რუსთავში ერთი თვის ჩვილის განზრახ მკვლელობისთვის ბავშვის მამა დააკავესსამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში ერთი თვის ჩვილის განზრახ მკვლელობისთვის ბავშვის მამა დააკავეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"ქალაქ რუსთავის მე-17 მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებმა 1978 წელს დაბადებულმა, ფსიქიკურად დაავადებულმა გივი ჩ-მ საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ფანჯრიდან შვილი, ერთი თვის ლადო ჩ. გადააგდო. ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი ჩვილის დედა, 1977 წელს დაბადებული თეონა ჟ, მეუღლის მსგავსად, ფსიქიკურად დაავადებულია
შემთხვევის ადგილზე გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. გივი ჩ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, საკუთარ სახლში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ჩ. ქურდობისთვის ნასამართლევია და 2005 წელს მოიხადა სასჯელი", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) დაიწყო, რაც თავისუფლების 7-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
http://live.ge/r-252535სულ გაგიჟდა და გაYდა ეს ხალხი