გამარჯობათ, როგორც მოგეხსენებათ 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქალაქ თბილისში კულტურული ღონისძიებები იგეგმება.
ვერ გადაგვიწყვეტია სად წავიდეთ უფრო მზიურსა და მთაწმინდის პარკს შორის ვმერყეობთ

თქვენ რას ფიქრობთ? სად ჯობია
1.მთაწმინდის პარკი 12:00 საათზე საბავშვო სტუდია “ბასტი-ბუბუსა” და “ბაბილინას” წარმოდგენას იხილავს. შემდეგ, 14:00 საათზე “ბასტი-ბუბუს” შოუს ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად. 17:00 საათზე ჯგუფ “ბზიკებსა” და მარიამ კახელიშვილს. და ბოლოს 18:00 საათზე ჯგუფ “შატალოს.”
2.ბავშვთა ქალაქი “მზიური” პატარებს 14:00 საათიდან საბავშვო ფესტივალზე “ჩვენ ვხედავთ მზეს” ეპატიჟება.
3.მუშტაიდის ბაღში საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 13:00 საათზე “ანა-ბანა”-ს კონცერტი დაიწყება, ხოლო 15:00 საათზე ბავშვებს ილუზიონისტის შოუ, ნიღბების თეატრი და საცირკო ნომრები ელოდებათ.
4. „პსპ ეპატიჟება ყველა ბავშვს 1 ივნისს ვაკის პარკში კონცერტზე და ”მულტი-პულტის” გმირებთან ერთად
This post has been edited by tuchka84 on 31 May 2013, 12:37