იგივე აპლიკაცია შეიქმნა 2012-ში ანდროიდზე და ეხლა შეგიძლიათ ,,ვებ-საწყობში" იკითხოთ კომიქსები.
IDW Publishing ეს შედარებით ახალი კომპანიაა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და 2010 წელს კომიქების ბაზარზე მეხუთე ადგილი ეკავა. ნუ თავდაპირველად ცნობილი იყო თავისი ჰორორის ჟანრის კომიქსებით. მაგალითად 30 Days of Night . 2013 წლის ერთ-ერთი შემოქმედებაა Chasing The Dead, რომელიც შესანიშნავი ნარევია ჰორორისა და მისტიკის.
მარველის მთავარი გმირები:Deadpool
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Wolverine
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Hulk
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Thor
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Ironman
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Capitan America
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Spider-man
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ოფიციალური საიტები:
http://marvel.com/http://www.dccomics.com/http://www.idwpublishing.com/http://www.darkhorse.com/DC-ი კომიქსის მთავარი გმირები:Superman
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Batman
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Wonder Woman
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Aquaman
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Flash
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Green Arrow
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Robin
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სად ვშოულობთ კომიქსებს?ნუ ტორენტებზე გადასარევი კოლექციები დევს.
აგრეთვე ეს საიტი:
http://comicsgeek.ru/ რა პროგრამით ვხნით კომიქსის წიგნს?ComicRack არის კარგი პროგრამა, რომელსაც მე პირადად ვიყენებ:
http://comicrack.cyolito.com/downloads/comicrack კომიქსების ქართველ მოყვარულთა გაერთიანება:
https://www.facebook.com/ComicsLand მოკლედ ესეც მეორე ნაწილი. განვიხილოთ ახალი კომიქსები, საინტერესო ამბები, რეკომენდაციები გავუწიოთ სხვადასხვა ნომრებს.
მადლობა
Attila-ას ამ კარგი თემის დაწყებაში, სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კომიქსების თემას ფორუმზე.
ტოპ 10 მპოსტავი და კომიქსების მოყვარული უზერი

:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
kemo 265
thanos 258
Dzigo 227
SenT1nel 150
Wrest 94
JERICHO 75
აბულაბას 47
[Iron Man] 43
Attila 33
lycan 25
* * *
კომიქსების ცნობილი გმირების მოკლე ისტორიები ქართულად - თარგმნილი ჩვენი ფეისბუქის ჯგუფის მიერMagneto:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Magneto (დაბადების სახელი Max Eisenhardt ასევე ცნობილია როგორც Magnus და Erik Lehnsherr ან Lensherr) არის გამოგონებული ანტი-გმირი მარველის კომიქსებში. ის არის მთავარი ბოროტი ძალა როგორც სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ასევე კომიქსებში. პირველად გამოჩნდა კომიქსში X-Men #1 (Sept. 1963) და შექმნეს მწერალმა Stan Lee და მხატვარმა Jack Kirby. მაგნეტო ძლიერი მუტანტია, რომელსაც შეუძლია ელექტრომაგნიტური ძალების წარმოქმნა და კონტროლი. მას შეუძლია დედამიწის მაგნიტური ველით მანიპულირება. გამოჩენის დღიდან იგი იქს-ადამიანების უმთავრესი მტერია. ადრეულ წლებში, მისი მოტივები