მაიკო ხარაზიშვილი 28 წლისაა, ექვსი კილო და სამოცდაათი სანტიმეტრი. დიაგნოზი - ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა, ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ფიზიკური განუვითარებლობა. გოგონა საწოლში გაუნძრევლად წევს, რეაქცია თითქმის არაფერზე აქვს და ვერ ლაპარაკობს. მისი გონებრივი განვითარება 3 თვის ასაკის ბავშვისას არ აღემატება. ექიმებმა იმ მიზეზით, რომ არაფერი ეშველება, მასზე ხელი დიდი ხნის წინ ჩაიქნიეს. მიუხედავად იმისა, რომ საწოლში გაუნძრევლად წევს, ძვლები ტყდება. ტკივილს მედიკამენტების გარეშე უმკლავდება. მოტეხილი ფეხის გამო კუზი განუვითარდა, ცოტა ხნის წინ კი სიმწრისგან ტუჩი მოიჭამა.
ბავშვი სამ თვემდე სრულიად ჯანმრთელი იყო, ხელოვნური კვების ჩანაცვლების შემდეგ დიზენტერია დაემართა და საავადმყოფოში მოხვდა.
მაიკოს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მისი ერთადერთი მომვლელი დედაა, რომელიც ისე უვლის, როგორც თოთო ბავშვს. 52 წლის ნატალია კობიაშვილი ერთადერთია, ვის გარეშეც მაიკო ვერ ძლებს. დიასახლისი ვერ მუშაობს, რადგან შვილს წუთითაც ვერ ტოვებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მაიკოს 100-ლარიანი პენსიაა. გოგონას დღის განმავლობაში უამრავი პამპერსი სჭირდება.
ნატალია კობიაშვილს ბავშვის ჩაბარებაზე არასდროს უფიქრია. მაიკოს მხოლოდ დედის მოფერება აწყნარებს და ახალისებს. დედის ცხოვრების მიზანი კი მაიკოს მოვლა და მასზე მზრუნველობაა.
ვისაც გსურთ დახმარება აღმოუჩინოთ მაიკო ხარაზიშვილს -
საქართველოს ბანკი:
კოდი BAGAGE22
ანგარიში GE52BG0000000200126200;
მიმღები ნატალია კობიაშვილი;
ან გადარიცხოთ "მაგთის", "ბილაინისა" და "ჯეოსელის" აბონენტებმა 1 ლარი ტელეფონზე: 0901500546).
იხილეთ სტატია kvirispalitra.ge-ზეიხილეთ სიუჟეტი palitra.ge-ზე(ვიდეო შეიცავს უმძიმეს კადრებს, რის გამოც სუსტი ჯანმრთელობისა და ნერვების მქონე ადამიანებს ვურჩევთ, არ უყურონ)
მოდერატორს ვთხოვ აპინოს ეს თემა. დიდი მადლობა.
This post has been edited by dimitri28 on 6 Feb 2013, 09:43
მიმაგრებული სურათი
უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.
ილია II, ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 172]