
ლევან ბეჟაშვილი – საოკუპაციო საზღვრის გადმოწევამდე ტერიტორიიდან ქართული სპეცრაზმი მოიხსნა
საოკუპაციო საზღვრის გადმოწევამდე ტერიტორიიდან სპეცრაზმი მოიხსნა, რომელსაც ქართული მხრიდან საზღვრის კონტროლი ევალებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა და ხელისუფლება რუსეთის მაამებელი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.
ბეჟაშვილის თქმით, სპეცრაზმი მოხსნა კითხვებს და ეჭვებს ბადებს, რასაც საქართველოს მთავრობის მხრიდან განმარტებები სჭირდება. მისივე განცხადებით, "ეს კარგს არაფერს მოიტანს".
"ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს დროული რეაგირება იმაზე, რაც მოხდა შიდა ქართლში. რა მნიშვნელობა აქვს, ეს 200 მეტრით იყო თუ 300 მეტრით, ყოველი მეტრი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი ხალხი მოვითხოვთ დროულ რეაგირებას", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული, უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...i-moikhsna.htmlრამდენად სიმართლეა ეს ინფორმაცია?
This post has been edited by გიგლა on 27 May 2013, 23:30