ელექტრო-ტექნიკური კომპანია
ETCO აცხადებს კონკურსს ქ.რუსთავში საწარმოო და ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული რეკონსტრუქციის (შენობის ინტერიერის) დაგეგმარებაზე.
შენობის რეკონსტრუქცია მოხდება თანამედროვე სენდვიჩ-პანელის მასალის გამოყენებით.
საწარმოო შენობის ზომებია 72x36. (ერთი სართული)
ადმინისტრაციული შენობის ზომებია 36x12.(ორი სართული)
კომპანია ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდა დიზაინერს (სტუდენტს) ინოვაციური იდეებით,რომელიც შენობის ინტერიერს გადაწყვეტს თანამედროვე და სადა სტილში.
გამარჯვებული პროექტის დიზაინის ავტორთან გაფორმდება ხელშეკრულება და ექნება საშუალება დასაქმდეს კომპანიაში, რათა უშუალო მონაწილეობა მიიღოს/უხელმძღვანელოს სამუშაოების მიმდინარეობას.
კომპანია უფლებას იტოვებს, მოსთხოვოს კონკურსში გამარჯვებულს დიზაინში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
უპირატესობა მიენიჭება მცირებიუჯეტიან პროექტებს, რომლებიც იქნება წარმოდგენილი უმოკლეს ვადაში.
კონკურსანტმა პროექტის თავდაპირველი ვარიანტი უნდა წარმოადგინოს გრაფიკული ესკიზის სახით.
კონკურსში გამარჯვებული დასაჩუქრდება 300 ლარით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ოფისის ნომერზე: 790 55 48 48
ან მომწერეთ პირადში.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Flasher on 11 Jun 2013, 16:07
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
--------------------
and I miss you,
like the deserts miss the rain..♫♪♫[COLOR=purple]