მოკლედ, მეგობრებო, ხალხებო, რაც ხართ.
ამხელა პოსტი არასდროს დამიწერია, წაკითხვას არც გთხოვთ, მეც არ ვკითხულობ ამხელა პოსტებს ზოგადად.
უბრალოდ რომელიღაც თემაში ომის განახლების აუცილებლობაზე მოვკარი რაღაცას თვალი - არ დავუჯერე, ეგ ხო ოხერი რამეაო - გამიგია.
მეორედაც არ დავუჯერე.
მესამედ ამ ნეხვობის დაწერა გადავწყვიტე, ალკოჰოლით ვარ სავსე თან და გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ გიხდით
ესეიგი, თუ მანდამაინც ომით შეიძლება მაგ ამბის მოგვარება მე მაქვს ისეთი იდეა, რომ მეტნაკლებად მაინც შანსი რომ გვქონდეს.
მოქმედება Iზუსტად აუხსნა ხალხს, რისთვის/როგორ და სად იომებენ, ვინც კიდევ მოისურვებს დარჩენას, სადღაც (ყველაზე მეტი ალბათ 150 000 კაცი მთლიანობაში). დანარჩენები უკლებლივ ყველა ლტოლვილებად უნდა გაიყვანო საქართველოდან. (იძულებით თ რამეა).
ესეიგი, დაგვრჩა ქვეყანა მხოლოდ 150 000 გულანთებული მებრძოლით.
ეს გულანთებულები იწყებენ მთელი საქართველოს გადახვნას, სტრატეგიული წერილების მოწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბრიგადების და სხვადასხვა აუცილებელი სამხედრო გაერთიანებების ფორმირებას.
გამოიკვეთება გენშტაბი, რომელსაც დაეკისრება სრული ზედამხედველობა დანარჩნ 149 800 გულანთებულზე.
ბრიგადებისა და სხვა ფორმირებების მიერ მოხდება ტყე/რღე მთა/ბალახის საფუძვლიანი შესწავლა, მიწისქვეშა სანგრების გაჭრა უზარმაზარ ტერიატორიაზე დანაღმვითი და აღწერითი სამუშაოები და მოკლედ ნიჩბებით, ნაჯახებით და ლაფატკებით შეიარეღებულებს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწევთ, თითქმის მთელი წელი დასჭირდება ალბათ ამას.
ბუნებრივი რესურსები, საკვები, მედიკამენტები და სამხედრო ამუნიცია და მისი ლოჯისტიკა აუცილებლად ყველაზე სწრაფი, მანევრირებული და მოწესრიგებული უნდა იყოს მთლს ტერიტორიაზე.
ამით საქართველოს ვაქცევთ ისეთ პირობებში, როგორც ვიეტნამელებმა დაახვედრეს ამერიკელებს. (რიცხობრივად ბევრად ნაკლები გამოვალთ ოღონდ).
შეძლებს ყველა ბუჩქი სროლის წარმოებას, ყველა ხეზე სნაიპერი გვეყოლება ჩასაფრებული და მოკლედ სერიოზულად ვიქნებით მზად პარტიზანული ომისათვის.
-------------------------------------------------------------------------------------
ნაწილი 2
როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც პირველად გავისვით ტყვიას.
რუსები მოგვცემენ საშუალებას, რაც შეიძლება მეტი მშვიდობისმყოფელი გავაგოროთ ,რაც შეიძლება მეტი ოსი (ეგ ახლაც უნდათ)
შემოყრიან კოლონებს, რომლებიც ცხვირმოუცოხავი ღლაპებისგან იქნებიან შემდგარნი, ჩვენი გულანთებულები პარტიზანულ ბრძოლაში მათ იმ უწვერო და ქვეშაჯვია ბიჭების უმეტესობას გაწყვეტს, ცოტას ტყვედ ჩაიგდებს და უფრო ცოტასაც ქართველის სიკეთეზე ამბების მისატანად უკან შტაბში გაყრიან.
ამას რომ ის დაბალი კაცი დაინახავს, განრისხდება და მთელი ელიტსპეცრაზმის, ჯავშანტექნიკის და საარტილერიო დანადგარების მობილიზების შემდეგ გადაწყვეტენ ხელი შეუშალონ გულანთებულებს საქართველოს შვილებს განზრაღვის აღსრულებაში.
მართლაც დაიძრება ეს უდრო ჩვენი ტყეებისკენ, ჩვენი მამაცები კლავ თავდადებით იბრძოლებენ, მტერს კუდით ქვას ასროლინებენ, მაგრამ ეს გამარჯვება საკმაოდ დიდი ფასიც დაუჯდებათ, რადგან უამრავი ცოცხალი ძალა დაკარგეს და ათასობით დაჭრილი უწვენიათ სამედიცინო კარვებში. პანიკასაც ესინჯება პულსი.
" ეს ბრძოლა აუცილებლად საქართველოს ისტორიის ფურცელზე უნდა მოხვდეს" (სულ ასეთები არ არის მანდ?!)
ის მტარვალი, კრემლში რომ ზის, ამაზე წვერს დაიპუტავს (ქვედას) და მასინვე მოითხოვს რომ დიდი თვითმფრინავები რომ გვყავს ჩვენო ის ღამით რომ კარგად დაფრინავენო და ის ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი კიტრიც გააგზავნეთ მანდ, სირცხვილიაო იტყვის.
ხოდა ტყე აღარ გვექნება მერე. შეიძლება კოჯრელმა ცინა დეიდამ, ყოველ დილით რომ სოკოს საძებნელად დადის ტყეში, უცებ გიგანტური სოკოც კი იპოვოს .
მორალი, დასკვნა, და ეგეთი ნეხვობები არ აქვს ამ ტესტს.
ხან ჭეშმარიტი მილიტარისტი ვარ, ხან ჯონ ლენონის imagine-ს ფანი
ზოგადად არ მაქვს ცუდი სიმთვრალე
მეც არ ვაპირებ ახლა ამის გადაკითხავს, პირდაპირ გამოვუშვებ და თქვენც მხოლოდ didn't read lol -ის გიფებით შემოიფარგლეთ.