სუბარი: არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ
16:31 29.05.2013
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, "არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ".
ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.
"ჩემი თანამშრომლები რამდენიმე კვირის წინ ავსტრიაში იყვნენ იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ქალაქ გრადში არის მაღალი უსაფრთხოების ციხე, სადაც 300-მდე კაცია და მათში 6 ქართველია. იცით, რა ქნეს ქართველებმა? "მაყურებლებად" დასხდნენ და "ობშჩიაკს" კრეფენ. რამდენიმე რუსი ე. წ. "პეხოტად" ჰყავთ, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ. ციხის უფროსი გადარეულია, ამათ ვერაფერი მოვუხერხეო. ეს ხდება მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც მხოლოდ სამასი პატიმარია და მე როგორ უნდა გავაკეთო ეს უცბად ჩვენს ციხეებში?! არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ" – წერს სუბარი.
http://www.newposts.ge/politika/13637-ar-s...la-cixeebi.html