24 საათი 15.09.10
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის დამკვეთად, უკრაინის შს ყოფილი მინისტრი იური კრავჩენკო დაასახელა.
გენერალური პროკურატურის პრესმდივან იური ბოიჩენკოს განცხადებით, ყოფილ მინისტრზე სასამართლო გარჩევა შეწყდება, რამდენადაც ექსმინისტრი უკვე ცოცხალი აღარ არის. კრავჩენკოს ცხედარი 2005 წელს იპოვეს.
ბოიჩენკომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოს მსვლელობის დროს ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებულის, შსს-ს ყოფილი გენერლის, ალექსეი პუკაჩის შესახებ შესაძლოა, ახალი ფაქტები დადგინდეს. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ინფორმაციით, საქმის განხილვის პროცესი ღია იქნება.
ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის შემოდგომაზე მოკლეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კრავჩენკო კი 2005 წელს საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.
გვერდის ბმული და მისამართი ამ ქართულენოვანი გვერდის წყაროზედ არის განთავსებული:
http://24saati.ge/index.php/category/news/...2010-09-15/9420მინისტრმა თავის შიგნით
შეიშვა ორი ტყვია,
შემთხვევითობას როდი ჰგავს,
ამას უკვე განზრახვა ჰქვია...
This post has been edited by kalebind on 21 Aug 2013, 20:30