გამომდინარეობდა მუტანტისთვის დამახასიათებელი მეგალომანიიდან, თუმცაღა შემდგომ ნომრებში მწერლებმა მისი პიროვნება უკეთ გააცნეს მკითხველს. მაგნეტო ებრაელი პატიმარია, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. იგი ცდილობს დაიცვას მუტანტების რასა და მსგავს ბედისწერას გადაარჩინოს. მისი როლი კომიქსებში იცვლება სუპერბოროტმოქმედიდან - სუპერგმირამდე. თავდაპირველად მას შეეძლო მხოლოდ ორვალენტიანი რკინის შემცველი მეტალების მართვა მაგრამ შემდეგ მისი ძალები საგრძნობლად გაიზარდა მაგალითად ახლა შეუძლია ასწიოს 30, 000 ტონის სიმძიმე თუმცა ბოლომდე რა მასით შეუძლია მანიპულირება დადგენილი არ არის. მისი ძალები საგრძნობლად ფართოვდება სუბატომურ ველებში. ის საკმაოდ ჭკვიანურად იყენებს ამ ძალას და რამოდენიმე საკმაოდ ეფექტურ გამოყენებას უძებნის მაგალითად: მას შეუძლია ფრენა თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ორიგინალ დასაწყისში ის "დაფრინავდა" იმ მეთოდით რომ მეტალის მინერალებს და დედამიწის მაგნიტურ ველს განიზიდავდა სხეულით ხოლო შემდგომ გამოცემებში მან ჩაიცვა კოსტუმი რომელიც შეიცავდა მეტალის მოლეკულებს და შესაბამისად მისი ფრენის "ტექნიკაც" გამარტივდა. შეუძლია ასევე საკუთარ სხეულში ელექტრო-მაგნიტური ველის გატარებით გაიზარდოს გამძლეობა, შეუძლია წარმოქმნას ძალიან ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღა რომლის მანიპულირებასაც ფოტონების დონემდე ახდენს, შეუძლი გახდეს უხილავი ანუ დამალოს საკუთარი თავი ხილული სინათლის საკუთარი სხეულის გარშემო "დაგრეხვით", ასევე მან აჩვენა თავის შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს მეტალზე სუბატომურ დონეზეც კი!!! მაგრამ როგორც ჩანს ეს პროცედურა საკმაოდ დიდ ძალებს მოითხოვს მისგან და ძნელია მისთვის ამის გაკეთება ამიტომ ძალიან იშვიათად იყენებს ამ ძალას. შეუძლია კიდევ ძალიან ბევრი რამ ამაზე რომ გავაგრძელოთ საუაბრი ალბათ ძალიან დიდი სტატია გამოვა

)) ერთს დავამატებ უბრალოდ ყველაზე ნაკლებად დაცულია ტელეპატებისგან ამიტომ ის ატარებს სპეციალურ შლემს რომელიც მას იცავს. შემდეგ ის მედიტაციის გზით უკვე სწავლობს თავდაცვას ტელეპატებისგან შლემის გარეშეც კი (ზუსტად ემა ფროსტის წინ იდგა მაგრამ ემამ მაინც ვერ წაიკითხა მისი აზრები) და ბოლოს 2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის მაგნეტომ მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო IGN-ის ყველა დროის 100 საუკეთესო სუპერბოროტმოქმედს შორის კი პირველი.
(Wade)

Cyclops:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ციკლოპი იგივე სკოტ სამერსი. გამოგონილი სუპერგმირია მარველის კომიქსების. იქს მენის დაჯგუფების ლიდერია. ის თვალებიდან უშვებს დამანგრევილი ძალის სხივს. ამიტომაც სპეციალურ სათვალეს ატარებს, რომ დაარეგულიროს თავისი ძალა. ის შექმნა მხატვარმა სტენლი ლიმ და პირველად გამოჩნდა 1963 წელს იქს მენების პირველივე ნომერში.
როდესაც სკოტი ახალგაზრდა იყო, მამამისმა(ქრისტოფერი სამერსი, ამერიკის საჰაერო ძალების მაიორი იყო) ის წაიყვანა თვითმფრინავით მოგზაურობაში. ფრენის დროს მათ თავს დაესხნენ უცხო ხომალდები და ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი. სანამ თვითმფრინავი ძირს დაენარცხებოდა სკოტის მშობლებმა მას და მის ძმას პარაშუტები ჩააცვეს და თვითმფრინავიდან გადაუძახეს, იმ იმედით რომ შვილები მაინც გადავარჩინოთო. ორივე გადარჩა.
