http://www.accent.com.ge//sazogadoeba/213-...76117#f37a96fddგანათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პედაგოგებს იმ ცვლილებას აცნობს, რომლის მიხედვით, მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულება 24-დან 40 სამუშაო დღემდე ეზრდებათ.
ამის შესახებ მარგველაშვილმა 24-ე სკოლაში მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილებები „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ“ ბრძანებაში შედის.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი შვებულებით ივლისის დასაწყისიდან ისარგებლონ და სკოლაში, არაუგვიანეს, 2 სექტემბრისთვის გამოცხადდნენ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ფიქრობს იმაზე, რომ ძალიან მძიმე შრომა, რასაც სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები ეწევიან, მათთვის ძალების აღდგენის შესაძლებლობის მიცემით დასრულდეს“,- განაცხადა 24-ე სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას 80-მდე საჯარო სკოლის პედაგოგი ესწრება.
ჯიგარია ეს არჩევნები!!!!