როდესაც სკოტი 16 წლისაა ის სახლიდან გაიქცევა. ქუჩაში ხეტიალის დროს მას აღმოაჩენს ჩარლს ხავიერი(იქს მენების პროფესორი) პროფესორი ეტყვის მას თუ რა ძალასაც ფლობს. წაიყვანს სამშენებლო ზონაში და იქ მხოდება მისი სხივის გამოცდა! მერე ის იქმენების კამანდაში შევა. იქ გაიცნობს გოგონას ჯინ გრეის, რომელიც ასევე დიდ ძალას ფლობს. შეუყვარდება ეს გოგო. დაიწყებენ პაემნებს ერთმანეთში. როდესაც ერთერთ ბრძოლაში იქსმენები სასტიკად დამარცხდებიან იქიდან გამორწევას მხოლოდ ციკლოპი შესძლებს. მივა ჩარლთან და აგდაწყვეტენ შექმნან ახალი არმია ძველების გამოსახსნელად. ამ არმიაში იქნებიან ყველასათვის გიჟი გმირები, როგორებიცაა Storm, Colossus, Nightcrawler, Banshee,Thunderbird, Sunfire, Wolverine. მოკლედ ამ გმირზე ძან ბევრი სალაპარაკოა. თუ ინტერესი იქნება კიდო ვთარგმნი და დავდებ.

Hawkeye:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Hawkeye ასევე ცნობილია როგორც Goliath და Ronin მარველ კომიქსების გამოგონილი გმირია. პირველად ეს გმიტი 1964 წლის სექტემბერში გამოჩნდა. 1965 წლის მაისში ის ევენჯერების გუნდში შევიდა(პირველივე ნომრში) და მის მერე ამ გუნდის ერთგული წევრია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია კლინტ ბარტონი. პატარაობიდნვე ობლად იზრდებოდა, მისი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. 6 წლის ობლობის შემდეგ კლინტი და მისი ძმა გაიქცნენ სახლიდან და შეუერთდნენ ,,მოხეტიალე საოცრებებს“, რომლებიც მუტანტებით იყო დაკომპლექტებული. მათზე მზრუნველობა იკისრეს Swordsman–მა და Trick Shot–მა.(ესენიც სუპერ გმირები არიან). მათ ასწავლეს ახალგაზრდა კლინტს მშვილდის სროლა. მოგვიანებით გუნდში გაუგებრობები დაიწყო. კლინმა აღმოაჩინა, რომ Swordsman–ი გუნდის ბიუჯეტს იპარავდა და ფლანგავდა. ამ გაუგებრობამ ისინი ხელჩართულ ჩხუბამდე მიიყვანა სადაც საშინლად დამარცხდა კლინტი და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ასევე მის ძმასთანაც გაუუარესდა უთიერთობა.
როგორც ვხედავთ დარჩა ჩვენი კლინტი მარტო. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მან საოცრად იცოდა მშვილდის სროლა. შეისისხლხორცა მისი შესაძლებლობები და დაირქვა სახელად Hawkeye ანუ ,,მსოფლიოში ნომერ პირველი სნაიპერი!“ ერთერთ ცირკში დაიწყო გამოსვლა და იქ თავის შესანახ ფულს აგროვებდა. ერთ დღესაც ის ქუჩაში დაინახავს Iron Man–ს რომელიც ბრძოლობდა, სწორედ ამ დროიდან ჩაესახა მას იდეა გამხდარიყო სუპერ გმირი. შემდეგ მოხდა რაღაც შემთხვევა, რომლის გამოც კლინტი დამნაშავედ გამოცხადდა და პოლიციის მიერ იდევნებოდა. დევნის განმავლობაში ის ხვდება ქალს კოდური სახელი ,,შავი ქვრივი“ რომელიც საბჭოთა კავშირის აგენტი იყო სინამდვილეში. სიყვარული ბრმაა ხომ გაგიგიათ? ხოდა დაბრმავებული კლინტი დაეხმარა ამ ქალს მოეპარა ტონი სტარკისგან ტექნოლოგიური გამოგონებები. ლოგიკურად ის დაუპირისპირდა რკინის კაცსს. ერთერთ ბრძოლაში ,,შავი ქვრივი“ საშინლად დაზიანდა. სნაიპერმა ის გადაარჩინა. სავადმყოფოში რომ მიჰყავდა უცბად გაქრა ,,შავი ქვრივი“ და მერე აღარ უნახავს.
სუპერ გმირების ძალას არ ფლობს. უბრალოდ ის არის შესანიშნავი აკრობატი, მსროლელი. ეს ყველაფერი კი მან ბავშვობიდანვე შეისწავლა ცირკში.

SuperMan:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არ მეგულება ადამიანი რომელიც მის მკერდზე გამოსახულ სიმბოლოს ვერ იცნობს. მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი ფარზე გამოსახული ინგლისური ასო "S". ძალიან მიყვარს ეს გმირი და მინდა პატარა ინფორმაცია თქვენც მოგაწოდოთ მის შესახებ:
სუპერმენი არის DC კომიქსების მიერ გამოგონებული პერსონაჟი, მისი შექმნა ემსახურებოდა ამერიკული კულტურის წარმოჩენას (დადებითი მხარეებით რაღა თქმა უნდა) შექმნსეს ამერიკელმა მწერალმა Jerry Siegel და კანადაში დაბადებულმა ამერიკელმა მხატვარმა Joe Shuster-მა როდესაც ისინი ცხოვობდნენ კლივლენდში, ოჰაიოში და ყიდდნენ დეტექტივ კომიქსებს (Detective Comics). გმირი პირველად გამოჩნდა Action Comics #1 (June 1938) სხვათა შორის ეს კომიქსი 1.5 მილიონ დოლადაა შეფასებული და ამჟამად ეკუთვნის ცნობილ მსახიობ ნიკოლას ქიჯს. გამოჩენის თანავე სუპერმენის გმირმა ელვის სისწწრაფით მოიცვა რადიო, ტელევიზია, გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებები. მისი გამოჩენა იყო გადატრიალება კომიქსების ისტორიაში და ხალხსაც უცბად შეუყვარდა კლარკ კენტი (Clark Kent) რომელიც დაიბადა პლანეტა კრიპტონზე, თავის პლანეტაზე უდიდესი და საუკეთესო მეცნიერის Jor-El-ს ოჯახში. მამამისმა დაარქვა კალ-ელი (Khal-El) და მანამ სანამ პლანეტა კრიპტონი განადგურდებოდა თავისივე ხელით აგებულ ხომალდში ჩასვა და გამოუშვა ჩვენ პლანეტაზე გადარჩენის მიზნით. შემქმნელებმა დავანახეს სუპერმენის (უცხოპლანეტელის თვალით) დანახული დედამიწა და ადამიანები რა მინუსებს და რა პლიუსებს ვამჟღავნებთ ზოგადად რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ. ამ ფერად და ერთი შეხედვით ბავშვურ პერსონაჟს საკმაოდ ღრმა შინაგანი სამყარო მისცეს რომელიც უაღრესად საინეტესოა მკითხველისათვის. დედამიწაზე ჩამოვარდნის შემდეგ კალ-ელის ხომალდი ჩამოვარდა პატარა სოფელ სმოლვილში (Smallville) კენტების ოჯახში, მიიღეს რა მისმა მიწიერმა მშობლებმა როგორც საკუთარი შვილი, ის აღზარდეს დიდსულოვან და უკეთილშობილეს ადამიანად, ასწავლეს მიტევება, სიკეთე და უამრავი სხვა კარგი თვისება. მან ადრეულ ასაკში დაიწყო სუპერ ძალების გამოვლენა. უნდა აღინიშნოს რომ, პირველ გამოცემებში სუპერმენის ძალებს შეგნებულად ზღუდავდნენ მაგალითად: მას შეეძლო ავტომობილის აწევა, არაბუნებრივი სისწრაფით სირბილი და ათასობით მილზე გადახტომა და რაღა თქმა უნდა ქონდა სხეული რომელიც თავისუფლად უძლებდა მძიმე არტილერიის ცეცხლს. შემდეგ როდესაც გადაწყვიტეს სუპერმენზე მულტფილმის გადაღება ძალიან გაუჭირდათ ათასობით მილზე მხტუნავი სუპერმენის ასახვა ასე რომ იპოვნეს მარტივი გამსოავალი და სუპერმენმაც დაიწყო ფრენა. ასე ემატებოდა ნელ-ნელა ახალი შესაძლებლობები სანამ საბოლოოდ არ ჩამოყალიბდა უძლეველ გმირად და დაერქვა მეორე სახელი "Man of Steel" მგონი ზედმეტია მის ძალებზე და შესაძლებლობებზე საუბარი სინათლის სიჩქარით ფრენისგან დაწყებული ატომური აფეთქების გამძლეობის ჩათვლით ყველაფერი შეუძლია ამ გმირს. მაგრამ აქვს სუსტი წერტილიც. ეს არის მწვანე კრიპტონიტი (მინერალი მისი პლანეტიდან) ამ დროს ის სრულიად უსუსურია და ეს არაერთ მის მოწინააღმდეგეს გამოუყენებია მის წინააღდეგ, მაგალითად ლექს ლუთერს (Lex Luthor). ისე როგორც ვაკვირდები მგონი ისევ უზღუდავენ შესაძლებლობებს ბოლო გამოცემებსა და მულტფილმებში.
(Wade)

Joker:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვიცი რომ ბევრს უყვარს ასე რომ ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჯოკერი!
ის არის DC-ს მიერ გამოგონილი გმირი რომელიც პირველად გამოჩნდა კომიქსში: Batman #1 (Spring 1940). გვევლინება ბეტმების მთავარ მტრად რაც გამოხატა ბარბარა გორდონის პარალიზებით და ჯეისონ ტოდის მკვლელობით (ჯეისონნ ტოდი არის მეორე რობინი რომელიც Ra's al Ghul-მა გააცოცხლა და ამის შემდეგ ის გახდა The Red Hood ნუ ეს ცალკე ისტორიაა...) ჯოკერი შექმნილია Jerry Robinson, Bill Finger და Bob Kane-ს მიერ. ბევრი ფიქრობს რომ ის შექმნილია ვიქტორ ჰიუგოს "კაცი რომელიც იცინის" მიხედვით მაგრამ ეს ასე არაა!!!
მთელი კომიქსების მანძილზე კარგად ჩანს რომ შემქმნელებმა მასში ჩადეს სისხლის სამართლის უდიდესი დამრღვევი პროფესოპნალი კრიმინალი დმონანტური ხასიათით და უაღრესად ინტელექტუალი ფსიქოპატი სადისტური იუმორით. პერსონაჟის მთელი ისტორიის მანძილზე სულ იცვლება ისტორიები მისი წარმოშობის შესახებ მაგრა, უმეტესობა მოგვითხრობს რომ ის ჩავარდა ქიმიური ნარჩენებით სავსე საცავში რის შედეგადაც კანი გაუთეთრდა, თმა გაუმწვანდა და ტუჩები კაშკაშა წითელი გაუხდა. კრიტიკოსების მიერ ის დასახელდა ბეტმენის იდეალურ და სრულყოფილ მტრად. ნიჭიერია ინჟინერიაში და ქიმიაში. იყენებს იარაღების სასაცილო სახეობებს მაგალითად სიგარებს რომლებიც ფეთქდება, ალესილი კიდეების მქონე კარტებს, ხელზე დამაგრებულ მოწყობილობას რომელიც დიდი ძაბვით დენს ირტყმევინება, ყვავილს რომელიც მჟავას ასხავს მოწინააღმდეგეს და ა.შ მაგრამ, მისი ყველაზე ცნობილი იარაღია "ჯოკერის შხამი". ის შეიძლება შეგვხვდეს მრავალი ფორმით დაწყებულს ფხვნილის და დამთავრებული სითხის სახით. ამ შხამის მოქმედება გამოიხატება შემდეგნაირად, ადამიანს რომლის მოწამვლაც მოხდება "ჯოკერის შხამით" ეწყება ისტერიული სიცილი რომელსაც ვერ აჩერებენ, კრუნჩხვებში გადაზრდილი სიცილი საბოლოოდ კლავს ადამიანს. მისი საბრძოლო ტაქტიკა და უნარები გამოცემების ცვალებადობასთან ერთად იცვლებოდა ზოგჯერ მას წარმოგვიდგენდნენ როგორც ძალიან ნიჭიერ და მოხერხებულ მებრძოლად ხელჩართულ ბრძოლებში როდესაც ბეტმენს (და არამარტო ბეტმენს) საკმაო წინააღმდეგობას უწევდა და ამარცხებდა კიდევაც, ზოგჯერ კი უბრალო "ნოვიჩოკად" რომელიც ბრძოლის გაგებაში არ იყო. მისი ვინაობა რაღა თქმა უნდა უცნობია და მთელი კომიქსების ისტორიის მანძილზე ერთხელაც კი არ გამჟღავნებულა თუმცა იყო რამოდენიმე მოსაზრებები მისი ვინაობის შესახებ მაგრამ, ისინი ისევ მოსაზრებებად დარჩა
აი რას ამბობს თვითონ საკუთარ წარსულზე: "Sometimes I remember it one way, sometimes another... if I'm going to have a past, I prefer it to be multiple choice! Ha ha ha!"
და ბოლოს, IGN-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში "100 ყველა დროის უდიდესი ბოროტი გმირი კომიქსების ისტორიაში" მან მეორე ადგილი დაიკავა
(Wade)

Blade:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Blade (Eric Brooks) ბლეიდე
ბლეიდი დაიბადა ინგლისში, ლონდონის ერთ–ერთი გარეუბნის საროსკიპოში. დედამისი (ტარა ბრუკს) მეძავი იყო.(ბოზი რა) დედამისს დაეწყო ნაადრევი მშობიარობა და გამოიძახეს ექიმი, რომელიც სინამდვილეში იყო დეკონ ფროსტი(ცნობილი ვამპირი, დავწერთ ამაზეც). მან მშობიარობის პროცეში უკბინა ამ ქალს და მოკლა. ქალი კი მოკვდა, მაგრამ ნაყოფი(მომავალი ბლეიდი) გადარჩა. ამასთანავე სრულიად მოულოდნელად უცნობი ქმიური რეაქცია დაიწყო დედის ორგანიზმში და ვამპირის ,,ვირუსმა“ ბლეიდის ქრომოსომებამდე მიაღწია. სწორედ ამან გამოიწვია ბლეიდის კვაზ–ვამპირული შესაძლებლობები. ტარა ბრუკსის მეგობარმა მეძავებმა გამოსტაცეს ჩვილი ხელიდან ვამპირს და შესძლეს მისი მოგერიება. ესე გადარჩა ჩვენი ბლეიდი.
ბლეიდი საროსკიპოში იზრდებოდა. ერთ დღესაც, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა(9 წლისაა) დაინახა მოხუცი კაცი,(ეს კაცი აღმოჩნდა ვამპირებთან მებრძოლი) რომელსაც 3 ვამპირი მისდევდა. სწორედ აქ მოხდა ბლეიდის პირველი გამოცდა. ის გულადად შეერკინა 3 ვამპირს და მოიგერია ისინი. ასეთი გამარჯვებები ბლეიდს შემდეგში მრავლად ჰქონდა, ამნ გახადა ის ამპრატავანი და თავმომწონე. ის შეუერთდა ქუჩს ბანდას(Bloodshadows) ამ ბანდას სათავეში ედგა უძლიერესი ვამპირი, რომლისნაირი მებრძოლი ჯერ ბლეიდს არ ენახა. ბლეიდი შეებრძოლა განგის ბოსს და დიდი გაჭრვებით დაამარცხა. თუმცა მხოდა ტრაგიკული შემთხვევა. ბლეიდის მეგობარი გოგო გლორი ემსხვერპლა ამ ბრძოლას. ეს ტრაგიკული გამოცდაც მნიშვნელოვანი იმპულსი იყო ბლეიდისთვის რომ შეზიზღებოდა ვამპირები და ეწარმოებინა ბრძოლები მათ წინააღმდეგ.

Beast:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Beast (or The Beast) ანუ მხეცი
მხეცი არის მარველ კომიქსების სუპერგმირი, ასევე ცნობილი დაჯგუფების X-Men–ის ღირსეული წევრი. შექმნილია მწერალი სტენლი ლის მირ და პირველად გამოქვეყნდა კომიქს ,,იქსმენში“ 1963 წლის სექტემბერში. ის პირველად რომ გამჩონდა მაიმუნს მიამსგავსებდით, რომელსაც უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული ადამიანური შესაძლებლობები. თავისი ისტორიის განმავლობაში ამ მუტანტმა მრავალი ცდა თუ ექსპერიმეტი აგდაიტანა, ყოველი მათგანის შემდეგ სულ უფრო ძლიერდებოდა ფიზიკურად. ეს გულისხმობს, მოგრძო ფეხებს, ხელებს, ლურჯ ბეწვს, წაწვეტებულ ყურებს, ბრჭყალებსა და ეშვებს. ძალასთან ერთად გრძნობის ორგანოები აქვს საოცრად განვითარებული.
მეგობრებო, მიუხედავად იმისა რომ ის მუტანტია და ადამიანისთვის უჩვეულო გარეგნობა აქვს, მას საოცრად იზიდავს ხელოვნება და მეცნიერება. კომიქსში გვევლინება, როგორც მსოფლიოში ცნობილი ბიოქიმიკოსი, გენეტიკოსი, მუტანტების მთავარი ექემი და უნივერსიტეტის ლექტორი მათემატიკაში. ის არის პირველი მუტანტ–პოლიტიკოსი. ის გამუდმებით ებრძვის თავის თავს, ცდილობს დათრგუნოს მხეცური ინსტიქტები, რადგან საოცრად ეშინია საზოგადოების რეაქციის. ის ცდილობს შექმნას ჰარმონიული მსოფლიო, სადაც ადამიანები და მუტანტები ერთად ცხოვრებას ისწავლიან. ის აგრეთვე ენამახვილია, კარგი იუმორის გრძნობა აქვს.
შესაძლებელობები: ეს მუტანტი უფრო გონების მხრივ არის განვითარებული. საოცარ დონეზე უმუშავებს ტვინი, თუმცა არც ძალასა და მოქნილობას არ უჩვის.
მიუხედავად იმისა, რომ საოცარი მეცნიერი გახლავთ არც ერთ დარგში არ მიანიჭეს ნობელის პრემია.(გასაკვირია არაა რატომ)

სხვებსაც დავამატებ ნელ-ნელა.
* * *
Emma Frost:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Emma Grace Frost ან უბრალოდ Emma Frost გამოგონებული გმირი მარველის სამყაროში გამოგონებული მწერალ Chris Claremont and და მხატვარ John Byrne-ს მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში: Uncanny X-Men #129 (January 1980). თავაზიანი მუტანტი ტელეპატი კარგად განვითარებული გონებით ცნობილი როგორც "თეთრი დედოფალი" და Comics Buyer's Guide-ს მიერ ჩატარებულ გამოკითვაში "100 ყველაზე სექსუალური ქალი კომიქსებში" დაიკავა მე-5 ადგილი.
ემა დაიბადა ბოსტონში, Winston და Hazel ფროსტების მდიდარ ოჯახში. მისი მთავარი ძალაა ტელეპატიის უნარი რას საშუალებას აძლევს: მიიღოს და გასცეს ინფორმაცია ტელეპატიურად, აკონტროლოს ვინმეს გონება, გამოიწვიოს ყალბი ან წაშალოს ნამდვილი მოგონებები, დაიცვას თავისი მოკავშირეები სხვა ტელეპატებისგან ან გამოიწვიოს მოწინააღმდეგეში მენტალური ტკივილი შეხებისგან. ასევე მას შეუძლია გააფართოვოს ანუ გააძლიეროს სხვა მუტანტების შესაძლებლობებიც მათ გონებაში ნევროლოგიური გზებით შეღწევის გზით. ასევე შეუძლია ტელეპატიური კავშირის დამყარება მსოფლიო მასშტაბით რითაც კონკურენციას უსწევს თვით Charles Xavier-ს. ასევე მას აქვს უნარი ტრანსფორმირდეს ორგანულ ბრილიანტად ამ დროს ის ხდება გამჭვირვალე და ინარჩუნებს მ
This post has been edited by აბულაბას on 26 May 2013, 12:43
--------------------
"But doctor" He says, "I am Pagliacci."
http://celsius-233.blogspot.com/